კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გოგრის დიეტა #41

გოგრაში შემავალი T ვიტამინი ორგანიზმს ცხიმიანი და მძიმე საკვების უკეთ მონელებაში ეხმარება. ამ იშვიათი ვიტამინის მიღება აუცილებელია მათთვის, ვისაც ზედმეტი წონის პრობლემა აქვს.
ამ დიეტის რაციონი საკმაოდ დამაკმაყოფილებელი და მრავალფეროვანია – გოგრისგან უამრავი სასარგებლო და გემრიელი კერძის მომზადება შეიძლება.
გოგრა საკმაოდ დაბალკალორიული პროდუქტია. 100 გრამი გოგრის გული, სულ რაღაც, 23 კილოკალორიას შეიცავს. მისი მიღებით სტაბილურად დაიკლებთ წონაში.
უპირველესად, სწორად უნდა აარჩოთ გოგრა. სასურველია, მისი გული  იყოს ყვითელი და არა სტაფილოსფერი.
თუ საკვების მიღების შუალედში მოგშივდათ, მიირთვით მოხარშული გოგრა ან ვაშლი.
სასურველია საუზმე, სადილი და ვახშამი მიირთვათ ერთსა და იმავე დროს.
მაქსიმალური შედეგის მისაღებად არ ივახშმოთ 6 საათის შემდეგ.
მოამზადეთ კერძები წინასწარ, ეს დიეტურ დღეებს შეგიმსუბუქებთ.
დიეტის დროს შეამცირეთ მარილი, ამოიღეთ რაციონიდან შაქარი და გაზიანი სასმელები.
არ დაგავიწყდეთ წყლის მიღება დღის განმავლობაში.
დიეტური კერძები შეგიძლიათ, მიირთვათ შეუზღუდავი რაოდენობით, მაგრამ მაინც გახსოვდეთ, რომ დიეტაზე ხართ.
ნუ მიიღებთ კალორიულ საკვებს დიეტის დასრულებისთანავე.
სასურველია, გოგრა დიეტური დღეების შემდეგაც დატოვოთ თქვენს რაციონში.
გოგრის დიეტის მენიუ:
პირველი დღე
საუზმე: გოგრის ფაფა – დაამზადეთ ბრინჯით ან შვრიის ფანტელებით. შეგიძლიათ დაუმატოთ უცხიმო რძე; გოგრის სალათა – შეგიძლიათ, დაამზადოთ გოგრით და ვაშლით. ხოლო მის შესაზავებლად გამოიყენეთ უცხიმო იოგურტი ან ლიმონის წვენი. უშაქრო ჩაი ან ყავა;
სადილი:  გოგრის წვნიანი;
ვახშამი: მოთუშული გოგრა.
მეორე დღე
საუზმე:  გოგრის ფაფა და  გოგრის სალათა;
სადილი:  დიეტური წვნიანი და გოგრის კატლეტი;
ვახშამი: ვაშლი – ვაშლი შეგიძლიათ ღუმელში გამომცხვარიც მიირთვათ.
მესამე დღე
საუზმე:  გოგრის ფაფა და  გოგრის სალათა;
სადილი:  ძროხის ხორცის გუფთა, დააყოლეთ რამდენიმე ნაჭერი გოგრა.
ვახშამი: გოგრის სალათა ანანასით.
მეოთხე დღე
საუზმე:  გოგრის ფაფა და  გოგრის სალათა;
სადილი: ბორში ან ბოსტნეულის წვნიანი და ღუმელში შემწვარი ბულგარული წიწაკა;
ვახშამი: ბოსტნეულის რაგუ გოგრით და მცენარეული ზეთით.
დიეტა ხანმოკლეა და რაციონი საკმაოდ მრავალფეროვანი. გოგრის შესაძენად კი, ახლა ყველზე კარგი სეზონია.

скачать dle 11.3