კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ქალი, რომელმაც გარდაცვლილი მეუღლისგან სამი წლის შემდეგ გააჩინა შვილი, ტრაგიკულად დაიღუპა შვილთან ერთად #41

4 ოქტომბერს ფოთელი დედა-შვილის, მედეა რურუასა და რვა თვის ნინიკო გოგატიშვილის ტრაგიკულად დაღუპვამ მთელი საქართველო შეძრა. ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დღის შოუდან”  ეს დედა-შვილი მთელმა საქართველომ გაიცნო. მათი ემოციური და უჩვეულო ისტორია ყველამ განიცადა. ქალბატონმა მედეამ ნინიკო გარდაცვლილი ქმრისგან სამი წლის შემდეგ გააჩინა. მათი ისტორია ისევე უცნაურად და ტრაგიკუად დასრულდა, როგორც დაიწყო. როგორ არ ეცადა ეს ქალბატონი, გაგრძელებულიყო უსაყვარლესი მეუღლის სიცოცხლე ამ ბავშვით, მაგრამ ისევ ავტოკატასტროფა… რაც ასე ხშირია ჩვენს ქვეყანაში. „დღის შოუდან” ფოთისკენ უკან დაბრუნებული დედა-შვილი, მძღოლთან და ოჯახის ახლობელ ქალბატონთან ერთად, ავტოავარიის შედეგად დაიღუპა. ქალბატონი მედეა ბედნიერი და გახარებული ამცნობდა  „დღის შოუს” ეთერიდან თავის სასწაულ ისტორიას საზოგადოებას: „2007 წელს დავქორწინდით მე და ჩემი მეუღლე. მაშინვე დავორსულდი ბუნებრივი გზით. ომის პერიოდში მომიწია მშობიარობა, მოვხვდი სენაკში. იქ ექიმმა დაუშვა სერიოზული შეცდომა. წყალდაღვრილი პაციენტი სახლში გამიშვა და მითხრა, რომ სამი დღის შემდეგ ჩვეულებრივად იმშობიარებო. მას ეს, სასწრაფო საოპერაციო პაციენტი დაავიწყდა და იმ დღეს თბილისში გაემგზავრა. ბავშვი მუცელში დამეღუპა. კლინიკაში ცოცხალი ბავშვით მივედი – საკმაოდ ჯანმრთელი, კარგი ბავშვი იყო 4 კილომდე. რამდენიმე ოპერაცია დამჭირდა, რამდენიმე წელი ვასწორებდით ამ შეცდომას. შემდეგ უკვე მეუღლესაც ასაკი ჰქონდა. ბუნებრივი გზით არ მიმდინარეობდა ორსულობა და გავიკეთე ინსემინაცია. პირველივეზე გამოვიდა ორსულობა, სავარაუდოდ, ეს ტყუპი ნაყოფი იყო. მაშინ გადაწყვიტა მეუღლემ, ეს სპერმა შეენახა. ის ბევრად უფროსი იყო ჩემზე – 50 წლის. კონსულტაციაზე რომ წამოვედი, მეუღლე გულის შეტევით დაიღუპა, სრულიად მოულოდნელად, ჯანმრთელი. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ამ სტრესისა და ემოციების ფონზე, ეს ორსულობა შეწყდა. მაგრამ, ვერ გავჩერდი, იმიტომ რომ, აუცილებლად დედა უნდა გავმხდარიყავი და მქონდა შანსი, გამეჩინა ჩემი გენეტიკური შვილი. ეს ჩემი და ჩემი მეუღლის ოცნება იყო. მეუღლის გარდაცვალებიდან ერთი დღე არ გავჩერებულვარ, ყოველდღე ვიბრძოდი იმისთვის, რომ დედა გავმხდარიყავი. თავიდან მირჩევდნენ, რომ ცოტა დამესვენა, მაგრამ მე არ გავჩერდი, ის აუცილებლად უნდა დაბადებულიყო. მე არაჩვეულებრივი მეუღლე მყავდა და მან უნდა გააგრძელოს მისი სიცოცხლე”.
