კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მიიჩნევს თიკა მახალდიანის ქმარი, რომ განშორება წყვილისთვის კარგია და რით ჰგავს ის იტლალიელ მილიონერ ჯან ლუკა ვაკის

თიკა მახალდიანს და მის მეუღლეს, თემო პირველაშვილს ამ ზაფხულს ერთთვიანი განშორება მოუწიათ. თემო საქმეების გამო იტალიაში იყო წასული... თიკამ მას იტალიაში ჩააკითხა, სადაც წყვილმა გიჟური და რომანიტიკული დასვენების დღეები მოიწყო. ამის შესახებ კი ეს ხალისიანი და მოსიყვარულე წყვილი თავად გვიამბობს:
თიკა: უკვე მეორედ მოგვიწია ერთმანეთის გარეშე ყოფნა. ერთი თვე ვიყავით ცალ-ცალკე.  პირველად უფრო დიდხანს – 4 თვე. ეს იყო ჩვენი პირველი განშორება და მაშინ უფრო გამიჭირდა. ჩემთვის განშორების პირველი ორი დღე საშინელებაა, შემდეგ კი ვეჩვევი. მაგრამ, რომ არ ყოფილიყო ტელეფონი და ინტერნეტი, არ ვიცი, როგორ ვიქნებოდით. თემო ამბობს, რომ ცალ-ცალკე ყოფნა ზოგჯერ კარგიაო, მაგრამ, მე არ მივესალმები დიდი ხნით განშორებას. ვეუბნები, ზოგჯერ კარგია, მაგრამ მერე, შეიძლება, შეეჩვიო და ეს ჩვეულებაში ისე გადაგეზარდოს, რომ ნახავ, შეიძლება, აღარც კი გაგიხარდეს.
თემო: ორივესთვის ძალიან რთული იყო, მაგრამ მე მომხრე ვარ და მივესალმები რაღაც პერიოდი წყვილის განშორებას. თუმცა, დიდხანს მაინც არ ვარგა, მაქსიმუმ – ერთი თვე.  ეს გრძნობას უფრო ამძაფრებს. თითქოს შეყვარებულები ვართ და მონატრების შემდეგ შეხვედრას, რა ჯობია.
– თიკა, ეჭვიანობის მომენტი არ გაქვს, როცა თემო შენგან შორს არის?
– თავიდან უფრო ეჭვიანი ვიყავი. ახლა, კარგად რომ გავიცანი, აღარ ვარ, ვენდობი. ურთიერთობაში უკვე ხვდები, როგორია. ღალატი ჩემთვის ყველაზე მიუღებელია, არ აქვს მნიშვნელობა ჩემ გვერდითაა, თუ სხვაგან. მე არ მივეკუთვნები იმ ქალების კატეგორიას, რომ ამბობენ:  არა უშავს, წავიდეს, ოღონდ მე არ გავიგო... რა მოხდა, თუ ერთხელ გაიარაო. მე ეს არ მესმის. ვიცი, თემო ადრე სხვანაირი იყო, ახლა კი ძალიან შეიცვალა. ჩემზე დიდია, მეორედ შექმნა ოჯახი. პატარა ბიჭი აღარ არის, რომ ისევ „გულაობდეს“ და ქალებში დადიოდეს. უკვე გაანალიზებული და ჩამოყალიბებული ჰქონდა ყველაფერი.
– თიკა, ამბობდი, იტალიაში ბევრი სიურპრიზი მელოდებაო... გვიამბეთ თქვენი იტალიური სიურპრიზების შესახებ?
