შავი ქლიავის 4-დღიანი გემრიელი დიეტა
შავი ქლიავი დიდი რაოდენობით შეიცავს პექტინს, რაც აწესრიგებს ნაწლავების მოქმედებას და წმენდს ორგანიზმს. ის შეკრულობის საწინააღმდეგო ბუნებრივი საშუალებაცაა და კარგია გულის ფუნქციონირებისთვისაც. შავ ქლიავს შარდმდენი ეფექტიც აქვს. ის დიდი რაოდენობით კალიუმს, მაგნიუმს, ფოსფორს, რკინას, ბეტა კაროტინს, ორგანულ მჟავებსა და B და C ვიტამინებს შეიცავს.
პირველი დღე
საუზმე: 1 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ატამი, უშაქრო ყავა და 1-2 შავი ქლიავი.
სადილი: ბოსტნეულის სუპი კარტოფილის გარეშე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 2 ცალი ნიგვზის ლებანი, 8 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 1 ნაჭერი ცხიმგამოცლილი ყველი, 1 ნაჭერი მოხარშული თევზი, 1 ატამი და უშაქრო ჩაი.
მეორე დღე
საუზმე: 30 გრამი ყველი, 2 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 3 ცალი ნუში და მწვანე ჩაი.
ვახშამი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათი, 4 ცალი შავი ქლიავი და მწვანე, უშაქრო ჩაი.
მესამე დღე
საუზმე: 1 ნაჭერი ჭვავის პური თხელ ნაჭერ უცხიმო ლორთან და ყველთან ერთად, 3 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის სუპი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, ერთი ცალი კანგაცლილი პომიდორი, პატარა კარტოფილი, 2 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 ჭიქა კეფირი, 5 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
მეოთხე დღე
საუზმე: კეფირში გახსნილი ნახევარი ჭიქა შვრია, 4 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ყავა.
სადილი: ბოსტნეულის სუპი კარტოფილის გარეშე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, კიტრი, 1 ცალი კანგაცლილი პომიდორი, 2 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.
ვახშამი: 1 ნაჭერი ჭვავის პური თხელ ნაჭერ ლორთან და ყველთან ერთად, 1 ცალი ატამი, 6 ცალი შავი ქლიავი და უშაქრო ჩაი.