კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელმა გოგონამ გააგიჟა რატი დურგლიშვილი და რატომ აპირებს ის ქვეყნიდან გაქცევას

ზაფხულის ცხელი დღეები რატი დურგლიშვილმა უცხოეთში გაატარა. შეიძლება ითქვას, ნახევარი ევროპაც კი მოიარა. გარდა დასვენებისა, რატიმ ახალი კლიპი გადაიღი ნიუ-იორკში, რომლის პრეზენტაციაც ოქტომბრის შუა რიცხვებში იგეგმება. გულწრფელი რესპონდენტი მისი პირადი ცხოვრებისა და სამომავლო გეგმების შესახებ გვესაუბრა.
რატი დურგლიშვილი: შესანიშნავად გავატარე ზაფხული. მთელი ჩემი რესურსი გამოვიყენე უცხოეთში. ყოველ წელს ვისვენებდი საქართველოში – ბათუმში, ბორჯომში და ასე შემდეგ. ამიტომ, გადავწყვიტე, წავსულიყავი უცხოეთში და მენახა, რა ხდება იქ, როგორ ცხოვრობს ხალხი. რომიდან კრუიზით ვიმოგზაურე და დაახლოებით 20-მდე ქალაქი მოვინახულე. ისე, საქართველოშიც მოვასწარი დასვენება – ბორჯომში ვიყავი. ერთადერთი, ბათუმს ვუღალატე წელს. „ინსტაგრამზე“ რომ შევდივარ, რუკაზე, ყველგან ვარ „დაჩექინებული,“ აფრიკის გარდა (იცინის). ვფიქრობ, ძალიან ლამაზად ვატარებ ცხოვრებას. ჩემი მიზანია, ყოველდღე განვვითარდე, გავიზარდო და ბევრი რაიმე ავითვისო. მარტო ის არ არის მნიშვნელოვანი, რომ რომელიმე ქალაქის ქუჩები ან ძველი შენობები ვნახო. მაქსიმალურად ვაკვირდები ადამიანებს. ბევრი რაღაც შევცვალე ჩემს თავში. ალბათ, ეს ასაკის გამო უფრო მოხდა.  შემეცვალა მანერები, სტილი, ვარცხნილობა. მგონი, ვიზუალურადაც შევიცვალე. თავის მოვლას დავუთმე დიდი დრო.
– საკურორტო რომანები არ ყოფილა?
–  ამ მხრივ, ყველაფერი ნორმის ფარგლებშია,  არ ვარ აღვირახსნილი, ჩემს თავს ძალიან დიდ პატივს ვცემ. ყველაფერი გაწონასწორებული მაქვს. კლუბში იმისთვის არ მივდივარ, რომ ვიღაც გავიცნო. კლუბში მივდივარ მუსიკის მოსასმენად, გასართობად. დევიზი მაქვს ასეთი – მაქსიმალურად ისიამოვნე ცხოვრებით. ჩემი ცხოვრებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრისთვის მაგალითიც კი მიმიცია.
– მართალია, რომ „მისტერ მსოფლიოზე” აპირებ მონაწილეობის მიღებას?
–  ისეთ კარგ ხასიათზე დამაყენა მაგ სტატიამ, რომ  გავხსენი, გავგიჟდი.  იყო შეკითხვა: შესაძლოა თუ არა, რატი დურგლიშვილი გახდეს „მისტერ მსოფლიო”? ამას მოჰყვა ხუმრობები. მეგობრებმა მომწერეს და ასე შემდეგ (იცინის). კონკრეტულად, ამ კონკურსისთვის არ ვემზადები, თუმცა რატომაც არ უნდა სცადო ბედი? ყველაფერი უნდა გამოსცადო ცხოვრებაში. კომპლექსების დრო არ არის. საქართველოში ბევრს აქვს პოტენციალი ამ მხრივ. ბევრი ლამაზი ადამიანია ჩვენს ქვეყანაში. დაგვაჯილდოვა ღმერთმა ამით. ამიტომ ჯობია, უფრო გავიხსნათ და ერთმანეთს კომპლიმენტები ვუთხრათ, ოღონდ ზედმეტი ამბიციის გარეშე. ამბიცია კარგია საქმეში და არა ადამიანებთან მიმართებაში. ჩემზე ასეთი ადამიანები არ მოქმედებენ. მაგრამ ზოგი ისეთი ცხვირაწეული დადის, ჯობია, დაუშვან.  იმ ცხვირაწევით სიამოვნებას ვერ მიიღებენ. მე არ ვწევ ცხვირს და  მაქვს ადამიანებთან ურთიერთობის სიამოვნება.
– ანუ, სამოდელო სფეროში მოღვაწეობას არ გამორიცხავ?
–  ორი კომპანიაა ჩემით დაინტერესებული. სურთ, მათი სახე გავხდე, მაგრამ წინასწარ არაფერს ვამბობ. თან, ისიც არის, რომ რაღაც პირობები არ მაკმაყოფილებს. ამიტომ, არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.
– გოგონამ კლიპიდან – აურელიამ მოგხიბლა. როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა?
