კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-40(823)

– შეიძლება, ერთი რამ გთხოვოთ?
– ორი იყოს. მთხოვე, – შენობით ლაპარაკზე გადავიდა მძღოლი.
– შეიძლება, ამაღამ თქვენთან დავრჩე, თან ყველაფერს მოგიყვებით, – უთხრა რიტამ მძღოლს, რომელსაც უფრო მეტად განუმტკიცდა გრძნობა, რომ ღამით მგზნებარე სექსი ექნებოდა მგზავრ გოგონასთან და მიუგო:
– რა თქმა უნდა, შეიძლება. წავედით ჩემთან, – მექალთანემ სიჩქარე გამოცვალა და რიტას გაეცნო:
– მე გენო კოკაია ვარ, ბიზნესმენი. შენს სახელს არ მაჩუქებ?
– ლენა კაშია, – მიუგო რიტამ.
– რას საქმიანობ, მშვენიერო ლენა?
– პროფესიით მოდელი ვარ, მაგრამ ჩემმა არანორმალურმა, ქაჯმა და პათოლოგმა ქმარმა ყველაფერს ჩამომაშორა, სახლში დამსვა და ბოდიში ამ სიტყვებისთვის, მაგრამ, ნათლად რომ გაიგოთ ჩემი გაჭირვება, მხმარობს, როგორც უნდა. თან, არც სახლიდან მიშვებს და არც არსად მივყავარ.
– გასაგებია, გასაგები, –  გენო კოკაიამ მარჯვენა ხელი შიშველ ბარძაყზე ჩამოუსვა რიტას და დააყოლა, – ჩემთან რომ მივალთ, მერე ვილაპარაკოთ.
რიტას გზაში ხმა აღარ ამოუღია. განაწყენებული, დაჩაგრული და ქმრის საღალატოდ მომზადებული ქალის პოზა ეჭირა, გუნებაში კი კოკაიას დასცინოდა. თან, იმ ტყუილის შინაარსზე ფიქრობდა, რომელიც უნდა ეთქვა.
გენო კოკაიას ფეშენებელური, დიდი ბინა ასევე ფეშენებელურ, ახლად აშენებულ კორპუსში გახლდათ. რიტა სავარძელში მოკალათდა, სიგარეტი გააბოლა და შეწუხებული, ჩაფიქრებული ქალის სახე მიიღო.
– ლენაჩკა, ყავას ხომ დალევ? – ჰკითხა გენომ რიტას.
– ბატონო გენო, ყავასაც და თუ საშუალებაა, რაიმე მაგარს, სპირტიანსაც დავაყოლებ, – მიუგო რიტამ.
– მაგარი და სპირტიანი – რამდენიც გინდა. ახლავე მოგართმევ, მაგრამ შენთან ერთი თხოვნა მაქვს და ნუ გამაწბილებ.
– ბრძანეთ, ბატონო გენო, – განგებ თქვა რიტამ, რადგან მიხვდა, მასპინძელი რასაც ეტყოდა – ბატონობით არ მომმართოო.
– მოდი, შევთანხმდეთ, რომ ბატონს აღარ დამიძახებ და გენოთი მომმართავ. ჩვენ ხომ მეგობრები გავხდით და ასეთი რამ არ მოსულა.
– კარგი, გენო, – გაუღიმა რიტამ კოკაიას, გუნებაში კი გაიფიქრა: – „შე სირო, შენა. სადაური ჩემი მეგობარი ხარ. ერთი სული გაქვს, ლოგინში ჩამიწვინო. ჩაგიწვები და კარგადაც გასიამოვნებ, მაგრამ ამისთვის დიდ ფასსაც გადაგახდევინებ“.
– მშვენიერია. ახლა კი წავალ და ყავას მოგიდუღებ, თან სასმელსაც გამოვაყოლებ, – გაიღიმა მასპინძელმა და სამზარეულოსკენ გაემართა. თან, ნეტარებით ევსებოდა გული, სხეულში ჟრუანტელი უვლიდა და სექსზე ფიქრობდა.