თიკა: მთელი ის 19 დღე, რაც  იტალიაში თემოსთან ერთად გავატარე, იყო სიურპრიზი. ძალიან ბედნიერი ვიყავი, კიდევ დიდხანს სიამოვნებით დავრჩებოდი. მე ყველაფერი მიხარია. რომ ჩავედი ბევრი ტანსაცმელი, საცურაო კოსტიუმი და საჩუქარი დამახვედრა, თან, სულ ჩემი გემოვნებით შეურჩევია ყველაფერი. ბევრს დავდიოდით შოპინგებზე, რაც არ მიყვარს, მაგრამ თბილისთან შედარებით, იქ მირჩევნია შოპინგზე სიარული. დადიხარ ქალაქის ცენტრში, თან ერთობი და ყველაფერი ლამაზია... ყოველ დილით თემოზე ადრე ჩავდიოდი ზღვაზე. ის რომ ჩამოვიდოდა, სულ რაღაც მოჰქონდა ჩემთვის. ერთხელ ერთი ცალი ყვავილიც კი მომიტანა... ხან რაღაც ნივთებს ყიდულობდა და მერე სახლში მახვედრებდა. იქ უნდა ყოფილიყავი, რომ ჩვენი ყოველი დღე გენახა. დავდიოდით ბარებში, სადაც კარგი ბენდი უკრავდა. კლუბშიც ვიყავით ორჯერ, ბევრს დავდიოდით  ფეხით...
თემო: რასაც მე ვარჩევ, თიკას ყველაფერი მოსწონს. ბევრ რამეს ვუთანხმებდი, ვეკითხებოდი, მეყიდა თუ არა, ბევრი რამ კი სიურპრიზი იყო... ჩვეულებრივი პატარა ბავშვია. ამდენ სიურპრიზში ყველაზე ძალიან რა გაუხარდა? – ქალაქის ცენტრში, სადაც დავდიოდით, იყო აპარატები, რომელშიც უნდა ჩაგეგდო ერთი ევრო და იგებდი სათამაშოს. აქაც არის ეს აპარატები, მაგრამ აქ პატრა სათამაშოებია, იქ – დიდები...  თიკა გიჟდება დიდ, ფუმფულა სათამაშოებზე... აგდებს და აგდებს ამ ხურდებს, ყოველ გავლა-გამოვლაზე. ბოლოს ისე იყო, რომ – გიყიდი, ოღონდ თავი დაანებე-მეთქი. ერთ საღამოსაც სახლში ძალიან გვიან ვბრუნდებით. თიკა დაღლილია, რადგან ბევრი ვიარეთ ფეხით, რაც თიკას ღლის, მე კი მიჩვეული ვარ. ვთქვი, ერთხელ კიდევ ვცდი-მეთქი. თიკა იქვე, შორიახლოს ჩამოჯდა იმედგადაწურული. ფიქრობდა, რაღა აზრი აქვსო და უცებ ამოდის ეს დიდი სათამაშო. რომ გავხედე, ისეთი სახე ჰქონდა, მივხვდი, ამაზე მეტად არაფერი გაუხარდებოდა. ისე გაუხარდა, დაღლამაც გადაუარა და ყველაფერმა...
– რომანტიკულები ხართ – თემო სოციალურ ქსელშიც გამოირჩევა სიყვარულის გამოხატვით შენ მიმართ?
თიკა: რომანტიკულები ვართ. თუ ერთად არ ვართ, სულ სასიყვარულო მესიჯებს ვწერთ ერთმანეთს. თბილისში ყოველ საღამოს სადღაც ვმღერი და სახლში გათიშული მოვდივარ. ყველაფერი რომანტიკული ხდება იტალიაში, იქ ყოველ საღამოს გვქონდა წითელი ღვინო და რომანტიკული ვახშამი.
თემო: რომანტიკული მესიჯები პირადში უნდა ნახო. ვინმემ რომ წაიკითხოს, იფიქრებს, გიჟები არიანო. ამოჩემებული მოსაფერებელი სიტყვა არ მაქვს, რაც მომადგება უცებ ენაზე, პირდაპირ ვწერ ხოლმე...
– თიკა, სოციალურ ქსელში თემოს ფოტო დადე, სადაც იტალიელ მილიონერთან, ჯან ლუკა ვაკისთან ერთად არის. ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რა საერთო აქვს თემოს და ჯან ლუკას?
