კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთგულება გულისა #41

გვიან ღამით, სახლში მისულს, მკერდზე თავს მიადებს... სო-ფი, სო-ფი, სო-ფი – რითმულად ძგერს თორნიკეს გული... ცოლს ხელებს შემოხვევს და შუბლზე კოცნის... ყოველი დღე სიცოცხლესთან თამაშია, მაგრამ ასეთს გაჰყვა, ასეთი მოსწონს, ასეთი უყვარს.
***
ქუჩაში, მწყობრად ჩაყენებული – „ბმვ“, „ჰონდა”, „კავასაკი,” „იამაჰა,” „სუძუკი” – ღრიალით რომ იკლებენ არემარეს... ქართული როდეო, გაუხედნავ ცხენებზე ამხედრებული რაინდები – ერთი სული რომ აქვთ, მოსწყდნენ ადგილს და გადაეშვან ნეტარებაში... ერთი კერპის – სიჩქარის თაყვანისცემის სურვილით გაერთიანებული ახალგაზრდები, რომელთათვისაც ბაიკი ცხოვრების სტილია და არა უბრალოდ სწრაფი გადაადგილების საშუალება.
მათი მიზანი არაა ქუჩებში ხმაურის მოწყობა, მოქალაქეთა სიმშვიდის დარღვევა ან ახალგაზრდების თავიანთ რიგებში გასაერთიანებლად მოზიდვა. მთავარი მიზანი ყოველდღიური, ერთფეროვანი ცხოვრებიდან გაქცევა, განსხვავებულობის შენარჩუნება, სიძლიერის გამოვლენა და სიახლის განცდაა. მათი დევიზია: „ერთი ყვლასათვის, ყველა ერთისათვის.” ხელზე უკეთიათ სისხლის ჯგუფის მანიშნებელი სამაჯური – ავარიის შემთხვევაში და თითქმის ყველას დაწერილი აქვს ანდერძი, ორგანოების ტრანსპლანტაციის ნებაყოფლობით თანხმობაზე – სიკვდილის შემთხვევაში.
ისინი მზად არიან, ფრთები გაშალონ, სიკვდილის შიშს სძლიონ და შეუერთდნენ უსასრულობას, თუნდაც უკანასკნელად.
***
სახეზე მიტკლის ფერი, ჩამოსიებული უპეები, სითხის დაგროვებისგან გაბერილი მუცელი, გაბრიგინებული ფეხები, ქოშინი, ლოგინიდან წამოდგომის საშუალებას რომ არ აძლევს.
დიტოს ბავშვობიდან აქვს გულის პრობლემა – ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია –  გულის კუნთისა და პარკუჭებს შორის ძგიდის გასქელება. ეს ხელს უშლის მარცხენა პარკუჭის შეკუმშვას და ორგანიზმში სისხლის მიწოდებას, რაც იწვევს გულის უკმარისობას. ამ ბოლო დროს მდგომარეობა უფრო გართულდა – განდევნის ფრაქცია 15 პროცენტამდე შემცირდა, რასაც დაერთო მუცლის ღრუში სითხის დაგროვება და არითმია. გულის გადანერგვა – ესაა 22 წლის დიტოს გადარჩენის ერთადერთი საშუალება. მისი მონაცემები გაგზავნილია გულის ტრანსპლანტაციის ბანკში, მაგრამ რომელი ქართველი დათანხმდება მისი მიცვალებულის ორგანოების გადანერგვას? – დიტო განწირულია, სასწაული თუ გადაარჩენს!
***  
– თორნიკემ მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, გზიდან გადავიდა და ბოძს შეეჯახა, რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილიო! – შუაღამით დაურეკეს სოფის.
– თავის ტვინის მრავალმხრივი დაზიანება, ფუძის მოტეხილობა – სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები, ახლა ოპერაცია უტარდებაო! – უთხრეს საავადმყოფოში. მესამე დღეს გარდაიცვლა... პანაშვიდები, სამძიმრები, დაკრძალვა. საფლავთან, მწყობრად ჩაყენებული „ბმვ”, „ჰონდა”, „კავასაკი”, „იამაჰა,” „სუძუკი” – ღრიალით რომ იკლებენ არემარეს... ქართული როდეო, გაუხედნავ ცხენებზე ამხედრებული რაინდები – თვალნათლივ რომ ხედავენ შედეგს და მაინც, მზად არიან უსასრულობაში გადასაშვებად. ბოლოს სიცარიელე, ამოუვსებელი, უშველებელი სიცარიელე.
***
– 12 დღის წინ, ჯოენის კლინიკაში, საქართველოში პირველად, წარმატებით ჩატარდა გულის გადანერგვის ოპერაცია. პაციენტი პალატაშია გადაყვანილი და თავს კარგად გრძნობსო! – გადმოსცეს ახალ ამბებში.
ბიჭმა, გაკვირვებულმა შეხედა პალატაში შემოვარდნილ, შავებში ჩაცმულ გოგონას... სო-ფი, სო-ფი, სო-ფი – ავადმყოფის თავთან, მონიტორზე, რიტმულად წერდნენ მის სახელს თორნიკეს გულიდან გამოსული კარდიოგრამის მრუდები.

скачать dle 11.3