კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გავამკვრივოთ ჩამოშვებული კანი მკლავების მიდამოში #41

ჩამოშვებული კანი მკლავების არეში, როგორც წესი, ტესტოსტერონის სიმცირეზე მეტყველებს. ეს ჰორმონი ქალებსაც გამოეყოფათ და აუცილებელია კუნთების სიმკვრივის შესანარჩუნებლად. ტესტოსტერონის დონის აღდგენა და შესაბამისი ვარჯიშები დაგეხმარებათ, მკლავებს ძველი ფორმა დაუბრუნოთ.
დიეტა – ჭარბი შაქარი და თეთრი ნახშირწყლები, მაგალითად ცომეული, ნამცხვრები და ასე შემდეგ, ტესტოსტერონის დონის შემცირებას იწვევს, ამიტომ, მსგავსი საკვები ნელ-ნელა შეზღუდეთ. კარგი იქნება, მიიღოთ ეგრეთ წოდებული „კეთილი” ცხიმები, რომლებიც გვხვდება ავოკადოში, ორაგულსა და თხილეულ-მარცვლეულში. ამასთან ერთად, თავი აარიდეთ ცხიმებს, რომლებიც გვხვდება წითელ ხორცში და ცხიმიან რძის პროდუქტებში.
ვარჯიში – ფიზიკური დატვირთვის არარსებობა ტესტოსტერონის დონეს ამცირებს. მსუბუქი დატვირთვა კი, ისეთი, რომელიც კუნთების დასატვირთად სხეულის წონას იყენებს, აუცილებლად გაზრდის მას. ასეთი ვარჯიშებია ძუნძული, აქტიური სიარული და ამასთანავე, მეტი სექსი. გაითვალისწინეთ, რომ სიმძიმეების აწევაც დადებითად იმოქმედებს ხელის კუნთების ტონუსზე.

скачать dle 11.3