ბრძნული აზრები
კრისპუსი: უმაღლეს ძალაუფლებას არავინ დაუთმობს სხვას ნებაყოფლობით, და ის, ვინც ყველაზე ძლიერია, რაც უნდა კეთილი და ლმობიერი იყოს, მაინც შიშს აღძრავს, რადგან შეიძლება, ხელისუფლება ბოროტად გამოიყენოს.
გოტი: მე არასდროს არავის ვატყუებ, იმიტომ, რომ არავისი მეშინია. შენ ცრუობ მხოლოდ იმიტომ, რომ გეშინია.
ჰაინე: თუ თქვენ ჩემზე საზიზღრობებს გეტყვიან, თითოეული სიტყვა დაიჯერეთ – თქვენ ხომ ნახირი ხართ.
ბელინსკი: ბავშვებს არ აქვთ არც წარსული, არც მომავალი. ჩვენგან, მოზრდილებისგან განსხვავებით, მათ აწმყოს გამოყენება შეუძლიათ.
კოუპლენდი: ბოლოს ყველას განგვსჯიან ერთმანეთის მიმართ გამოვლენილი სიყვარულის ხარისხისთვის.
ნეკერი: შეიძლება, აიძულო გრძნობა – გაჩუმდეს, მაგრამ შეუძლებელია, დაუწესო საზღვრები.
ბუასტი: უსაფუძვლო ბრაზი თავს ბრაზიანი სიტყვებით იმშვიდებს.
ანუი: ყველა ფიქრობს, რომ ღმერთი მასთანაა, მდიდრებმა და ძლიერთა ამა ქვეყნისათა კი ეს იციან.
ბალზაკი: ძლიერი ცხოვრებისეული რყევები თავიდან გვაცილებენ პატარ-პატარა შიშებს.
ბერლიოზი: დრო საუკეთესო მასწავლებელია, მაგრამ სამწუხაროდ, ის თავის მოსწავლეებს კლავს.
ბუჩარსკი: ვინც სიკვდილს თვალებში ჩახედა, შეუძლია თქვას, რომ მან ცხოვრება ნახა.
ვოლტერი: ბევრი ადამიანია, რომელთაც არ შეუძლიათ მარტო ატარონ დრო და ნამდვილ უბედურებად იქცევიან საქმიანი ადამიანებისთვის.
ბოვუარი: თუ სიყვარული საკმარისად ძლიერია, ლოდინი ბედნიერებად იქცევა ხოლმე.
ბრაუნელი: ცხოვრების კიბე ხიწვებითაა სავსე, რომელთა ჩხვლეტას მაშინ უფრო გრძნობთ, როცა ქვემოთ ეშვებით.
როსნო: საკმარისი არ არის, გქონდეს ფული, უნდა იცოდე მისი ხარჯვა.
ბატაი: ყველა ასაკს თავისი საზიზღრობები აქვს.
დომილი: ქალის თვალში ჭკვიანია ის, ვინც მის გამო ჭკუას ჰკარგავს.
ბალზაკი: დრო – ეს გონებრივი შრომის კაპიტალია.
ავგუსტინი: ღმერთი მომთმენია იმიტომ, რომ მუდმივია.
დიდრო: ისე იცხოვრე, რომ არაფრის შეგრცხვეს. არა მარტო მაშინ, როცა მთელი ქვეყნისთვის ცნობილი გახდება ის, რასაც აკეთებ და არ ამბობ, არამედ მაშინაც, როცა ტყუილს გაბრალებენ.