კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს #41

კითხვა: როდის რეკენ ეკლესიაში ზარებს?
პასუხი: მართლმადიდებლურ ეკლესიაში ზარებს რეკენ ღვთისმსახურების წინ, მორწმუნეთათვის საღმრთო მსახურების დაწყების შესატყობინებლად; ლიტანიობისას – რათა მას მიეცეს განსაკუთრებულად სადღესასწაულო ელფერი; გარდაცვლილთა დაკრძალვისას; ასევე, სხვადასხვა საგანგებო და სადღესასწაულო მომენტებში.
კითხვა: ეკლესიური სწავლებით, კონკრეტულად რა მოეთხოვება ქრისტიანს მოყვასის მიმართ?
პასუხი: ეკლესია გამოყოფს შვიდ სათნო საქმეს, რაც მოეთხოვება ქრისტიანს მოყვასის მიმართ. ესენია: 1) ჭმევა მშიერთა; 2) სმევა მწყურვალთა; 3) შემოსვა შიშველთა; 4) შეწყნარება უცხოთა; 5) მოკითხვა სნეულთა; 6) მიხედვა პატიმართა და 7) დაფვლა მიცვალებულთა.
კითხვა: რით განსხვავდება მფარველი ანგელოზი და მფარველი წმიდანი ერთმანეთისგან?
პასუხი: მფარველი ანგელოზი ადამიანს ღვთისგან ნათლობის დღეს დაედგინება. ის მუდამ თან სდევს ქრისტიანს, მფარველობს მას. მფარველი ანგელოზი მოევლინება ოჯახსაც, თუ ის ქრისტიანგული წესითა და სიყვარულით ცხოვრობს.
რაც შეეხება მფარველ წმიდანებს, ეს ის მოღვაწეები არიან, რომელნიც თავიანთი მოწამეობრივი აღსასრულისა და ქრისტიანული მოღვაწეობის გამო ეკლესიამ წმიდანებად შერაცხა. მფარველ წმიდანს ადამიანი საკუთარი სურვილით ან მოძღვრის რჩევით ირჩევს, რადგან მფარველი წმიდანები უმთავრესად ადამიანის მოსახელეები არიან. თქვენი მოსახელე რამდენიმე წმიდანიდან შეგიძლიათ აირჩიოთ და მფარველობა სთხოვოთ იმ წმიდანს, რომელიც თქვენს დაბადების დღესთან ახლოს მოიხსენიება.
კითხვა: რით გამოხატავს ადამიანი უფლის მიმართ სიყვარულს?
პასუხი: ადამიანი უფლის მიმართ თავის ჭეშმარიტ სიყვარულს გამოხატავს ათი მცნების ერთგულად დაცვით.

скачать dle 11.3