კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხატია სიჭინავას აზრით, რა იყო მისი დედამთილის შეცდომა და ეს მათი მერამდენე კონფლიქტია

ხატია სიჭინავას ცხოვრება ყოველთვის ყურადღების ცენტრშია. მის „ფეისბუქ–გვერდზე” დაწერილი არცერთი პოსტი არ რჩება მედიის ყურადღების გარეშე. თუმცა, არა მარტო მედიის. ხატია სამი შვილის დედაა. უფროსი გოგონა – გაბრიელა წელს სკოლაში შევიდა. როგორც თავად ამბობს, დიდი წინასასკოლო სამზადისი ჰქონდათ. ყოველ წელს რამაზ ნოზაძესა და ხატია სიჭინავას ტრადიციად აქვთ, უცხო ქვეყნის მონახულება. წელს წყვილი საფრანგეთს ეწვია და სიყვარულის ქალაქი, პარიზი დაათვალიერა.
ხატია სიჭინავა: მე და ჩემს ქმარს ასეთი ტრადიცია გვაქვს, წელიწადში ერთხელ გავდივართ ქვეყნიდან და იმ ქალაქებს ვათვალიერებთ, რაც ჯერ არ გვინახავს. ამჯერად პარიზში წავედით.
– როგორც „ფეისბუქის“ გვერდზე აღნიშნე, არ გიშოპინგია.
– საერთოდ, შოპინგი ძალიან მიყვარს, მაგრამ პარიზში უფრო სნობები შოპინგობენ. ჩვენ ვცხოვრობდით „შანზ-ელიზეზე“ და  უძვირესი მაღაზიები იყო. ვერ ვიპოვე შუალედური ბრენდი. შესაბამისად, არ გავგიჟებულვარ იმაზე, რომ რიგში ვმდგარიყავი და რაიმე მეყიდა.
– სასკოლო სამზადისი როგორი იყო? ნერვიულობდი, როგორც ვიცით.
– ძალიან ვნერვიულობდი, ემოციებიში ვიყავი. არ ვიცოდი, ბავშვისთვის რა ჩამეცმია, მე რა ჩამეცვა. ჯერ პატარები ვართ და მოსამზადებელ კლასში შევედით. დიდხანს ვარჩევდი სკოლას. მინდა, შვილი ჩემს თვალსაწიერში მყავდეს, რომ ვუყურო, ვისთან მეგობრობს, რას აკეთებს, რა უხარია, რა სწყინს. ამიტომ, გამოსავალი მოვნახე – საბედნიეროდ, ჩემი სამსახურის მოპირადაპირე მხარეს არის სკოლა და იქ შევიყავნე. რაც ყველაზე მეტად მომეწონა, სკოლას აქვს ფორმები. კომუნისტებს კარგად ჰქონდათ გათვლილი – სკოლაში არსებობდა ფორმა, შესაბამისად, ბავშვები ერთმანეთის ტანსაცმელს ვერ აკონტროლებდნენ. მოკლედ, ისეთ განცდებში ვიყავი, მეგონა, მე მივდიოდი სკოლაში. ბავშვიც რომ ხედავდა, დღესასწაული მქონდა, ეგონა, რაღაც მნიშვნელოვანი ხდებოდა მის ცხოვრებაში. არის კიდეც მნიშვნელოვანი. გაბრიელა ძალიან მოტივირებულია. სულ მეკითხება: დედიკო, თუ არ ვისწავლე, არ ვიქნები ხომ კარგი გოგო? მე კიდევ, ვპასუხობ: თუ არ ისწავლი, უბრალოდ, არ გეცოდინება ძალიან  ბევრი რამ. დაძალება არ შეიძლება, პირადი გამოცდილებიდან გეუბნებით. მათემატიკა არ მიყვარდა, ვერ ვიტანდი. მამაჩემი კი მათემატიკოსი იყო და მაძალებდნენ, მესწავლა. უკვირდა კაცს, რატომ გამოვედი ასეთი უნიჭო (იცინის).
– გახსოვს, პირველი კლასი? როგორი მოსწავლე იყავი?
