კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ „ზის“ შენში #41

ბევრი ჩვენგანი ძალიან ცუდად იცნობს საკუთარ თავს. ამიტომ, ზოგჯერ სწორედ ჩვენი თავი გვაოცებს. გაეცით შეკითხვებს გულახდილი პასუხი და ხასიათის ისეთ ნიუანსებს ახდით ფარდას, გაგიკვირდებათ. სამაგიეროდ, ერთად ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლაში დაგეხმარებათ.
1. პაემანზე, საქმიან შეხვედრაზე მეტისმეტად ვიწრო და მოკლე ქვედაკაბა ჩაიცვით:
ა) არ მივაქცევ ყურადღებას და სასიამოვნო საღამოს გავატარებ;
ბ) რა პრობლემაა, სწორედ ეს მინდოდა;
გ) ვეცდები, ჩანთით დავიფარო ზედმეტი სიშიშვლე.
2. როცა გაქვს ხუთი ჩანთა და შვიდი წყვილი ფეხსაცმელი, ეს არის:
ა) დიდი არეულობა კარადაში;
ბ) ამაზე დიდი ბედნიერება არ არის ქალისთვის;
გ) ჩემი ოცნებაა... არ ვიცი, თუ მეღირსება.
3. დიდი ხნის წინათ ვოცნებობდი:
ა) ჯადოსნურ ჯოხზე, რომლითაც უამრავ ძვირფას ტანსაცმელს გავაჩენდი;
ბ) მოსულიყო თეთრ ცხენზე ამხედრებული უფლისწული;
გ) გავმხდარიყავი ექიმი და დავხმარებოდი ხალხს.
4. სასწორზე დადექით და დაინახეთ, რომ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამი გაქვთ.
ა) ეგრევე „დავჯდები“ დიეტაზე;
ბ) სასწორს დავაბრალებ – გაფუჭებულია;
გ) ერთი-ორი კილოგრამი? არა უშავს.
5. რა ასოციაციას გიჩენთ სიტყვა „დედამთილი“?
ა) ადამიანი, რომელმაც ყველაფერი იცის თავის შვილზე, ანუ კაცზე, ვინც მიყვარს;
ბ) საშინელი სიტყვაა, დამთრგუნველი;
გ) ქალი, რომელიც ცხოვრებას გამიმწარებს.
6. მამაკაცს, რომელიც მოგწონს, საერთოდ არა აქვს იუმორის გრძნობა:
ა) რა ვქნა, ძალით გავიცინებ, მის „ხუმრობებზე“;
ბ) ვეცდები, აღარ მომწონდეს;
გ) მის ხუმრობას ყურადღებას არ მივაქცევ.
თუ პასუხების უმრავლესობა არის „ა“: თქვენთან ახლოსაა „ბრიჯიტ ჯონსი“. არანაირ სიტუაციაში არ იბნევით. სწრაფად ივიწყებთ წყენას, გეგმების „შედგენის“ რეკორდსმენი ხართ. არასდროს ნებდებით.
თუ პასუხების უმრავლესობა არის „ბ“: კერი-ბრედშოუ – აი ვინ ხართ თქვენ. ქალბატონი სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“. ჭკუას კარგავთ თამამ ექსპერიმენტებზე. მამაკაცს, რომელიც თქვენით მოიხიბლება, დიდი სიურპრიზი ელის. ყველაზე უსიამოვნო სიტუაციაშიც კი, არ ხართ ცუდ გუნებაზე, რადგან ყველგან პოზიტივს ეძებთ და როგორი გასაოცარიც უნდა იყოს, პოულობთ კიდეც.
როცა პასუხების უმრავლესობა არის „გ“: იდეალური ცოლის ნიმუში ხართ. მეუღლეს დედობასაც კი უწევთ. თქვენთან ახლა არის გმირი ფილმისა – „მუსიკის ჰანგები“. ყურადღებიანი, თბილი და მზრუნველი ხართ. ზოგჯერ მაინც აკეთეთ ის, რაც მართლა გსიამოვნებთ.

скачать dle 11.3