კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოქმედებს თუ არა სახლის აურაზე კედელზე დაკიდებული სურათები და რატომ არ შეიძლება ვალდებულების გამო საჩუქრის ყიდვა

ადამიანზე გარემო მოქმედებს ყველგან, სადაც არ უნდა მოხვდეს ის: ქუჩა, ბუნება, მეგობრის სახლი, მუზეუმი, სასწავლებელი თუ სხვა, ნებისმიერი ადგილი. ამას ყველა გრძნობს, მაგრამ გაცნობიერება და ახსნა არ შეუძლია. როგორც პარაფსიქოლოგი და ფენ შუის სპეციალისტი, ქალბატონი ნინო ამბობს, სახლი თავისი ავეჯით, ნივთებით და იმ ენერგიით, რასაც ეს ნივთები გასცემს, მოქმედებს ადამიანზე.  ამიტომ, ყველასთვის სასურველია იცოდეს, თუ რა გარემოში ცხოვრობს თავად და მისთვის ძვირფასი ადამიანები, ვისზეც პასუხისმგებლობა აქვს აღებული და უნდა, ბედნიერები იყვნენ.

 ნინო: ალბათ, გაგიგიათ, რომ ამბობენ: კედლებსაც ყურები აქვსო; კედლებს რომ ლაპარაკი შეეძლოთო... სინამდვილეში, ეს ლოგიკას მოკლებული გამონათქვამები სულაც არაა. რადგან სწორედ კედლებია მიმღები და შემნახავი იმ ადამიანების ემოციებით გაცემული ენერგიებისა, იქ რომ ცხოვრობენ. ზოგ სახლში სიმშვიდე და სიმყუდროვეა, ზოგში კი – მძიმე აურა, სადაც დიდხანს ვერ გაჩერდები. სახლის აურას ქმნიან ადამიანები, მაგრამ იმაზე აღარ ფიქრობენ, რომ ეს  ყველაზე იმოქმედებს, ვინც კი მათ სახლში აღმოჩნდება. სინამდვილეში, ეს მართლა ასეა. ხდება ხოლმე, როცა ოჯახი გაყიდის სახლს და სხვაგან გადავა, მათი ცხოვრება მოულოდნელად იცვლება – უკეთესობისკენ ან უარესობისკენ.
– ასეთი გამონათქვამიც არსებობს: სახლის გამოცვლამ ბედის გახსნა იცისო?
– დიახ, არსებობს და ამ  გამონათქვამში უძველესი სიბრძნეა ჩადებული. ბევრს აქვს ბებიისა და წინაპრებისგან ნასწავლი წესი, რომელსაც ყოველდღიურად, გაუცნობიერებლად იცავს.  შეიძლება ბინა ვერ გამოცვალოთ, რომ ბედი გაგეხსნათ, მაგრამ ნახევარ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეცვალოთ ავეჯი და განაახლოთ ინტერიერი. ამის გაკეთება ნამდვილად კარგად და გამახალისებლად მოქმედებს ოჯახის წევრებზეც.
კედლები და ავეჯი მასიური საგნებია, მაგრამ მათ გარდა, წვრილმანებსაც  აქვს ზემოქმედების უნარი. რაც მეტ ზედმეტ დეტალს აღმოაჩენთ სახლში, შეცვლით სასურველით, უკეთესი იქნება.
– იქნებ უფრო კონკრეტულად ავხსნათ, როგორ მოქმედებს სახლში არსებული ნივთები ადამიანებზე?
