კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები #41


დედამ დასვა შვილი და ეუბნება:
– ჩვენ აგარაკის ყიდვას ვაპირებთ, ამიტომ ეკონომია უნდა გავაკეთოთ. მოკლედ, მამა თავს ანებებს მოწევას, მე – ძვირად ღირებული კოსმეტიკის ყიდვას და შენ რა შეგიძლია? რას დათმობ?
– რას დავთმობ? მე შემიძლია, სკოლას დავანებო თავი.
***
ქობულეთელ ბავშვს ეკითხება დასასვენებლად ჩასული მამაკაცი:
– ბიძიკო, რომ გაიზრდები, ვინ უნდა გამოხვიდე?
– მდგმური!
***
თუ დილით იღვიძებ და ცოლი არ გელაპარაკება, ესე იგი, წინა საღამო კარგად და სასიამოვნოდ გაგიტარებია.
***
ორი ლოთი საუბრობს:
– ნეტავ, რატომ დამარქვეს მეტსახელად ჯინი? ბევრი სმა რომ შემიძლია, მაგიტომ?
– ბევრი სმა კი არ შეგიძლია, უბრალოდ, ვინც ბოთლს ხსნის, მაშინვე იქ ჩნდები.
***
კახელი ცოლ-ქმარი ტელევიზორში ოპერას უყურებს.
– ოჰ, ოჰ, ოჰ, ოჰ... გადასარევი ვოკალი აქვს ამ ქალსა, – ამბობს მიხო.
– მეხი კი დაგაყარე, ვოკალზე რას აკვირდები, სიმღერას მოუსმინე!
***
ვაკელები „სევდა ფართიზე“ წავიდნენ და ცრემლად დაიღვარნენ.
***
ორი ძველი მეძავი ხვდება ერთმანეთს.
– რა ქენი, იშოვე სამუშაო?
– კი, „სექენდ ჰენდში“ დავიწყე მუშაობა.
– გამყიდვლად?
– არა, „სექენდ ჰენდად“.
ნიკა არაბიძის ანეკდოტები
სიძე ეუბნება სიდედრს:
– იცი, ერთი კვირაა, რაღაცის კითხვა მინდა და ვერ გადამიწყვეტია, გითხრა თუ არა..
– ნუ გეშინია, მკითხე თამამად, პასუხი ერთი თვეა, მზად მაქვს.
***
– ტარაკნებმა დამტანჯეს, ვერაფერი მოვუხერხე.
– მერე, იყიდე ტარაკნების ცარცი.
– შველის?
– აბა რა! ჩემთან, კუთხეში სხედან თავისთვის და ხატავენ.
***
– ნიკა, იცი, რა მსგავსებაა სპერმატოზოიდებსა და სახელმწიფო მოხელეებს შორის?
– არა. და, რა მსგავსება?
– რა და, ათასობით მუშაობს, მაგრამ საქმეს მხოლოდ ერთეულები აკეთებენ.
***
სიკვდილმისჯილი დასახვრეტად მიჰყავთ. უცბად იკითხავს:
– რა დღეა დღეს?
– ორშაბათი.
– აბა უყურე, რა ცუდად იწყება კვირა.

скачать dle 11.3