კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა 14 წლის მოზარდი გამოცდილი მამათმავლის მსხვერპლი #41

მამათმავლის მსხვერპლმა, 14 წლის ლევან ბ-მ სექსუალური მოძალადე თავად ამხილა. განსასჯელი წარსულში ნასამართლევი 36 წლის გოგა კ-შვილი  აღმოჩნდა, რომელსაც ამჯერად 9 წლით პატიმრობა მიესაჯა. არადა, ამ საზარელი დანაშაულის ჩადენამდე გოგა კ-შვილს ციხე სულ რაღაც 8 თვის დატოვებული ჰქონდა. სასჯელს კი, არც მეტი, არც ნაკლები, მამათმავლობისთვის იხდიდა... გოგა კ-შვილი  ამჯერად სასჯელს ორი დანაშაულისთვის – მცირეწლოვანთან ინტიმური ურთიერთობისა და ყაჩაღობისთვის მოიხდის.
სექსუალურ ძალადობაში მხილებული გოგა კ-შვილი  პოლიციამ დააკავა. თუმცა,  სამართლადამცველებთან ის მოხუცმა ქალმაც ამხილა ქურდობაში. დაპატიმრების შემდეგ დამნაშავის საცხოვრებელ ბინაში პოლიციამ საგანგებოდ შეფუთული ნაქურდალიც აღმოაჩინა. გაირკვა, რომ განსასჯელი ძალადობის შემდეგ აღნიშნული მოხუცის სახლში შევიდა და  დანის მუქარით სახლიდან ვიდეომაგნიტოფონი და რადიო გაიტაცა.   75 წლის ქალმა  საკუთარი ნივთები ამოიცნო. შესაბამისად, გოგა კ-შვილს  მამათმავლობის გარდა, ბრალი ყაჩაღობაშიც დასდეს.
როგორც საქმიდან ირკვევა, ციხიდან გამოსულ გოგა კ-შვილთან ურთიერთობას ახლობლებიც კი გაურბოდნენ, რასაც თავად ბრალდებული ძალიან განიცდიდა. მართლია, ციხეში მხოლოდ წელიწად-ნახევარი იჯდა, მაგრამ, ვინაიდან გაუკუღმართებული სექსუალური კავშირის ბრალდებით დააკავეს, მის ოჯახთან ურთიერთობასაც კი თავს არიდებდნენ. მით უმეტეს, რომ გოგა კ-შვილმა  ეს დანაშაული ძალიან ახლო ნათესავის ბავშვის მიმართ ჩაიდინა. პოლიციაში მას მაშინაც ბავშვის ოჯახმა უჩივლა. თუმცა, რადგან გოგა კ-შვილი ოჯახისთვის   ერთადერთი შვილი იყო, მის გამოსახსნელად დედ-მამა ყველაფერს აკეთებდა. შვილს ხელს აფარებდნენ და ირწმუნებოდნენ, მათ შვილს ბავშვის მშობლებმა სიბინძურე ძველი წყენის გამო დააბრალესო. მაგრამ გოგა კ-შვილი  საბრალდებო სკამზე მეორედაც იდენტური დანაშაულისთვის აღმოჩნდა.
დანაშაულის ჩადენის დღეს  გოგა კ-შვილი  დედის  ნათესავის ორმოცზე იმყოფებოდა, სადაც მხოლოდ მისი მშობლები დაპატიჟეს. მოგვიანებით კი, თავადაც იქ მივიდა. მანამდე ის თანაკლასელის სახლში დათვრა და ორმოცის სუფრაზე კიდევ რამდენიმე ჭიქა არაყი დალია. მოწმეთა ჩვენებით, რადგან მშობლები იქ აღარ დახვდნენ, გოგა კ-შვილმა სუფრა დაახლოებით 40 წუთში დატოვა. ბრალდების მიხედვით, „ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გოგა კ-შვილი ქუჩაში მცირეწლოვან ლევან ბ-ს შეხვდა. შემდეგ მან ბავშვს სთხოვა, რომ ცუდად იყო და სახლამდე მიეცილებინა. ბიჭმაც საუბარი გაუბა და უცნობ მამაკაცს თხოვნაზე დასთანხმდა. ვინაიდან განსასჯელი წონასწორობას ვერ ინარჩუნებდა, ლევან ბ-მ  მას ხელკავი გაუკეთა. დაუსახლებელ მონაკვეთამდე რომ მივიდნენ, მოძალადემ მოზარდს  ძლიერად ჩაავლო ხელი და გაუკუღმართებული ფორმით, მასთან სქესობრივი კავშირი დაამყარა...” 
როგორც მცირეწლოვანი აცხადებდა, ის უცნობ მამაკაცს წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მოგერიება ვერ შეძლო. შემდეგ კი, მოძალადე დაემუქრა კიდეც, თუ მომხდარის შესახებ ვინმესთან იტყოდა, მოკლავდა. ბავშვი აცხადებს, რომ მოძალადემ ის შემთხვევის ადგილზე მიატოვა.