– ძალიან, ძალიან ლამაზი გოგოა. ზოგადად,  კომუნიკაბელური ვარ და ერთ დღეში შემიძლია, შევიდე  ადამიანთან კონტაქტში. შესაბამისად, გაუცხოება არ მჭირს და არც არავის შესწავლას ვცდილობ – ამისთვის დასაკარგი დრო სად არის?! ურთიერთობაში არ ვითხოვ ზედმეტ რამეს – არ ვერევი წარსულში, არ ვსვამ ზედმეტ კითხვებს. მაქვს ჩემი კრიტერიუმები, რომლითაც შემოვიფარგლები. ვტკბები იმ ბედნიერებით, რომელიც იმ მომენტში მაქვს. მაინტერესებს, როგორ ხარ და რამდენად ბედნიერი. აურელიაც ასეთი აღმოჩნდა. უცებ დავახლოვდით და მოვლენებიც მალე განვითარდა. მოვიდა კლიპის გადაღების დრო და დამიწყო ლაპარაკი: შენ ხარ რატი? რა დღეში ხარ მერე? რას მიყურებ? სად არის ყავა, დამალევინე (იცინის). აი, ისეთი საყვარელი იყო – გამაგიჟა, სულ „ღადაობდა“. რეებს მიკეთებდა, იცი? – სასწაულ რაღაცეებს. იმის მერე ვმეგობრობთ. იყო მოწონებაც, მაგრამ დისტანცია ძალიან ბევრს ნიშნავს. ფაქტობრივად, არარეალურია ამ მანძილზე ჩვენი ერთად ყოფნა. ამიტომ, ვმეგობრობთ. გვაქვს მიმოწერა. ბევრ რამეში მეხმარება.
– პირადი ურთიერთობისთვის კიდევ, ვერ მოიცალე?
–  ვერ მოვიცალე ან ყურადღება მაქვს გადატანილი სხვა რამეზე. ცოტა რთული ხასიათი მაქვს. რამდენადაც მარტივი ვარ ისე საურთიერთობოდ, ორმაგად რთული და განსხვავებული ვარ პირად ურთიერთობაში. ძალიან ყურადღებიანი ვარ და პარტნიორისგანაც იგივეს ვითხოვ. მიყვარს სიურპრიზები. ვინც კი აქამდე ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, ცოტა ამბიციურები იყვნენ. ახლა მაგათი ამბიციების დრო არ მაქვს.
– შეყვარებული არ ყოფილხარ?
– 15 წლის წინ ძალიან მიყვარდა. იმის მერე სიყვარული არ მქონია. 15 წლამდე სიყვარულის გარეშე ვერ ვცოცხლობდი, ეს იყო ჩემი მიზანი. ამ საკითხში ცოტა არაადეკვატური ვარ (იცინის). ხელოვანი ვარ, რა ვქნა, ამით ვიმართლებ თავს (იცინის). იცით, რა არის ჩემი პირადი ცხოვრება? აი, ქუჩაში რომ გავდივარ და ადამიანები მეხუტებიან და მიღიმიან.  მარტოობას არ განვიცდი. ბევრი ადამიანი მიდგას გვერდში. პირადი ურთიერთობა და ვინმესთან ჩაკეტვა არ მინდა.
– ოჯახის შექმნაზე არ ფიქრობ?
– ერთადერთი, არის შვილის თემა. ხელოვნებაც შეიძლება ჩაითვალოს შვილად. შვილს ხომ ელოდები 9 თვე, ერთ სიმღერაზე კიდევ, წელიწად-ნახევარი მუშაობ.
–  ვარჯიში დაიწყე და წონაში დაიკელი. დიეტას იცავდი?
– ახლა ისევ მოვიმატე. ქართული სამზარეულო მღუპავს. რატომ აკეთებთ ასეთ გემრიელობებს. უნდა გავიქცე ამ ქვეყნიდან (იცინის). დიეტა შევიდგინე ჩემთვის და ხალხი შოკში ჩავაგდე. 2 კვირაში დავიკელი 8 კილოგრამი. დიეტასთან ერთად, ვვარჯიშობდი. ახლა გაგიმხელთ ჩემს დიეტას. არ ვიყავი მშიერი, უბრალოდ, მივირთმევდი ბოსტნეულს. ავიღებდი ერთ პომიდორს, კიტრს, მოხარშულ ერთ თევზს ან სოსისს, ერთ ცალ დაბალკალორიულ ყველს. ამ ყველაფერს ვჭრიდი თხლად და ვანაწილებდი დიდ თეფშზე. ჯამში, ეს ყველაფერი გამოდიოდა 150 გრამი. შეგიძლიათ, ასევე, სოუსი ან მჟავე მიაყოლოთ, რადგან მჟავიანობას მატებს და უფრო მეტად მიდის ცხიმის წვა ორგანიზმში. უკვე ჩვეულებრივი დიეტოლოგი ვარ. დისერტაციას დავიცავ ამ თემაზე (იცინის).
– დიეტის დროს სტრესი არ გქონია?
– არა, ღმერთმა დამიფაროს. მაგრამ ისეთი „ქაჯი“ და „განუვითარებელი“ ვარ დიეტის დროს, მირჩევნია, არავინ  დამეკონტაქტოს (იცინის). საშინელ ადამიანად ვიქცევი ხოლმე. კარგად რომ გამოვიყურები, მერე მომწონს.
–  ნარცისი ხარ? ბრენდებს ანიჭებ უპირატესობას?
–  არა, არ ვარ ნარცისი. საოცრად მოუწესრიგებელი ვარ. რამდენადაც მოწესრიგებულად ვიცვამ, იმენად მოუწესრიგებელი ვარ სხვა კუთხით (იცინის). ბრენდებსაც ვანიჭებ უპირატესობას, რადგან, უპირველესად, ჩემთვის ხარისხია მნიშვნელოვანი. ცოტა ხნის წინ, დედაჩემი იყო ჩემთან გამოსული და ქალი გაგიჟდა: სად წავიღო, შვილო, ამდენი რამ, სად რა დავალაგო, მითხარიო (იცინის).

скачать dle 11.3