კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად ჰყავდა სტუმრად დიმიტრი ჩხეიძეს მერაია ქერი, რობერტ დე ნირო და პერის ჰილტონი

თამამად შეიძლება ითქვას, რომ დიმიტრი ჩხეიძე დღეს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქართველია. მისი სახელი ნიუ-იორკის და არა მხოლოდ ნიუ-იორკის, მაღალი მოდის სფეროში ბევრმა იცის. მან მცირე დროში მოახერხა თავისი გამოცდილება, მიზნები სწორად წარემართა და ნიუ-იორკში, ოთხი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი მოდის კვირეულების: New York Fashion Week, Couture Fashion Week, Style Fashion Week, World Fashion Parade არტდირექტორი გამხდარიყო. ემუშავა „ქელვინ კლაინის”, „ბრენდონ მაქველის” შოუებზე, გადაეღო „დოლჩე გაბანას” ახალი კოლექცია... რაც მთავარია, ის ძალიან მალე, ნიუ-იორკის პრესტიჟულ ადგილას საკუთარი მოდის კვირეულს დააფუძნებს, რომლისთვის მზადება უკვე დაწყებულია.
დიმიტრი ჩხეიძე: ამჟამად ძალიან დიდი და საინტერესო გეგმები მაქვს. როგორც იცით, დავაფუძნე „S&D კორპორაცია” და თებერვალში ვაპირებ ჩემი მოდის კვირეულის გაკეთებს. უკვე მყავს სამი სპონსორი და საინტერესო შოუს გაკეთებას ვაპირებთ. ვაწარმოებთ სახელოვან, ცნობილ დიზაინერებთან მოლაპარაკებებს: ვინ ჩამოვიყვანოთ და ვისი ჩამოყვანაა შესაძლებელი. უბრალოდ, წინასწარ ვერ ვიტყვი მათ სახელებს, მირჩევნია, ყველაფერი საბოლოოდ გადაწყდეს და შემდეგ დავაანონსოთ. მანამდე კი, სიურპრიზად დავტოვოთ. ეს იქნება ჩემი მოდის კვირეული, რომელსაც ჩემ მიერ დაფუძნებული „S&D კორპორაცია” გააკეთებს, რომელიც ასევე, უშვებს ჟურნალს. გარდა ამისა, ჩვენ მანჰეტენზე, 37-ე ავენიუზე, გავაკეთეთ სტუდია, სადაც ვამზადებთ მოდელებს მოდის კვირეულებისთვის. ვასწავლით მათ პოდიუმზე სიარულს, პოზირებას, სასცენო ხელოვნებას, გვყავს პედაგოგები. ახლა უკვე თებერვალში ეს კორპორაცია გააკეთებს მოდის კვირეულს, თუმცა მე, პარალელურად, ისევ ვმუშაობ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე არტდირექტორად, საიდანაც საკმაოდ კარგი შემოსავალი მაქვს.რადგან ჩვენი კორპორაცია ახალი მოდის კვირეულის გაკეთებას გეგმავს, ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ New York და Style Fashion Week-ები დავიტოვო. სხვებს უარს ვეუბნები. აუცილებლად გვეყოლება დიზაინერები სხვადასხვა ქვეყნიდან, შეიძლება, ერთი დიზაინერი საქართველოდანაც წავიყვანო. მოლაპარაკება გვაქვს რუს, ასევე თურქ დიზაინერთან,  რომელმაც პერის ჰილტონს ჩააცვა. ასევე, ტაილანდელ დიზაინერთან, რომელიც ძალიან საინტერესო რაღაცეებს აკეთებს და ასე შემდეგ.
– საკმაოდ რთული იქნება, კონკურენცია გაუწიო ნიუ-იორკის მოდის კვირეულს და ასევე, სხვა მოდის კვირეულებს, რომლებთანაც თავად მუშაობ.
– რთული იქნება, მაგრამ ისეთი სპონსორები გვყავს... ფეშენ-შოუს ვაკეთებთ ნიუ-იორკის ყველაზე ძვირად ღირებულ ადგილას, რომლის ერთი დღით დაქირავება 75 ათასი დოლარი ჯდება და ამის სპონსორი უკვე მყავს. დიზაინერებიც კარგი გვეყოლება, მოდელებიც, ყველაფერი უკვე მზად არის. მესამე წელია, ამ ინდუსტრიაში ვარ და ამ ხნის განმავლობაში იმდენი ნაცნობი შევიძინე,  აღარ მაქვს იმის პრობლემა, რომ ჩემი შოუ გავაკეთო. ნიუ-იორკში წელიწადში ორი სეზონი გვექნება და პარალელურად, მინდა, დავამტო ლას-ვეგასიც. იქაც გავაკეთე ფეშენ-ვიქი, ასევე – ფლორიდაში, მინდა, საერთაშორისო ხასიათი მივცე. რადგან „S&D კორპორაცია” აკეთებს, ამიტომ ერქმევა „S&D ფეშენ-ვიქი”. ჩვენ გვყავს IMG-ის მოდელები. მოლაპარაკებები მაქვს, ასევე, „ელიტ მოდელ-ლუქთან”, „ფორდთან”, „ნექსტთან”. ამერიკის საუკეთესო სამოდელო სააგენტოებთან – ყველასთან ვთანამშრომლობ. უკვე გავაფორმე მათთან კონტრაქტები. გარდა ამისა, გვექნება „ოფენ დორი” იმ მოდელებისთვის, ვინც სხვა სააგენტოებში არ არიან დარეგისტირერებულები. მათთვის ჩავატარებთ ქასთინგს. რადგან 2 წლის განმავლობაში ამ სააგენტოებთან ვთანამშრომლობდი, მათთან კარგი, მეგობრული ურთიერთობა ჩამომიყალიბდა და მომდევნო თანამშრომლობა უკვე გამიადვილდა. აქ კომუნიკაციის სერიოზული პრობლემაა და როცა ხედავენ, თავაზიანი, ყურადღებიანი ხარ, ასრულებ შენს დაპირებებს, უფრო მეტად უჩნდებათ შენთან ურთიერთობისა და თანამშრომლობის სურვილი.