მოგვიანებით, ნახევრად შემოხეული ტანსაცმლით ბავშვი სახლში ტირილით დაბრუნდა და მუქარის მიუხედავად, ოჯახს მომხდარის შესახებ უამბო. შოკურ მდგომარეობაში მყოფი ბავშვი საავადმყოფოში თავად პოლიციამ წაიყვანა. მისი დაკითხვა კი მხოლოდ ორი დღის შემდეგ შეძლო. სწორედ მისი ჩვენების შემდეგ დააკავეს გოგა კ-შვილი. პარალელურად, ბავშვს სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რითაც მისი მონათხრობი დადასტურდა –  მოზარდი უკან ტანიდან იყო გაუპატიურებული.  უცნაურია, მაგრამ 75 წლის  ელისაბედ გ-ს ბინა მოძალადემ იმავე ღამეს გაქურდა. პროცესის ბოლოს, მან თავად აღიარა, რომ ქურდობა სპეციალურად ჩაიდინა – უნდოდა, ალიბი ჰქონოდა, რომ იმ დღეს ბინა გაქურდა და სხვა დანაშაულის ჩადენას ვერ მოასწრებდა... ვინაიდან სასამართლო პროცესს დაზარალებული მცირეწლოვანი აღარ დასწრებია, პროცესზე გამოძიებაში მიცემული მისი ჩვენება გამოქვეყნდა, რომელიც კანონის სრული დაცვით იყო მოპოვებული – ბიჭი მოძალადეს ამხელდა.
 14 წლის მოზარდის გამოძიებაში მიცემული ჩვენებიდან: „ბინდდებოდა, როცა ქუჩაში უცნობი მამაკაცი შემხვდა. რომ ვიცანი, გამახსენდა, ნანახი მყავდა. მივესალმე. მითხრა, მთვრალი ვარ და სახლში წამიყვანეო. ხელი მოვკიდე და ერთად მივდიოდით. მოულოდნელად, ძლიერად დამიჭირა და შარვალი გამხადა… ვცდილობდი, გავქცეულიყავი, მაგრამ სახეში დამარტყა.... მითხრა, თუ ხმას ამოიღებ, ვერ გადამირჩებიო. ძალიან შემეშინდა. დავპირდი, რომ არავის ვეტყოდი. თვითონ წავიდა. ადგილიდან ვერ ვინძრეოდი, მეშინოდა, არ მოვეკალი...”
თავად დაკავებული  სექსუალური ძალადობის ფაქტს უარყოფდა. ერთადერთი, იმას ადასტურებდა, რომ ქუჩაში ბავშვს შეხვდა. ამონაწერი გოგა კ-შვილის ჩვენებიდან: „ნასვამი ვიყავი. დედაჩემი სადაც გაიზარდა, იმ უბანში ახლობლის ორმოცი იყო და მისასამძიმრებლად მივედი, რადგან აწ გარდაცვლილს კარგად ვიცნობდი. იქაც დავლიე, მთვრალი ვიყავი. რომ წამოვედი, გზაში ბიჭი შემხვდა და მასთან ერთად გავაგრძელე გზა. თავად შემომთავაზა, რომ ერთად წამოვსულიყავით. გზაში დავიღალე და ქვაზე ჩამოვჯექით. მერე არაფერი მახსოვს. როცა გავიღვიძე, ქუჩაში მეძინა. უკვე თენდებოდა, ავდექი და გზა გავაგრძელე... მესამე დღეს პოლიციამ დამაკავა”. მოგვიანებით, როდესაც მის საქმეში ძველი ადვოკატი ჩაერთო, ჩვენება შეცვალა – ბიჭთან შეხვედრის ფაქტი კატეგორიულად უარყო. ამბობდა, რომ წინა ჩვენება ზეწოლით დააწერინეს. თავს უდანაშაულოდ აცხადებდა და გათავისუფლებას ითხოვდა. ის თავს დამნაშავედ არც ყაჩაღობის ნაწილში ცნობდა. ირწმუნებოდა, რომ მოხუცი ქალის ბინიდან ამოღებული ნივთები პოლიციამ ჩაუდო.  დამნაშავის უმკაცრესად დასჯას დაზარალებულის თითქმის ყველა მეზობელიც ითხოვდა. მათი განცხადება საქმის მასალებში იდო. ხელს აწერდნენ, რომ მისი ოჯახი სოფლიდან გაესახლებინათ. განსასჯელის წინაააღმდეგ ჩვენება 75 წლის მოხუცმაც მისცა: „დაკავებულს არ ვიცნობ,  მარტო ის ვიცი, რომ ჩემს სოფელში ცხოვრობს. ჩემს სახლში შემოვარდა და  რაღაცის ძებნა დაიწყო. ყველაფერი თავდაყირა დააყენა. მთხოვდა, ვიდეომაგნიტოფონი გამატანე და მალე დაგიბრუნებო. ჯოხით ვცდილობდი მის მოგერიებას, მაგრამ დანით მემუქრებოდა. თან იქვე, სახლში ჩაქუჩს მიაგნო და იმას  წამოავლო ხელი. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციაში დამიბარეს და მითხრეს, რომ ვიღაც დააკავეს. პოლიციაში ამოვიცანი ისიც და ჩემი რადიოც”.
საბოლოოდ, განსასჯელმა ორივე ბრალდება აღიარა. როგორც დაზარალებულებს, ასევე სასამართლოს მან პატიება სთხოვა. შედეგად კი, სასამართლომ მას არა 11, როგორც პროკურატურამ მოითხოვა, არამედ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

скачать dle 11.3