„კამელინი“ – ეფექტური საშუალება გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ და მოშლილი იმუნიტეტის აღსადგენად
ჯერ კიდევ ადრეული კვლევები, რომლის საფუძველზეც მტკიცდება „კამელინის“ შესანიშნავი ანტისიმსივნური თვისებები, მოიცავს 1945-1975 წლებს. ამ პერიოდის განმავლობაში „კამელინი“ მოიხმარა ათიათასობით ონკოდაავადებულმა და მათ შორის, უამრავი შემთხვევაა, როცა უმძიმეს სტადიაზე მყოფი ავადმყოფისთვის „კამელინი“ იყო უკანასკნელი იმედი და ეს სასწაული რეალურად გამოჩნდა მათ ცხოვრებაში. ეს დოკუმენტური მასალები ეყრდნობა ავადმყოფთა ისტორიებს, რომელთა გაყალბების თუნდაც მცირე მცდელობა, საბჭოთა სისტემის დროს, უბრალოდ, თვითმკვლელობას ნიშნავდა – უმკაცრესად და დაუნდობლად ძირშივე იძირკვებოდა.
„ავადმყოფობის ისტორია ¹1785. ავადმყოფი გ. ტ. მდედრობითი სქესის, 17 წლის. 3 თვის განმავლობაში მარცხენა თეძოს ქვედა მესამედის არეში ჰქონდა მზარდი სიმსივნე, რომელიც 12.II.63 წელს, ამოკვეთეს თბილისის რესპუბლიკურ ონკოლოგიურ დისპანსერში. ჰისტომორფოლოგიური დიაგნოზი: ფიბროსარკომა. ოპერაციიდან 2 თვის შემდეგ სიმსივნე რეციდირებს, რის გამოც ავადმყოფი დააწვინეს ლენინგრადის ონკოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც დიაგნოზი დადასტურდა. იქ შეთავაზებულ თეძოს ამპუტაციაზე მშობლებმა უარი განაცხადეს და ავადმყოფი თბილისში დააბრუნეს. პირველად მოგვმართა 14.5.63 წელს: მარცხენა თეძოს უკანა ნაწილში ოპერაციის შემდგომი ნაწიბურის ადგილას ისინჯებოდა საკმაოდ დიდი, მკვრივი, უმოძრაო, მტკივნეული სიმსივნე. 14. 5-შივე დანიშნულ იქნა მკურნალობა „კამელინით“. 25 დღის შემდეგ სიმსივნე დაპატარავდა, საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი გახდა. ერთი წლის შემდეგ სიმსივნემ კვლავ დაიწყო გაზრდა. 23.1.67 წ. ავადმყოფი მიიღეს მესამე საქალაქო საავადმყოფოს ქირურგიულ განყოფილებაში და სიმსივნე, შეძლებისდაგვარად, ამოიღეს. სიმსივნის პათომორფოლოგიური დიაგნოზი: 1. მიქსოფიბროსარკომა (აკად. ვ. კ. ჟღენტი) 2. ანგიოსარკომა (პროფ. ლ. კ. შარაშიძე); 3. მიქსოიდური ფიბრომა რეციდივისა და სწრაფი ზრდისადმი მიდრეკილებით (პროფ. გელბერტი, მოსკოვი). სიმსივნის დარჩენილ ნაწილში შეყვანილია „კამელინის“ ხსნარი. იმპრეგნაციიდან გარკვეული დროის შემდეგ სიმსივნე მთლიანად სეკვესტრირდა და პინცეტით ადვილად მოცილდა.“
ამერიკაში დაფუძნებული შვილობილი კომპანია „U.S.A. INCORPORATION“-ის პრეზიდენტი ბატონi კრისტოფერ სმიტი ჯერ კიდევ წლების წინ წერდა:
„მე დიდი ხნის განმავლობაში ვეცნობოდი ფაგოთერაპიის ცენტრში „კამელინზე“ ჩატარებულ ექსპერიმენტულ და სამეცნიერო კვლევებს. ამ კვლევების შედეგად დადასტურდა, რომ „კამელინს“, ანტიკანცეროგენული (ანტისიმსივნური), ანტიბაქტერიული, ანტივირუსული თვისებების გარდა, აქვს იმუნომოდულატორული თვისებები. ეს კი ხელს უწყობს დასუსტებული ორგანიზმის იმუნიტეტის გაძლიერებას. არსებული შედეგები კარგად შევისწავლე და გადავწყვიტე, ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ კი, კალიფორნიის შტატში, დამეარსებინა „კამელინის“ შვილობილი კომპანია. მინდა, აქვე აღვნიშნო, რომ „კამელინს“ აქვს ძალიან ბევრი სამკურნალო თვისება. შესაბამისად, ჩვენი კომპანია აპირებს ამ პრეპარატის მრავალმხრივ გამოყენებას. თუმცა, ჩვენ ასევე გვსურს, „კამელინი“ გამოვიყენოთ სხვადასხვა საკვებ პროდუქტში, როგორც შესანიშნავი ბიოდანამატი ყოველდღიური მოხმარებისთვის. მანამდე კი მინდა ვთქვა, რომ „კამელინის“ გამოყენება ძალიან კარგია პროფილაქტიკის მიზნითაც. ის ძალიან ბევრ დაავადებას ააცილებს თავიდან ადამიანს. მიხარია, რომ დღეს საქართველოში ასეთი უნიკალური პრეპარატი იწარმოება“.