– როგორ ჩაიარა მოდის კვირეულების სექტემბრის სეზონმა?
– ძალიან კარგად. „სთაილ ფეშენ ვიქზე” გავაკეთე Malan Breton-ის შოუ, რომელმაც ძალიან კარგად ჩაიარა, რიჰანა იყო სტუმრებს შორის. ასევე მქონდა Paul Walker-ის, Alex vinash-ის შოუები. ასევე Andres Aquino-ს, რომელიც Couture  Fashion Week-ის დამფუძნებელი და მეპატრონეა, შოუს გავუკეთე მთლიანი ორგანიზება. კარგი კაცია, მაგრამ ემოციური და ბექსტეიჯში ცოტა ვიჩხუბეთ. თუმცა, მას მერე კარგი ურთიერთობა გვაქვს. 74 მოდელი გამოგვყავდა შოუში და ხომ წარმოგიდგენია, რა იქნებოდა ბექსტეიჯში, თან ამდენი კოლექცია – ყველას ეჩხუბებოდა, უყვიროდა. წარმოიდგინე, სამი დღე გადაბმულად ვმუშაობდი, გაუჩერებლად, პლუს, რეპეტიციებს ვატერებდი და უცებ, ამის ყვირილი მესმის. მერე ბოდიშები მიხადა, უბრალოდ, მუშაობის დროს ხდება ხოლმე ასეთი რაღაცეები. Alex Vinash ძალიან ძლიერი, საინტერესო დიზაინერია იტალიიდან, რომელიც რამდენიმე წელია, ნიუ-იორკში მოღვაწეობს, პერის ჰილტონის დიზაინერია. თავად პერის ჰილტონიც გამოდიოდა მის შოუზე. შოუს ესწრებოდა, ასევე, ლეონარდო დიკაპრიო. მარიანო დი ვაიო, ბექჰემიც გვყავდა სტუმრად. ზოგადად, წლევანდელმა ჩემმა სეზონმა ძალიან კარგად ჩაირა და მოხარული ვარ ამით. გარდა ამისა, მიწვეული ვიყავი კანადასთან ახლოს ქალაქ სირაკუზში, სადაც გავაკეთე „ESMERALDS INTERNATIONAL FASHION SHOW”, რომელმაც ასევე წარმატებით ჩაირა, ძალიან კარგად დამხვდნენ, არაჩვეულებრივი სასტუმროთი, თავისი „სამეფო ნომრებით”. თან, აქედან ჩავიყვანე ქართველი მოდელები – თორნიკე გელაშვილი და ანი ჩაჩხიანი
– პერის ჰილტონიც ხომ არ გაიცანი?
– მას დიდი ხანია, ვიცნობ, ვმეგობრობთ. ახლა კარგად არ მინახავს, რადგან მოვიდა, შოუ გახსნა და ლონდონში გაფრინდა მოდის კვირეულზე, აფთერ ფართიზე არ დარჩენილა. მე ის თურქეთში გავიცანი „მარდან პალასის” გახსნისას, სადაც სტუმრად გვყავდა მერაია ქერი, რობერტ დე ნირო, პერის ჰილტონი. მეც ვმუშაობდი, ვაკეთებდი გახსნის ორგანიზებას და მაშინ გავიცანი. ძალიან სასაცილო, საყვარელი გოგონაა, თავისი „ბატი ზამაშკებით”.
– ბოლოს რომ ვისაუბრეთ, „დოლჩე გაბანას” ახალი კოლექციის გადაღებას გეგმევდი.
– კი, ნიუ-იორკში ძალიან ცნობილი მოდის ჟურნალის ყდა გადავიღეთ მე და ჩემმა ჯგუფმა. ძალიან კარგი ფოტოსესია გამოვიდა. ეს იყო „დოლჩე გაბანას” ახალი კოლექცია, 6 ტოპ-მოდელი გვყავდა – 5 ქერა და ერთი შავთმიანი. ჟურნალი უკვე გამოვიდა, დაიბეჭდა ფოტოები და ძალიან კარგია. ახლო მომავალში ვაკეთებ „ქელვინ კლაინის“ სპორტული სამოსისა და საცვლების შოუს. კონტრაქტი უკვე დავდეთ, ჯერჯერობით თარიღი არ ვიცით.
– როგორ ვიცი, ამერიკულ სერიალშიც მონაწილეობ.
– გადაღებები უკვე დაიწყო, მაგრამ მე მაქვს ცოტა თამაშის პრობლემა. რეჟისორმა მითხრა, როლზე მჭირდები, ამიტომ, „ნიუ-იორკის ფილმ აკადემიაში” უნდა გაიარო სამთვიანი კურსიო. თავად ფილმის პროდაქშენი მიხდის სწავლის საფასურს. მე ვთამაშობ სასტუმროს მეპატრონის შვილს, ვამპირებზეა ფილმი. მეც ვამპირის როლი მაქვს, 8-თვიან პროექტში ვარ. სპეციალურად ამ როლისთვის ჩავდექი ფორმაში. სასწაულ ტანზე დამაყენეს, რადგან ჩემი პერსონაჟი კარგ ფორმაში უნდა იყოს.

скачать dle 11.3