– როგორ არ მახსოვს,  ვიყავი ჩვეულებრივი ქაჯანა. პირველ კალსში რომ მივედი, მეცვა მოკლე, „გოფრის” კაბა და თეთრი პერანგი. მაშინ, ფუშფუშებიანი საცვლები იყო. ეტყობა, ჩემი ქვედაბოლო ძალიან მოკლე იყო და მიჩანდა ეს ფუშფუშები. ჩემმა კლასელმა ბიჭმა მთელ კლასს მოსდო, რომ ხატიას ფუშფუშებიანი საცვალი ეცვა. გავბრაზდი, დავიჭირე ეს ბიჭი და ისე ვცემე, დღემდე მახსოვს მისი სახელი და გვარიც კი.  ყოველთვის ვიყავი ბუნტისთავი და შატალოზე პირველი გავრბოდი. თუმცა, მასწავლებლებისთვის უზრდელი არასდროს  ვყოფილვარ. ძალიან მგავს ჩემი მეორე შვილი – თავს არავის დააჩაგვრინებს, რომ გაიზრდება. გაბრიელას კი უფრო მამამისის ხასიათი აქვს. ყველა ეცოდება, უნდა ყველას დაეხმაროს. სკოლაში რომ მიდის, ერთი ჩანთა კანფეტები მიაქვს, რომ მთელ კლასს დაურიგოს. ზაფხულში ვიყიდეთ აგარაკი, რომელსაც დიდი ეზო აქვს. 24 საათი გავკიოდი ოლივიას სახელს: სად არის?! რომელ ხეზე აძვრა?! არ ჩამოვარდეს! არ გადავარდეს! მოკლედ, მეგააქტიური ბავშვია. სამი ქალიშვილის დედობა მარტივი არ არის. წარმოიდგინე, ჩემი ქმარი რა დღეშია (იცინის). გაგიჟებულია აქედანვე. მერე კი იძულებული იქნება, შეეგუოს იმ ფაქტს, რომ ბავშვების ცხოვრებაში სხვა მამაკაცი გამოჩნდება. ამაზე ძალიან დავცინი, მაგრამ ვხვდები, გონებრივად სულ დაძაბულია. უპირველესად, ალბათ, ამიტომ უნდა ბიჭი, რომ შინაგანი ქვეცნობიერით, ამათი დამცველი გაზარდოს და მარტო არ იყოს ამდენ გოგოებში. ძალიან კარგი მამაა.
– ანუ, მეოთხეზეც ფიქრობთ?
– კი, ვფიქრობთ. ჯერ 36 წლის ვარ და 40 წლამდე აუცილებლად გავაჩენ. სამი გოგო რომ გყავს, უნდა იფიქრო მეოთხეზე, აბა, რა! აი, მეოთხეც რომ გოგო იყოს, მაგაზე უკვე აღარ ვფიქრობ (იცინის).
– ბავშვები, სამსახური, ოჯახი. არ იღლები?
– სამი ბავშვი მიყოლებით დამღლელია. მაგრამ, სტიმულს მაძლევს ის, რომ ყოველდღე იზრდებიან ჩემი შვილები და ყოველი დღე ახალი მაქვს.  ჩემი ქმარი, უბრალოდ, არ მადუნებს, დღეში 100-ჯერ ვუხსნით ერთმანეთს სიყვარულს. საქართველოში იმდენად უკვირთ, ცოლ-ქმარს ერთმანეთი ღიად რომ უყვარს, ბევრ რამეს ვერ იგებენ. აქ, აუცილებლად უნდა უჩურჩულონ ერთმანეთს სიყვარული. ერთმანეთი ისე გვიყვარს, რომ ვერც ვსაზღვრავთ. ეს ჩემი „ფეისბუქ-გვერდი” ხომ განხილვის საკითხია. პირადი გევრდია და თუ ვინმეს ნერვები ეშლება ჩემს სიყვარულზე, შეუძლია, წამშალოს. ძალიან ბედნიერი ვარ, ძალიან მიყვარს ჩემი ქმარი. ექვსი წელი გავიდა და ისე ვართ, როგორც პირველ დღეს.  რამდენი ექვსი წელიც არ უნდა გავიდეს, მეეჭვება, ერთი დღე ჩავარდეს  ისე, რომ  ჩემ ქმარს არ ვუთხრა, მე შენ მიყვარხარ-მეთქი.
– დიდი მითქმა-მოთქმა მოჰყვა შენს ინტერვიუს, სადაც თქვი, რომ ქმარს უცხოეთში თავისუფლება მიეცი.