რიტამ გენოს მოდუღებული ყავა მოსვა, კონიაკი დააყოლა, სიგარეტი გააბოლა და შეწუხებული სახით თავი გააქნია. მასპინძელმა კი უთხრა:
– ლენაჩკა, ძვირფასო, აბა, ერთი მომიყევი, რა გაწყენინა შენმა ურჩხულმა ქმარმა.
– სწორედაც რომ ურჩხულია ჩემი ქმარი და ათიანში მოარტყი. ცოტა შორიდან დავიწყებ.
– როგორც გინდა. მე ყურადღებით გისმენ, – თქვა გენომ და მოპირდაპირე სავარძელში მოკალათდა, თან კონიაკს წრუპავდა.
– ძირითადად, მოსკოვში გავიზარდე. სკოლა რომ დავამთავრე, სამოდელო სტუდიაში მოვეწყვე სამუშაოდ და წარმატებებიც მქონდა. ჩემი ქმარიც მოსკოვში გავიცანი. კარატისტია და ბავშვები ჰყავდა ჩამოყვანილი შეჯიბრებაზე. მოკლედ გაგიჟდა, გადაირია. მშობლებს ჩემი ხელი სთხოვა და პირობა დადო, დედოფალივით ვაცხოვრებ, მოდელობას თავს არ დავანაბებინებ და ცივ ნიავსაც არ მივაკარებო. ერთი სიტყვით, დაუჯერეს და ჩემი თავი გამოატანეს. თბილისში რომ ჩამოვედით, ერთი კვირა ჭკვიანად იყო. მერე კი თავისი ნამდვილი სახე გამოაჩინა. კატეგორიულად გამომიცხადა – სახლში იჯდებიო. თანდათან, მოდურად ჩაცმაც ამიკრძალა და ბოლოს იქამდეც მივიდა, შარვალსაც არ მაცმევდა და მხოლოდ კოჭებამდე კაბით მატარებდა. ეჭვიანობდა ყველაზე. გარეთ ხომ მარტო არ მიშვებდა, თვითონ კი ძალიან იშვიათად მივყავდი სადმე. მეზობლებთან გასვლაც ამოკრძალა და არც ისინი შემოდიოდნენ ჩვენთან. სექსი კი, გიყვარდეს, ყველანაირი უნდოდა და მეც არაფერზე ვეუბნებოდი უარს. ხოლო, რომ მოვრჩებოდით, ჩხუბს მიწყებდა და გათახსირებულს მეძახდა. არადა, მე ხომ მხოლოდ მის სურვილებს ვასრულებდი, რადგან ჩემი მეუღლე იყო და მისი მორჩილი ვიყავი.
მრავალფეროვანი სექსის გაგონებაზე, გენოს სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა სხეულში და წარმოიდგინა, როგორ დროს გაატარებდა ლენკასთან. რიტას კი გუნებაში ეცინებოდა და იმეორებდა: „უმაღლეს სიამოვნებას კი მიიღებ ჩემგან, მაგრამ, შეიძლება, თავი დაკარგო.“
– მერე, ლენაჩკა, მერე, – უთხრა გენომ რიტას და გააბოლა. ქალმა კი განაგრძო:
– თავიდან ჯერ გათახსირებულს მეძახდა, არადა, მას ქალიშვილი ჩავბარდი და გათხოვებამდე ბიჭისთვის ნაკოცნიც არ მქონდა. თანდათან, უფრო გაუზრდელდა და ბოზო-ჩათლახოსა და უარეს სიტყვებზე გადავიდა. შემდეგ კი ხელიც შემაჩვია და სექსის შემდეგ ერთი-ორს შემომკრავდა ხოლმე, თან მაგინებდა. როცა ვუთხარი, შენთან აღარ დავწვები-მეთქი, ჯერ მაგრად მცემა, შემდეგ მიხმარა, როგორც უნდოდა, ბოლოს ისევ მცემა და სანამ დაიძინებდა, საწოლის ფეხზე ჯაჭვით მიმაბა.