– სახლში არსებული ნივთების აურა ადამიანის ქვეცნობიერში აღწევს და მისგან დამოუკიდებლად მოქმედებს მასზე. ყოველი ნივთის აღქმის აქტივიზაციის მომენტში ირთვება და გააქტიურდება ის ყველაფერი რასთანაც ეს საგანი ასოცირდება. მაგალითად, იასამნის სურნელი და ფერი ასოცირდება კარგთან, სასიამოვნოსთან, სასიხარულოსთან, გაზაფხულთან; დამჭკნარი და უსუნო, გაფუჭებული ყვავილი კი – ნეგატიურთან. გამარჯვებისას მოპოვებული თასი ან მედალი იმ გამარჯვებას და სიამაყეს, წარმატების გრძნობას გვახსენებს, რაც იმ მომენტში განვიცადეთ. დაჟანგებული და გამოუყენებელი, დიდი ხნის გამოუსადეგარი კოვზი, ჩაიდანი, ტაფა ან ქვაბი კი, რომელიც არავის სჭირდება და  ტყუილად იკავებს ადგილს, ბუნებრივია, ცუდად იმოქმედებს. ასევე, დიდი ძალა აქვს ფოტოსურათებს, შეიძლება, დიდი და ლამაზი ბუნების პეიზაჟმა სრულიად შეცვალოს ოთახის აურა. მისი შემხედვარე, შენში იღვიძებს იმ ბუნებასთან დაკავშირებული ყველა ემოცია. გარდაცვლილი ადამიანის ფოტო რომ 40 დღეზე მეტხანს არ უნდა იყოს სახლში ესეც ყველამ უნდა იცოდეს და გაითვალისწინოს. ფოტოებს ადამიანების გამოსახულებით ფრთხილად უნდა შერჩევა, რადგან ყოველი შეხედვისას მოქმედებს ჩვენს ემოციებზე. გარდაცვლილის ფოტო რომ დიდხანს ეკიდოს და ყოველ შეხედვაზე ადამიანს ახლობლის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი გაახსენდეს, კვლავ გააგრძელოს გლოვა, არ იქნება სწორი და გამართლებული. ახალგაზრდებს ახასიათებთ თავიანთ კერპთა პლაკატების გაკვრა. თუმცა, ზოგჯერ ასაკიანებიც არ ჩამორჩებიან. ზოგჯერ არის ფანატიზმის გამოვლინებები და საბჭოთა კავშირის ან რომელიმე რევოლუციონერის ფოტოებით ჰქონდეს კედლები მოფენილი. მთავარია, ადამიანი აცნობიერებდეს, რა ფოტოს ჰკიდებს კედელზე და როგორი ემოცია და აურა მოდის ყოველდღიურად. მაგალითად, გამართლებულია ცხოვრების ბედნიერი მოვლენების ამსახველი ფოტოები. ბავშვის დაბადება, მეგობრებთან ბედნიერად გატარებული დღე, შვილის წარმატება, უნივერსიტეტის დამთავრება ან ქორწილი. ასეთივე, ფრთხილი დამოკიდებულება უნდა გქონდეთ უბრალო ნივთების მიმართ, რაც ჩანს და თვალთა ხედვის არეალში ხვდება. ლამაზი, დიდი, კარგი ნახატი სრულიად ცვლის ოთახის აურას. ნახატები ყველა სახლში მოიპოვება, ზოგი წინაპრების ნაქონი, ზოგი ნაჩუქარი, ზოგი ნაყიდი და ჩვენც შეჩვეული ვართ და აღვიქვამთ, როგორც სახლის ნაწილს. მაგრამ, არის კი ეს ნახატები ჩვენთვის, ჩვენი მიზნებისა და ბედნიერებისთვის სასარგებლო? ეს კარგად უნდა გავარკვიოთ და თუ აღმოჩნდება, რომ რომელიმე, თუნდაც პატარა ნახატი, არც თქვენს გემოვნებაში ჯდება და არც სიხარული მოაქვს, მაშინ დაუყოვნებლივ უნდა ჩამოხსნათ კედლიდან. ჯობია, ცარიელ კედელს უყუროთ, ვიდრე გაურკვეველი აზრისა და ენერგეტიკის ნახატს. როგორც გითხარით,  ნახატებს დიდი ძალა აქვს, ზოგი ნახატი ადამიანს კურნავს, ზოგს გინდა, რომ უყურო უსასრულოდ და ხვდები, შენში დადებითი ემოცია იღვიძებს... არის ნახატი სათუთ, ნაზ, ჰარმონიულ გრნობებს რომ იწვევს. რა თქმა უნდა, ასევე, არის ნახატებიც, შიშს რომ გვგვრის და გვძაბავს. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ჩადო მხატვარმა ნახატში. მაგალითად, ხატმწერები განსაკუთრებულად ემზადებიან, სანამ ხატვას დაიწყებენ – დიდხანს ლოცულობენ და შესაბამის განწყობამდე მიდიან.