მედეა რურუა ფოთის პირველ საჯარო სკოლაში მათემატიკის მასწავლებელი გახლდათ. მის შესახებ სკოლის დირექტორი, ქალბატონი ნონა ჟვანია გვესუბრა:
– მედეა რურუა ჩვენი სკოლის მათემატიკის წამყვანი პედაგოგი იყო, აგრეთვე, სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე სამი წელიწადი, ახლა კი – სამეურვეო საბჭოს წევრი. მედეა სერტიფიცირებული მასწავლებელი გახლდათ ორივე საფეხურზე – პირველი სიახლეებისა და ინოვაციების შემომტანი სკოლაში. ძალიან უყვარდათ მოსწავლეებს, იმდენად საინტერესო იყო მისი გაკვეთილები. ძალიან აქტიური იყო და სულ ეძებდა ინოვაციებს. დაჯილოდებულია, როგორც წლის საუკეთესო მასწავლებელი. გასულ წელს ნელი გეგეშიძის სახელობის ფონდმა, რომელიც ჩვენთან ყოველ წელს ტარდება, მას საუკეთესო პედაგოგის წოდება მიანიჭა. პირად ცხოვრებას მისი საქმიანობისთვის ხელი არ შეუშლია. დიდი დანაკლისი და ტკივილია მთელი ქალაქისთვის, ჩვენთვის კი – როგორც პედაგოგისა და ადამიანის. ასევე, ბავშვებისთვისაც საშინელი ტრაგედიაა. მთელი სკოლა დუმს, ყველა ფეხაკრეფით დადის. მხოლოდ ბავშვების ტირილი ისმის მთელ სკოლაში. ბარათებს  უწერენ.
– რას გვეტყვით ქალბატონ მედეასა და მისი მეუღლის ტრაგიკული სიყვარულის შესახებ?
– უპირველესად, მინდა, აღვნიშნო მისი ძალიან დიდი სიყვარულის უნარი, რომელმაც შეაძლებინა, ამდენი ებრძოლა და დედა გამხდარიყო. ძალიან ლამაზი სიყვარული ჰქონდა. მედეა მალე უნდა გამხდარიყო ორმოცი წლის. მისი მეუღლე მედეაზე ბევრად უფროსი იყო, მაგრამ მან ახალგაზრდებს ის ამჯობინა. მასში დაინახა ყველა ღირსება და მამაკაცური თვისება და გამოაცხადა ოჯახში, რომ დათოს უნდა გაჰყოლოდა ცოლად. მისი ქმარი სულ გვერდში ედგა, პირველ ორსულობაზე ფეხით სიარული ჰქონდა დანიშნული. მახსოვს, როგორ სეირნობდნენ ქალაქის ქუჩებში. ჩვენს სკოლაში რომ დაიწყო მუშაობა, უკვე დაქორწინებული იყო და რამდენიმე ორსულობა ჰქონდა დაკარგული. როდესაც მეუღლე დაიღუპა, მედეა მაშინაც ორსულად იყო. ისეთი სიძლიერე გამოიჩინა, გარდაცვლილი მეუღლეც ვერ იტირა. სულ იწვა, ემოციებისგან ცდილობდა თავის შეკავებას, რომ ის ბავშვი შეენარჩუნებინა, რომელიც ორივეს ოცნება იყო. იმუხედავად ამისა, ბავშვი მაინც დაკარგა.
– რთული იყო მისთვის ასეთი გადაწყვეტილების მიღება, რომ ბავშვი უმამოდ გაეჩინა?
– მეუღლის გარდაცვალების შემდეგ არ დათრგუნულა. ისეთი აღტაცებული ყვებოდა თავის სიხარულზე, რომ შეუძლებელი იყო, შენც ამ სიხარულის გავლენის ქვეშ არ მოქცეულიყავი. ჩვენ გაგვანდო, რომ ბავშვის გაჩენას აპირებდა ამ გზით. პირველი მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. ეუბნებოდნენ: დაანებე თავი; ალბათ, არ უნდა, რომ მოხდეს; ალბათ, უფლის ნება არააო. ის არ ეპუებოდა – არა, მე უნდა გავხდე დედაო. დილით წავიდოდა თბილისში, საღამოს ფოთში ბრუნდებოდა. არასდროს გაუცდენია სამუშაო, ყველაფერს ასწრებდა – გაკვეთილების ჩატარებას, გაკვეთილების შემდგომ მეცადინეობებს. ყველაფერს თვითონ უძღვებოდა. სულ ჩქარობდა, უნდოდა, ყველაფერი მოესწრო. ყოველ შემდგომ მცდელობაზე, რომ გვეგონა, ახლა გაჩერდებოდა, პირიქით, უფრო შეუპოვრად მიიწევდა წინ. პატარა ნინიკო რომ შეეძინა, ყველას ძალიან გაგვიხარდა. დაგეგმა, რომ 27 იანვარს, ნინოობას უნდა გაეჩინა. ისეთი ბედნიერი იყო, თავისი მშობიარობა ვიდეოფირზეც კი გადაიღო. ისეთი ნათლობა გამართა, ეს იყო ერთი დღესასწაული. უმამობა არ უნდა ეგრძნო ბავშვს. ბინაც თვითონ მოაწყო. ყველაფერს თავისი შრომით მიაღწია.
