ბრძნული აზრები
მაკალეი: ეშმაკ ადამიანებს ეზიზღებათ სწავლულები, უბრალო ხალხი თაყვანს სცემენ მათ, ხოლო ჭკვიანები – იყენებენ.
ეპიკურე: ვისაც არ ძალუძს დიდი საქმეების კეთება, მას სძულს დიდებული ჩანაფიქრები.
გოეთე: ენა და აზრი შეზღუდულია, მხოლოდ ჭეშმარიტებას არ აქვს საზღვრები.
ჰაინე: სანამ ბოროტებას შეებრძოლებით, მანამდე აწონ-დაწონე, რამდენად შეგიძლიათ აღმოფხვრათ მისი წარმოშობის მიზეზები.
კანტი: ადვილია წარმოდგენა გქონდეს ბევრ მეცნიერებაზე, ვიდრე საფუძვლიანად ფლობდე მხოლოდ რამდენიმეს.
ვოვენარგი: სასოწარკვეთა ყველაზე დიდი შეცდომაა.
ბოდლერი: ახალგაზრდობაში ადამიანები ცხოვრების აზრზე ინტერესის გამო ჩაფიქრდებიან ხოლმე, სიბერეში – სინანულით.
ვოლტერი: ასკეტიზმი სიძუნწისგან კი არა სიკეთისგან მომდინარეობს.
ბალზაკი: ვინც ხელგაშლილია მილოცვებსა და სურვილებში, ჩვეულებრივ, ძუნწია კარგ საქმეებში.
კლუჩევსკი: ცხოვრება ძალიან რთულია იმისთვის, რომ მარტივი ახსნა ჰქონდეს. ეს იმაზე მეტია, ვიდრე სიკვდილის საპირისპირო. თავის მხრივ, სიკვდილიც არ არის ამაო – ის საკმაოდ ხშირად ყოფილა ცხოვრებისთვის სასარგებლო.
სიუნ-ცზი: ცხოვრებისეული ჭეშმარიტებები არ ისწავლება, ისინი უნდა გადაიტანო.
ედისონი: ადამიანი მთელი სიცოცხლე კი არ ცხოვრობს, არამედ თავის თავს ქმნის, თხზავს. თვითქმნილებაა.
ტორეზი: ცხოვრება კომბინაციების მორიგეობაა. ისინი უნდა შეისწავლო, თვალი მიადევნო, რომ ყველგან სარგებელი ნახო.
ბრეხტი: ყველაზე საშიშია ის, ვისაც დასაკარგი არაფერი აქვს.
ბეკონი: ყველა ჭეშმარიტება, რომელზედაც დუმან, შხამიანი ხდება.
მოლიერი: ყველა სიბრძნის საფუძველი მოთმინებაა.
შლებერი: ვერაფერს ისწავლის ის, ვისაც არაფერზე არ ებადება კითხვა.
ვიგინსი: არ არსებობს მდაბიო ჭეშმარიტება და დიდებული ტყუილი. არის მხოლოდ მდაბიო ტყუილი და დიდებული ჭეშმარიტება.
მონტენი: კარგი იყო – ადვილია მხოლოდ იქ, სადაც არავინ გიშლის იყო ასეთი.
ლერმონტოვი: სიცოცხლე იმად არ ღირს, მასზე ასე ვზრუნავდეთ.
პოლი: ქალი მთლიანად გულია – თავიც კი.
ბაირონი: ქორწინება ყოველთვის ბრძოლაა: თავდაპირველად – გაერთიანებისთვის, შემდეგ – თანაბარუფლებიანობისთვის, მერე კი – დამოუკიდებლობისთვის.