– ჯაჭვით? – გულწრფელად გაუკვირდა გენოს.
– ჰო, ჯაჭვით, ჯაჭვით. შეეშინდა, არ გავქცეოდი და იმიტომ.
– მდაა, მართლა ურჩხული ყოფილა შენი ქმარი. მერე?
– მერე ცოტა ხნით ჩემს ცემასა და გინებას თავი დაანება და კარგად მექცეოდა. ვიფიქრე, გამოსწორდა-მეთქი და გული მომიბრუნდა, მაგრამ სხვა რამეში ყოფილა საქმე.
– რაში?
– რაში და პოლონეთში შეჯიბრებაზე უნდა წაეყვანა ბავშვები და შეეშინდა, არსად გავქცეოდი. ჩვენ ხომ მარტო ვცხოვრობთ და თავის დასთან დამტოვა. უფრო სწორად, თავისი და დატოვა ჩემთან ერთი კვირით. შეჯიბრებიდან გუშინ საღამოს დაბრუნდა. მისი და სუპერმარკეტში იყო გასული პურის საყიდლად. სახლში ჩუმად შემოიპარა და რომ დაინახა, მის თოთხმეტი წლის დისშვილ ბიჭთან ერთად ვიჯექი ტახტზე და ტელევიზორს ვუყურებდი, იეჭვიანა. თავისიანები ხომ წუხელვე გაისტუმრა სახლში. შემდეგ მე მომიბრუნდა და მლანძღა. მერე შემირიგდა და ლოგინში ჩავწექით. სექსს რომ მოვრჩით, ისევ სილები მირტყა, მაგინა, საწოლის ფეხზე ჯაჭვით მიმაბა და დაიძინა.
– ისევ ჯაჭვი? – თქვა გენომ.
– ჯერ სად ხარ, გენო, – რიტამ კოკაიას ნახელბორკილარი მაჯები უჩვენა და განაგრძო, – მთელი ღამე და მთელი დღევანდელი დღე ხომ ძაღლივით დაბმული და მშიერი ვყავდი „სპალნაში“ გამომწყვდეული. ამ საღამოს ნასვამი მოვიდა და ჯერ მცემა შემდეგ თავის გემოზე მიხმარა, მერე კი ისევ სილები მირტყა და მაგინა. ბოლოს მიმტკიცებდა, ჩემს დისშვილთან გინდოდა დაწოლა და გამოტყდიო. წარმოგიდგენია, გენო, რა არანორმალურია?!
– კი. ვხვდები. მერე?
– მერე ის, რომ დრო ვიხელთე, თავში თუჯის ტაფა ჩავარტყი და დავარეტიანე. კარი გავაღე, გამოვიქეცი და შენ შეგხვდი.
ტაფის ხსენებაზე გენო კოკაიას შიშის ნაპერწკლებმმა გაუელვა თვალებში და რიტას ჰკითხა:
– ლენაჩკა, შემთხვევით, შენი ქმარი ხომ არ შემოგაკვდა?
რიტას გამოცდილ თვალს გენოს შიში არ გამოჰპარვია და გაიფიქრა: „ფარჩაკიც ყოფილხარ, შე სირო“. კოკაიას კი მიუგო:
– არა, რა შემომაკვდა. ასეთი ხისთავები ასე ადვილად არ კვდებიან.
– რა იცი, შენ?
– ვიცი. სანამ გამოვიქცეოდი, პულსი გავუსინჯე და ცოცხალი იყო. დიდი-დიდი ტვინის შერყევა მიიღო მსუბუქ ფორმებში. რაც მაგას მოხვედრია, ვინ იცის. პირუტყვია და დარტყმებს კარგად იტანს. ერთხელ, ჩემთვის თავი რომ მოეწონებინა, მსხვილი კრამიტი გადაიმტვრია თავზე, – უთხრა რიტამ გენოს. შემდეგ თვალებში მიაჩერდა და საბრალო ხმით დაამატა, – შენ თუ მიგაჩნია, რომ ჩემი აქ ყოფნა შენთვის საშიშია, ახლავე წავალ აქედან.
