კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კორეული ვნება – ჩრდილოურად #42

ანუ ესროლე პირდაპირ ფეხებში!

ერთი მხრივ, აშშ-რუსეთის ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ არც ისაა გამორიცხული, თავში რაკეტა მოგვხვდეს (აბა, ერთმანეთს ხომ არ ესვრიან?!), მეორე მხრივ, ჩრდილო კორეამ განაცხადა, რომ რუსეთისთვის მზადაა, აშშ-ს სამხედრო ობიექტებს თავისი რაკეტები მიუსიოს. თანაც, განა – უბრალო, თვით – ბირთვული!
ამგვარი განცხადების მიზეზი კი ის გამხდარა, რომ, ჩრდილო კორეელთა აზრით, აშშ ხელს უშლის რფ-ს ალეპოს დაბომბვაში (შეგახსენებთ, ალეპოში ბაშარ ასადის ოპოზიციაა გამაგრებული, რომელსაც მხარს აშშ უჭერს).
ჩრდილოკორეელებს იმაზეც მოკვდომიათ გული, რომ აშშ დიდ რეკლამას უწევს თავის სამხედრო-ტექნიკურ შესაძლებლობებ-უპირატესობებს, ამიტომაც მეგობრის გამო, ყველაფრისთვის მზად არიან: როგორც თავდაცვისთვის, ისე თავდასხმისთვის.
სახელდობრ, ჩრდილო კორეის სტრატეგიული ჯარები მზად არიან, პლანეტა დედამიწის ნებისმიერ წერტილზე, როგორც ხმელეთზე, ისე წყალში (პათოსით: „ჩვენი გმირები დასცხებენ ზარბაზნებით, თოფებით და ტანკებით“); მეტიც, მათ რაკეტებს უკვე ამოუღიათ კიდეც მიზანში ამერიკული სამხედრო ბაზები და ობიექტები.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2020 წლამდე ჩრდილო კორეას 20-დან 100-მდე ბირთვული იარაღი ექნება.
ჩვენ არ ვიცით, რა მოუფრინდება თავში ჩრდილო კორეის ლიდერს, მაგრამ საქმეს კოჭებშივე ეტყობა, რომ ან აქედან, ან იქიდან, არ აგვცდება. –

скачать dle 11.3