ნახატს შეუძლია, გავლენა იქონიოს ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე.
– როგორ ავარჩიოთ და განვათავსოთ ნახატები ბინებში?
– შემოიარეთ სახლში ოთახები და დაათვალიერეთ კედლები:
უპირველესად, ნახატი თქვენში აბსოლუტურ კმაყოფილებას და კარგ ემოციებს უნდა იწვევდეს. თუ ასე არაა და რაღაც შფოთს ან დისკომფორტს იგრძნობთ, დააკვირდით, რით შეიძლება, იყოს ეს გამოწვეული. შეიძლება, ცუდ ასოციაციას ქმნის ავტორთან ან, ვინც გაჩუქათ, იმასთან დაკავშირებით. შეიძლება, ნახატი თქვენი ცხოვრების რომელიმე ნეგატიურ მოვლენას გახსენებდეთ. ასეთი ნახატები კედელზე არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ. არ უნდა დაუშვათ თუნდაც უმნიშვნელო დეტალი, რაც უარყოფით ემოციას იწვევს. ასეთი ნივთი ვერც თქვენს სახლს და ვერც შიგ მცხოვრებთ კარგს ვერაფერს მისცემს. მთავარი პირობაა – ნახატი უნდა მოგწონდეთ! ნახატზე არ უნდა იყოს რაიმე ნეგატიური, აგრესიული, უსიცოცხლო ან სიკვდილის პირას მყოფი. არაა სარგებლობის მომტანი აბსტრაქტული გამოსახულებები. მოზარდებს, განსაკუთრებით ბიჭებს, უყვართ ძლიერი ცხოველების, იარაღის, თავის ქალის პოსტერები. ეცადეთ, მსგავსი რამ მოაშოროთ სახლს, რადგან ასეთი გამოსახულებების ყურება ბადებს აგრესიას და სამომავლოდ ხასიათში ცუდ შტრიხებს აჩენს. საძინებელში ან იქ, სადაც დიდ დროს ატარებთ, ნუ დაკიდებთ გარდაცვლილთა ფოტოებს. ბევრს უყვარს გამხმარი ყვავილების, გამხმარი პეპლების ფიტულების ჩამოკიდება კედლებზე. ეს ცუდია, განსაკუთრებით საძინებელ ოთახში. ხოლო, ხის ან ჩალისგან შექმნილი ნამუშევრები, მიუხედავად იმისა რომ მკვდარი მცენარეებია მაინც სასარგებლოა სახლისთვის. ძალიან კარგი და დადებითი ენერგეტიკა აქვს ქვებისგან შექმნილ კომპოზიციებს. შეგიძლიათ, ისინი სახლის ცენტრში ან სასაუზმე მაგიდის თავზე ჩამოკიდოთ. თუ პარტნიორთან კარგი ურთიერთობა გსურთ, არავითარ შემთხვევაში საძინებელში არ დაკიდოთ მარტოსული ადამიანის, ანდა ცალკე ორი ქალის, ან ორი მამაკაცის ფოტოები. საძინებელ ოთახში უნდა იყოს ნახატები, რაც სტაბილურობასა და სიმშვიდეს გამოსცემს. კარგია ნახატები, სადაც ბევრი ფერადი ყვავილია.
დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რა ვითარებაში მოგართვეს საჩუქარი, დაგიხატეს ნახატი, როგორი სიყვარულითა და მონდომებით შეარჩიეს ის თქვენთვის, რათა იმავე დადებითი ენერგიით დამუხტული იყო. თუ საჩუქარი ვალდებულების მოხდის მიზნით მოგართვეს ან თავად მოიკლო და თქვენ გაჩუქათ, ეს ნეგატიურ ენერგიას მოიტანს და ცუდად იმოქმედებს თქვენზე.

скачать dle 11.3