დღეს „კამელინის“ ხუთი ფორმა არსებობს და ყველა სხვადასხვა მიმართულებით მუშაობს. მაგალითად, მალამო ძალიან კარგია დამწვრობაზე, ჭრილობების შესახორცებლად, სახსრებისთვის, როდესაც ის ელექტროფორეზითა და ფონოფორეზით შეჰყავთ უშუალოდ კერამდე. სანთელი ძალიან კარგია ბუასილის, ქალური დაავადებების მკურნალობისას. ამ პრეპარატს არ აქვს უკუჩვენება და მისი გამოყენება ორსულ ქალებსაც შეუძლიათ. კიბოს საწინაღმდეგოდ, მისი პროფილაქტიკისთვის ძალიან კარგი საშუალებაა ნემსები. რაც შეეხება კაფსულებს, ძალიან კარგი, მსუბუქი, მისაღები ფორმაა და პაციენტს მკურნალობისთვის დაჩხვლეტა აღარ დასჭირდება. რაც მთავარია, ეფექტურია მისი გამოყენება სიმსივნის დროს. სპრეი კი ძალიან კარგ შედეგს იძლევა ყელის დაავადებების, სხვადასხვა დაზიანებების დროს. კარგია გაზაფხულისა და ზამთრის პერიოდში, როდესაც ადამიანი ვიტამინების ნაკლებობას განიცდის და იმუნიტეტი თავისთავად ქვეითდება. ასევე, დაავადების გადატანის შემთხვევაში, როდესაც იმუნიტეტი მოშლილია. ამ დროს ბრწყინვალე შედეგს მოგვცემს, თუ მივიღებთ კაფსულებს – ის მალე აღადგენს იმუნიტეტს. მინიმუმ ერთი კურსი, ძალიან კარგია, განსაკუთრებით მძიმე, გრიპოზული დაავადების გადატანის შემდეგ. „კამელინი“ აბსოლუტურად არატოქსიკურია და მისი გამოყენება ხანგრძლივი დროითაც კი არავითარ გვერდით მოვლენებს არ იწვევს. ძალზე ეფექტურია პროფილაქტიკური დანიშნულებითაც.
ნათია (35 წლის): თავიდან საზარდულში ამომივიდა ჯირკვალი. ექიმთან რომ მივედი, დროზე ვერ დამისვეს დიაგნოზი და მთელი მუცლის არეში გაჩნდა ლიმფური კვანძები. ეს ხდებოდა 2004 წელს. ბოლოს, აღმოჩნდა, რომ მქონდა ლიმფური სისტემის სარკომა, რომელიც ძალიან მძიმე დაავადებაა და სწრაფად ვითარდება. ჩემმა მეგობარმა მომიტანა „კამელინი“ და დავიწყე მკურნალობა. თუმცა, თავიდან არც ვიცოდი, რას ვიკეთებდი. შემდეგ საავადმყოფოში რომ ვთქვი, ეს პრეპარატი უნდა გამოვიყენო-მეთქი, ხელი აიქნიეს, მაგრამ მაინც გავიკეთე. ვერ ვიტყვი, რომ მხოლოდ „კამელინით“ ვმკურნალობდი, ქიმიოთერაპიასთან ერთად ვიტარებდი მკურნალობის კურსს. ორივემ ერთად, არაჩვეულებრივი შედეგი მომცა. თუმცა, მას შემდეგ, რაც ქიმიოთერაპიით მკურნალობას მოვრჩი, წელიწადში სამჯერ ვიტარებდი „კამელინით“ მკურნალობის კურსს.
დათო (30 წლის): წლების განმავლობაში მაწუხებდა დერმოიდი – „ბეწვის ჩაბრუნება.” ბოლო პერიოდში განსაკუთრებულად გამირთულდა – ვეღარ ვჯდებოდი, ვეღარ ვწვებოდი. ერთ ადგილას დიდი ხნის ჯდომის შემდეგ კი, ტკივილები იმატებდა. ბოლოს ისე ამტკივდა, საერთოდ ვერ დავდიოდი და ვერც ვჯდებოდი. ამიწია ტემპერატურამ. გადავწყვიტე, „კამელინის“ მალამო წამესვა გამაგრებულ ადგილას. ღამით უსიამოვნო შეგრძნებამ და სუნმა გამაღვიძა: „კამელინს“ მთელი ჩირქი ერთ ადგილას შეეგროვებინა და გარეთ გამოსულიყო. ორი დღის განმავლობაში ვისვამდი „კამელინს“. სიცხემ დამიწია და, როდესაც ქირურგთან მივედი, ანთებითი პროცესიც ჩამქრალი იყო და აღარც ჩირქოვანი კერა აღინიშნებოდა, რამაც ოპერაციის გაკეთება უფრო გააადვილა.
P.S. ვისაც გაქვთ „კამელინთან“ დაკავშირებული კითხვები ან გსურთ, კონსულტაცია და დამატებითი ინფორმაციის მიღება ქართული წარმოების პრეპარატთან დაკავშირებით, შეგიძლიათ, დარეკოთ ტელეფონის ნომრებზე:
2 -98-62-25 (ოფისი), 599-33-10-89; 599-23-03-33; 2-98-57-78; 2-71-04-80; 2-22-26-68; 2-93-20-87; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.