კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ევროსალბუნი

ანუ შეშფოთებადაძლეულები

 მაშინ, როდესაც „ნატო“ შეშფოთებულია და, თუ გულზე ხელს დავიდებთ, არც ევროპისთვისაა შეშფოთება, მაინცდამაინც, უცხო ხილი, ევროკავშირის ქვეყნებმა თავიანთ თავს სძლიეს და თვით არჩევნებამდე ორიოდ დღით ადრე გვახარეს, რომ საბოლოოდ შეთანხმდნენ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის მონიჭების შესახებ.
მართალია, ზუსტი თარიღი ჯერ არ მოუხსენებიათ, მაგრამ გვაჯერებენ, რომ ამ ამბავს აწი წყალი არ გაუვა.
და თუმცა უვიზო მიმოსვლას აგერ უკვე 2016 წლის ივნისიდან ველით და დასავლელებიც გვაგულიანებდნენ, რომ უვიზობას ჩაგვახუტებდნენ, ამბავს კეთილად გასრულების პირი აქამომდე თითქოს არა და არ უჩანდა.
 თუ გავიხსენებთ, რომ ამასობაში მილიონამდე მუსლიმანი მიგრანტი მიიღო ევროპამ, რომელთა არც თუ მცირე ნაწილი ლამისაა ბართლომეს ღამეს ღამეზე უწყობს, რთული ასახსნელი გახლდათ, რად აჯანჯლებდნენ ჩვენი ევროპელი პარტნიორები ვიზების გაუქმების გადაწყვეტილების მიღების ჩვენს ნატკენ გულებზე სალბუნად დადებას.
მეორე მხრივ, ისიც უცნაურია, რომ ასეთი სასიხარულო ამბები არჩევნებს დაამთხვიეს, იმ მარტივი მიზეზით, რომ ეს სიახლე, ცხადია, ვის პოლიტიკურ წისქვილზეც დაასხამდა წყალს (რა თქმა უნდა, სახელისუფლო „ოცნების“), დასავლეთი კი აქამომდე ასეთი წამახალისებელი აქციებით მხოლოდ „ნაცმოძრაობის“ მიმართულებით გამოირჩეოდა.
მაგრამ, როგორც ჩანს, თვით ევროპაშიც მიხვდნენ, რომ რფ-სთვის საჯიჯგნად მიგდებული საქართველოს ობოლი გული უვიზო მიმოსვლით მაინც უნდა გაეხარებინათ. –

скачать dle 11.3