– როგორ ემზადებოდა „დღის შოუსთვის” – მარტივი იყო მისთვის მთელი საქართველოსთვის მოეყოლა ეს ისტორია?
– სასწავლო პროცესი რომ დაიწყო, ვიცოდით, რომ გადაცემა „დღის შოუში” უნდა წაეყვანა ნინიკო. ძალიან უხაროდა. უნდოდა, მთელი სამყაროსთვის გაეზიარებინა თავისი სიხარული. დიდხანს ამზადებდა, ათასნაირ კაბას და სამკაულს ყიდულობდა პატარასთვის. ვერ აერჩია, რა ჩაეცმია მისთვის. თუ რაიმე არსებობს გოგოსი, ყველაფერი უნდოდა, რომ ჰქონოდა. იმ დღეს იყო პედაგოგების დღე, რაც საზეიმოდ აღინიშნა ფოთის თეატრში. ისეთი პოზიტიური დღე იყო ჩვენთვის და მისთვის – მთელმა საქართველომ გაიცნო, დაანახა ყველას თავისი შვილი. ვეუბნებოდით, თბილისიდან რომ დაბრუნდები, პირდაპირ ჩვენთან მოდი-თქო. სკოლაში ვერ ვუყურე. პირდაპირ ეთერს, სახლში რომ მივედი, მერე ვუყურე, ოთხ საათზე იწყებოდა ღონისძიება ფოთის თეატრში და დახლოებით ოთხს აკლდა ოცი წუთი, რომ დავურეკე და მოვიკითხე. ძალიან კარგად გამოიყურები და როგორი კმაყოფილი ხარ-მეთქი – ვკითხე. ძალიან კმაყოფილი იყო, მითხრა, მალე მოვალო. ფოთთან ახლოს ვარ, თქვენთან მინდა ვიყოო. ჩემთან საუბრის შემდეგ, როგორც ჩანს, მალე მოხდა ეს ავარია. კლინიკის მანქანით იყვნენ. ქუთაისის ავტობანზე, როგორც ამბობენ, თურქული ტრაილერი მოდიოდა წინ. უცებ კოლონას გამოეყო ამათი მანქანა და ტრაილერს დაეჯახა. შეიძლება, დაიღალა მძღოლი, იმდენად უცნაური ყოფილა ამ მანქანის გამოყოფა კოლონიდან. არავინ იცის, რა მოხდა. როგორც ამბობენ, ამათი მძღოლი დაიბნა და მუხრუჭის მაგივრად, გაზის პედალს დააჭირა ფეხი. მანქანაში ბავშვის ნათლია, მედეას კარის მეზობელი იყო, რომელიც ბავშვის გაზრდაში ეხმარებოდა. ისიც გაჰყვა თბილისში, რომ მარტო არ წასულიყვნენ ბავშვი და მედეა.  ისეთ მდგომარეობაში ყოფილან გარდაცვლილები, მხოლოდ საბუთებით გახდა მათი ამოცნობა შესაძლებელი. საშინელი ტრაგედია ტრიალებს. დედა და სამი ძმა დარჩა. ნინიკო ხუმრობდა, მთელი კორპუსის ნებიერა ბავშვიაო. ყველას დაჰყავდა, ხელიდან ხელში გადადიოდა.
– რაიმე წინათგრძნობა ხომ არ ჰქონია?
– მისთვის მეუღლე ისევ ცოცხალი იყო. ამბობდა, როგორც ცოცხალს ისე ველაპარაკები, ყოველ საღამოს ყველაფერს ვუყვები, მთელი დღის ამბებს ვუზიარებო. რამდენიმე დღის წინ სიზმარი ნახა და თავის მეგობარ პედაგოგს უამბო: ჩემს ქმართან ვიყავი და ვეხუტებოდი. იშვიათად მესიზმრება დათო და თუ დამესიზმრა, მაშინ რაღაც კარგი ხდებაო, გახარებული იყო. ძალიან მორწმუნე გახლდათ. მოძღვარი ჰყავდა, რომლის კურთხევითაც გააჩინა ბავშვი ასეთი გზით. ალბათ, ახლა გახარებულია მისი მეუღლე – მთელი ოჯახი ერთად არიან. ძალიან დიდი ტკივილია ჩვენთვის. ასეთი დადებითი და პოზიტიური ადამიანის ცხოვრება, ასე ტრაგიკულად არ უნდა დასრულებულიყო.

скачать dle 11.3