– არა, ლენაჩკა, რას ამბობ?! მე, უბრალოდ, მაინტერესებდა. ადამიანია მაინც და სასიკვდილოდ ყველა ცოდოა. თანაც, არ მინდა, ცოდვა დაგედოს... ხომ ხვდები, რას ვამბობ?
„რაც მე ცოდვები მაქვს“, – გაიფიქრა რიტამ, გენოს კი უთხრა:
– ვხვდები, როგორ არა, მაგრამ ნუ გეშინია. ცოცხალია ჩემი ურჩხული ქმარი და ალბათ, უკვე მთელი თბილისი დააყენა ფეხზე ჩემს მოსაძებნად.
– დააყენოს მერე. ჩემთან უსაფრთხოდ ხარ და ეშმაკიც ვერ გიპოვის.
– კი მაგრამ, როდემდე?
– ჯერ გადაიაროს ამ ამბავმა. მერე კი რამეს მოვიფიქრებთ, – უთხრა გენო კოკაიამ რიტას. კონიაკის ჭიქები შეავსო, ქალს მიაწოდა და დააყოლა, – ჯანდაბას წაუღია შენი ქმარი. მოდი, ჩვენი გაცნობისა დავლიოთ.
გენო კოკაია მესამე ჭიქის შემდეგ გააქტიურდა და რიტას ხელის ფათური დაუწყო, რაშიც ქალს ხელი არ შეუშლია. პირიქით, უფრო აღაგზნებდა მასპინძელს, რომელმაც კიდევ ორი ჭიქა გამოცალა. ბოლოს ხელში აიტაცა ქალი და საძინებლისკენ გააქანა.
***
ზაზა და ტიტე ბუკიები დაკითხვის შემდეგ რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობიდან გამოვიდნენ, ღამის სამი საათი შესრულდა. ზაზას თხოვნის მიუხედავად, რომ ის კონსპირაციულ ბინაში წაეყვანა, ტიტემ უარი უთხრა. შემდეგ ძმა სახლში მიიყვანა, თავად კი პავლე გოკიელისკენ გაემართა.
პროფესორს არ ეძინა. ის ტახტზე იყო წამოწოლილი და ოთახში შემოსულ მასპინძელს ჰკითხა:
– მოხდა რამე, ტიტე?
მაიორმა ყველაფერი დაწვრილებით უამბო კიბოს წამლის გამომგონებელს და ბოლოს დააყოლა:
– აი, ასეა საქმე, ბატონო პავლე.
– მდა, აქტიურად ამოძრავდნენ უკვე ეს ნაძირლები.
– დიახ. ასეა, – დაუდასტურა ტიტემ და გააბოლა.
გააბოლა გოკიელმაც და მცირე პაუზის შემდეგ მასპინძელს უთხრა:
– ვნანობ, ჩემო ტიტე, ასეთ შარში რომ გაგხვიე.
– რას ბრძანებთ, ბატონო პალვე. თქვენ რა შარში გამხვიეთ.
– რა შარში და შარში, თანაც, უბრალო შარში კი არა, ძალიან სერიოზულ შარში. აშკარაა, რომ ჩემზე უსერიოზულესი, საერთაშორისო მასშტაბის არამზადები ნადირობენ და როგორც ჩანს, სწორ კვალს ადგანან. ხომ ხედავ, რა სწრაფად გამოვიდნენ შენზე და სწორედ ამას ვგულისხმობ. დღეს გაგვიმართლა. ხვალ კი, შეიძლება, მათ გაუმართლოთ და აი, ესაა სწორედ ის შარი, რასაც ვგულისხმობ.