თიკა: იყო კომენტარები: პრესით და ბანკის ანგარიშით გჯობნისო და რაღაც მსგავსი, მაგრამ, არაფრით არ ჰგავს. მე გადავუღე ჩუმად ფოტო და არც მიფიქრია, თუ ამას ამხელა აჟიოტაჟი მოჰყვებოდა. 
თემო: იმ პირველი სკანდალური ფოტოს მერე, ჩვენი ქორწინების ღამის შემდეგ რომ დავდეთ, უფრო და უფრო უარეს ფოტოებს ვდებთ. ეს თიკას მაიმუნობა იყო... რომ ვთქვა, მასავით ვცეკვავ-მეთქი, ამ ბოლო დროს იმდენად აღარ, ალბათ, ასაკის ბრალია... თიკა იტალიაში ყოველდღე ცეკვავდა პლაჟზე, სადაც იყო სცენა, ანიმატორი გოგონები და ცეკვავდნენ. ზოგჯერ თიკა ბებერს მეძახის, რუსულ მუსიკებს რომ ვუსმენ და მეუბნება, ბებრულების მოსმენა გიყვარსო... თიკას სიმღერებსაც სულ ვუსმენ. ჩემს ძმასაც კი აქვს დისკზე ჩაწერილი და უსმენს.
– რამდენად შეცვალა დაოჯახებამ თქვენი ცხოვრება?
თიკა: რომ გითხრათ, გამიჭირდა და ვერ შევეგუე-მეთქი ასე ნამდვილად არაა, რომ გითხრათ, დიასახლისი გავხდი და ხეხვა-წმენდაში ვარ, ჭერში კიბით გამოკიდებული, ასეც არაა. სახლსაც ვალაგებ და ყველაფერს ვაკეთებ, თუკი სახლში ვართ, მაგრამ სახლში თითქმის არასდროს არ ვართ. ძალიან ადვილად მივიღე ყველაფერი. ასე მგონია, თემოს მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და სულ ჩემთან ერთად იყო.  ვგავართ ერთმანეთს, რა თქმა უნდა, ყველაფერს ერთნაირად არ ვფიქრობთ, რაც ნორმალურია, მაგრამ საერთოდ არ ვკამათობთ. არ მიყვარს მაკიაჟის გაკეთება. თემო მეუბნება ხოლმე, რომ ცოტა გავიკეთო... მეც ვითვალისწინებ... ყველაზე კარგია ის, რომ თემო სულ ჩემთანაა, მაშინაც კი, როცა ჩემთნ არ არის, სულ ვგრძნობ მის მზრუნველობას, რომ ჩემ გვერდით მამაკაცია. ძალიან კეთილია, სულ მზად არის ნებისმიერის დასახმარებლად. უყვარს, როცა ვიღაცას ეხმარება, რაც ძალიან მომწონს.
თემო: კი, ნამდვილად არ ვკამათობთ, იმიტომ რომ სათქმელს პირდაპირ ვეუბნები და არ ბრაზდება, თან იმ სათქმელს თუ წინ ახლავს „არ გეწყინოს“ (იცინის), მაშინ ნამდვილად არ ეწყინება. რადიკალური ცვლილება არცერთში არ მომხდარა. ერთმანეთის რჩევებს ვითვალისწინებთ. თიკა ყოველთვის მეკითხება, სახლიდან გასვლის წინ – რა ჩავიცვა? თან ისეთი სახით, თითქოს არაფერი ჰქონდეს. პატარა ბავშვივით დამოკიდებულია ჩემზე. რეალურად, თიკამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა... ძალიან თბილია, დადებითი აურა მოდის მისგან. სულ ვამბობ, დავისვენე-მეთქი, ჩემს ცხოვრებაში სიმშვიდე შემოიტანა. მანამდე სულ ემოციური ფონი მქონდა, ახლა კი, მაშინაც მშვიდად ვარ, როდესაც ვბრაზდები. ვეუბნები „ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ“-მეთქი.

скачать dle 11.3