– სწორად ვერ აღიქვეს ეს და არც გამკვირვებია, ქართველები არიან. საერთოდ, არ ვარ ეჭვიანი. ქმარი ისე მიყვარს და იმ დონეზე ვენდობი, უბრალოდ, ვერ ვეჭვინობ და რა ვქნა. ჩემი ქმარი აგვიანებს ხოლმე სახლში მოსვლას. ყოფილა შემთხვევა, სტუმრები ჰყოლია  და საერთოდ ვერ მოსულა სახლში. ზოგჯერ  რესტორანში წასულა, მაგრამ მე იქ არ ვყოფილვარ. ყველგან ცოლი უნდა ახლდეს – ეგ  მომენტი არ მაქვს. აქედან გამომდინარე, რომ გავთხოვდი, ვუთხარი, როცა უცხოეთში ბიჭებთან ერთად წახვალ, არ გეკითხები, რას გააკეთებ-მეთქი. არ ვფიქრობ, რომ კაცი კაბაზე უნდა გამოიკერო. რაც უფრო მეტად აუკრძლავ, უფრო გაიწევს. დამიჯერე, ასეა. ეჭვიანობა არ ჭრის. ჩემი ნათქვამი სხვანაირად გაიგეს, კუდები გამოაბეს. მინდა, აქვე დავამატო, რომ ყველა საიტი დაბლოკილი მაქვს და არც იმ ადამიანების კომენტარები მაინტერესებს, საკუთარი ცხოვრება და ბედნიერება რომ არ გააჩნიათ. ბედნიერი ადამიანი სხვაზე არასდროს დაიწყებს ჭორაობას.
– დედამთილთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
– დღეს ჩვეულებრივად ვაგრძელებთ ურთიერთობას. ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა და ბევრ გადაცემაშიც ვიყავით ერთად. შეიძლება ითქვას, შესაშური რძალდედამთილობაც კი გვქონდა. რადგან, ის სხვა თაობის წარმომადგენელია და  სხვა მენტალიტეტი აქვს, ეტყობა, რაღაცეები ვერ გაიგო. ახალი გახსნილი ჰქონდა „ფეისბუქის” გვერდი, სადაც რაღაც წაიკითხა და არ მოეწონა, თავისი შეხედულება დააფიქსირა. ამან  გააფუჭა ჩვენი ურთიერთობა. ვერ მოგატყუებ, რომ ძალიან კარგი გავლენა იქონია ამ ამბავმა. ოჯახი ხრამია. ოჯახში რაც არ უნდა  მოხდეს, თვითონ უნდა მოაგვარო და გამოასწორო. ჩემი შეცდომა იყო, რომ 2 წუთით დავდე  სტატუსი. ეტყობა, ნერვებს  ავყევი და გაბრაზებულმა დავწერე.  სანამ წავშალე, წაღებული ჰქონდა მთელ ინტერნეტს. ჩემი დედამთილის შეცდომა კი ის არის, უბრალოდ, არ უნდა გაეკეთებინა ეს. თუ რამის თქმა უნდოდა, დაერეკა და პირისპირ ეთქვა.
– რა გაიგო ცუდად?
– თუ მე თავისუფლებას ვაძლევ ქმარს, ეტყობა, ნორმალური არ ვარ. ეს სხვა თაობაა, სხვა მენტალიტეტი აქვს, სხვა გაგება. მე ხომ მყავს შვილი. ის რომ გათხოვდება, რა ხდება იმათ ოჯახში, დამაინტერესებს, უბრალოდ, საქვეყნოდ არ გამოვფენ. 
– მანამდეც გქონდათ კონფილქტი?
– ეს იყო ჩვენი პირველი და ბოლო კონფილიქტი. ჩემმა ქმარმა მითხრა: თქვენ აურიეთ და თქვენვე დაალაგეთ სიტუაციაო. ძალიან  გაბრაზებული იყო. აღდგომას მთელი ოჯახი ერთად ვიკრიბებით ხოლმე, რამაზმაც მითხრა, წამოხვალ თუ არაო. ესეც ჩემი გადასაწყვეტი იყო. ის  ვერაფერს დამაძალებდა. კიდევ ერთხელ დავფიქრდი და მივხვდი, არც ის იყო იმ ასაკში, რომ გამეღვივებინა კონფლიქტი და არც – მე.  ამიტომ წავედი. ჩვეულებრივად, ყოველგვარი გარკვევა-გამორკვევის გარეშე – დავამთავრეთ ეს ამბავი.

скачать dle 11.3