– ნუთუ ფიქრობთ, რომ ნაკუწ-ნაკუწადაც რომ ამქნან, გაგყიდით? – თქვა ტიტემ. გოკიელმა კი ღიმილით გააქნია თავი და მაიორს მიუგო:
– არა, ჩემო ტიტე, მე ეს წამითაც არ გამივლია თავში. შენს ვაჟკაცობაში, პატიოსნებასა და გამძლეობაში დარწმუნებული ვარ. უბრალოდ, იმას ვუსვამ ხაზს, რომ ჩვენს წინააღმდეგ ჩვენზე ბევრად ძლიერი ძალები მოქმედებენ და მათთან გამკლავება თითქმის შეუძლებელია.
– სიკეთე ბოროტებაზე ძლიერია, იმის მიუხედავად, თუ რა თანაფარდობაა მათ შორის, – თქვა ტიტემ.
– პრინციპში, მართალი ხარ, მაგრამ ყოველთვის ეს ასე არაა. მართალია, დროებით, მაგრამ ზოგჯერ ბოროტებაც ამარცხებს სიკეთეს.
– ჩვენს შემთხვევაში, ასე არ მოხდება, – მტკიცედ თქვა მაიორმა.
– ღმერთმა ქნას, ღმერთმა ქნას... – გაიმეორა პროფესორმა და ოთახში უხმოდ მოჰყვა ბოლთის ცემას. შემდეგ ტიტეს წინ შეჩერდა და თქვა:
– ვფიქრობ, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ არავინ დაზარალდეს, უპირველესად კი, შენ და შენი ოჯახი.
– რას გულისხმობთ?
– აქედან უნდა წავიდე, – მტკიცედ თქვა გოკიელმა.
– სად, სად უნდა წახვიდეთ, ბატონო პავლე. თქვენ რომ აქედან გახვიდეთ, ხუთასიოდე მეტრის გავლასაც ვერ მოასწრებთ, ისე დაგიჭერენ.
– არა, ტიტე, არა. აქედან უნდა წავიდე, – მტკიცედ გაიმეორა პროფესორმა.
– კარგი. დავუშვათ, წახვედით. სად შეაფარებთ თავს?
– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა გოკიელმა, – მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ აქედან უნდა წავიდე და თანაც, ისე, რომ ჩემს მეტმა არავინ იცოდეს ჩემი ადგილსამყოფელი. სწორად გამიგე, ტიტე, ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ შენგან გათქმის მეშინია. უბრალოდ, რა თქმა უნდა, ღმერთმა არ ქნას და ჩემზე მონადირეებმა რომ მოგიხელთონ, წამებას დაგიწყებენ. შენ შეიძლება, მოითმინო, არ გამთქვა და თავი გასწირო, რაც არ მინდა. როცა ჩემი ადგილსამყოფელი არ გეცოდინება, რომც გაწამონ, შეგეტყობა ეს. თავს დაგანებებენ და სიკვდილს გადაურჩები.
ტიტეს ჩაეცინა და გოკიელს უთხრა:
– მაპატიეთ, პროფესორო, მაგრამ ძალიან მიამიტურად მსჯელობთ. თქვენი ადგილსამყოფელიც რომ არ ვიცოდე, თუ ჩემს წამებაზე მიდგა საქმე, მიუხედავად იმისა, ვიცი თუ არ ვიცი, გაგთქვამთ თუ არ გაგთქვამთ, მაინც მომკლავენ. მოწმეს ასეთ საქმეში არავინ ტოვებს ცოცხალს. მთავარია, ვერ მოგვიხელთონ და მწამს, რომ ეს ასე იქნება.
– საშიშია, ტიტე, ძალიან საშიშია ჩემი აქ ყოფნა. არა მარტო ჩემი უსაფრთხოებისთვის, არამედ შენი ცოლ-შვილის უსაფრთხოებისთვისაც. ამიტომ, უნდა წავიდე.
– გეთანხმებით, პროფესორო, მაგრამ ჯერ ყველაფერი კარგად უნდა მოვიფიქროთ.
– მაინც, რა უნდა მოვიფიქროთ? – იკითხა გოკიელმა.
– თქვენი ახალი სამალავი და, საერთოდ, ის, თუ როგორ მოვიქცეთ მომავალში. მერწმუნეთ, ბატონო პავლე, რომ თუკი საიმედოდ არ შეაფარებთ სადმე თავს, აუცილებლად მოგიხელთებენ, – თქვა ტიტემ და ღიმილით დააყოლა, თანაც, არა მარტო საკუთარ თავს ჩაიგდებთ საფრთხეში, არამედ მე და ჩემს ოჯახსაც.
პროფესორმა გაოცებული მზერა მიაპყრო მაიორს და ჰკითხა:
– რას გულისხმობ?
– თუნდაც იმას, ბატონო პავლე, რომ თუკი მოგიხელთებენ, აუცილებლად გაწამებენ და კიბოს ფორმულასთან ერთად, იმასაც გათქმევინებენ, თუ ვინ გიწყობდათ ხელს.
©– სწორად გამიგეთ, ბატონო პროფესორო, იმ ნაძირლებს ისეთი საშუალებები, ისეთი ქიმიური პრეპარატები აქვთ, რომ ამის გაკეთება არ გაუჭირდებათ. ექიმი ხართ და ეს არ უნდა გეშლებოდეთ.
გოკიელი დაფიქრდა და მიუგო:
– კი. მართალი ხარ. ამ სატანურმა საქმემ საგრძნობლად წაიწია წინ. ჯერ კიდევ მოსკოვში მუშაობისას მომდიოდა ხმები, რომ „კაგებეში“ ადამიანის ნებისყოფის გასატეხ პრეპარატებს ამზადებდნენ, რაც ტექნოლოგიურად სავსებით შესაძლებელია.
– ჰოდა, აგაშენათ ღმერთმა. მეც მაგას ვგულისხმობ, თორემ თქვენს სიმტკიცეში სულაც არ მეპარება ეჭვი.
– რას მთავაზობ, ტიტე?
მაიორი ჩაფიქრდა. ოთახში გაიარ-გამოიარა და პროფესორს უთხრა:
– ერთი იდეა მაქვს, მაგრამ კარგად უნდა მოვიფიქროთ ყველფერი.
– თქვი, რა იდეა გაქვს?
– ზოგადად გეტყვით, მერე კი ერთად შევასხათ ხორცი და დეტალები დავამუშაოთ.
– გისმენ.
– იდეა ასეთია, ჯერ თქვენი ახალი სამალავი უნდა მოვნახოთ, რომელიც, რა თქმა უნდა, მეც მეცოდინება. შემდეგ კი კამერებში უნდა დაფიქსირდეთ მარტო, რითაც ერთი მხრივ, მე ავიცილებ თქვენი ხელშემწყობის ბრალდებას. მეორე მხრივ კი, თქვენზე მონადირეებს ცრუ კვალზე გავუშვებთ.
– კი ბატონო, მაგრამ, როგორ? მოდი, დეტალურად განვიხილოთ ყველაფერი.
ტიტემ საათს დახედა და პროფესორს მიუგო:
– ბატონო პავლე, დილის ხუთი საათი დაიწყო. მოდი, ახლა ცოტა წავუძინოთ. დილიდან კი საღი და დასვენებული გონებით შევუდგეთ საქმეს. რას იტყვით, არ ხართ თანახმა?
– კეთილი, – მიუგო გოკიელმა ტიტეს და საძინებლისკენ გაემართა.
***
გენო კოკაიას უთენია გაეღვიძა და ლოგინიდან წამოდგა. სააბაზანოში შევიდა, შხაპი მიიღო და უკან ხალათმოცმული დაბრუნდა. ის იყო სამზარეულოსკენ აიღო გეზი, რომ რიტასაც გაეღვიძა და მასპინძელს გასძახა:
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3