კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა ყოფილი სიკვდილმისჯილი ქართველი ავსტრალიაში მილიონერი

სასიკვდილო განაჩენი
„მიესაჯოს დახვრეტა“, – უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ეს საშინელი ფრაზა თავიდან არ გამოსდიოდა 40 წლის მალხაზ კოდუს და როდესაც ორთაჭალის ციხის ერთადგილიან ჯურღმულში გამოამწყვდიეს, მხოლოდ მაშინღა გააცნობიერა, რომ მისი დღეები დათვლილი იყო. თუმცა, ერთი შანსი მაინც რჩებოდა – შეწყალება. 1964 წლის 10 ოქტომბერს კი ეს შანსიც  გაქრა. ნიკიტა ხრუშჩოვმა ის არ შეიწყალა... მართალია, სამი დღის შემდეგ თავად ხრუშჩოვიც დაამხეს, მაგრამ განაჩენი ძალაში დარჩა.
უცებ მალხაზს გაახსენდა, თუ როგორ უთხრა თავის ადვოკატს, ჯემალ ნარმანიას – 18 ნოემბერს ტაშკენტში „დინამოს“ ჩემპიონობას მივულოცავო და თვალებზე ცრემლი მოადგა. 1964 წლის 18 ნოემბერს უზბეკეთის დედაქალაქ ტაშკენტში თბილისის „დინამო“ და მოსკოვის „ტორპედო“ უნდა შეხვედროდნენ ერთმანეთს და საბჭოთა კავშირის საფეხბურთო პირველობის გამარჯვებულის ბედი გაერკვიათ. მალხაზ კოდუა „დინამოს“ ფანი იყო და ერთ-ერთი არალეგალური დამფინანსებელი. ლაზიშვილებთან ერთად, მასაც დიდი წვლილი მიუძღვოდა სლავა მეტრეველის გადმობირებაში. თავისი შემოსავლების ლომის წილს ის „დინამოელებს“ აძლევდა.
1924 წელს დაბადებული მალხაზ კოდუა თამბაქოს ფაბრიკის ტექნოლოგი იყო და მილიციამ ის განსაკუთრებით დიდი ოდენობის სახელმწიფო თანხების მითვისებისთვის დააპატიმრა. ბინისა და აგარაკის სამალავებიდან კოდუას 3 მილიონი მანეთის ღირებულების ძვირფასეულობა ამოუღეს და 2 მილიონი ნაღდი ფულიც. ჯერ კიდევ 3 ოქტომბერს მალხაზი დარწმუნებული იყო, რომ დახვრეტას მიუსჯიდნენ კი არა, გამოუშვებდნენ და ტაშკენტის მატჩისთვის თადარიგს იჭერდა. ერთი კვირის შემდეგ კი ის დასახვრეტთა საკანში მოათავსეს და ერთი თვის განმავლობაში უნდა დაესაჯათ.

„დინამო“ ჩემპიონია
1964 წლის 1 ნოემბერს მალხაზ კოდუა დასახვრეტთა საკნიდან მოულოდნელად გაქრა. მასთან ერთად კი გაუჩინარდა მაიორი არსენ კორინთელი, რომელიც იმ ღამეს მორიგე ცვლის უფროსი იყო. გამოძიებით დადგინდა, რომ სიკვდილმისჯილი კოდუა სწორედ კორინთელმა გააქცია ციხიდან და მათზე საკავშირო ძებნა გამოცხადდა.
კორინთელი, რომელსაც კოდუას გაქცევაში მილიონი მანეთი გადაუხადეს, 1999 წელს მექსიკაში გარდაიცვალა.
კოდუას გაქცევამ, როგორც მრავალი წლის პირად საუბრებში მერე გაირკვა, ყველაზე მეტად ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელები გაახარა – მიხეილ მესხი და სლავა მეტრეველი... გაქცეულების ძებნას მაიორი სურენ მარტიროსიანი აწარმოებდა. ის მაღალი კლასის მაძებარი იყო. ფეხბურთიც ძალიან უყვარდა, მაგრამ ვერ იტანდა თბილისის „დინამოს“ და მის სახელოვან ვარსკვლავ ფეხბურთელებს.
როგორც ცნობილია, 1964 წლის 18 ნოემბერს „დინიამო“ საბჭოთა კავშირის ჩემპიონი გახდა. მატჩის შემდეგ ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად, გრანდიოზული ბანკეტი გაიმართა ტაშკენტში. მოზეიმეთა შორის იყვნენ გადაცმული მილიციელებიც, ანუ მარტიროსიანის მაძებართა ჯგუფი, თავად სურენის მეთაურობით. გამოცდილმა მაიორმა ივარაუდა, რომ ბანკეტზე გაქცეული მალხაზ კოდუაც იქნებოდა და არც შემცდარა. მსუბუქად შენიღბული, ნასვამი მალხაზ კოდუა ტუალეტიდან გაიტაცეს მილიციელებმა და თბილისში გადააფრინეს...
როგორც მოგვიანებით ამ ოპერაციის ერთ-ერთმა მონაწილემ თქვა, თურმე, გატაცებულ კოდუას თვითმფრინავში რომ სვამდნენ, მაიორისთვის უთქვამს: „შეგედო, სურენ, „დინამო“ ჩემპიონია!“

ლეგენდარული მატჩი
1965 წლის იანვარში საბჭოთა კავშირის სამართალწარმოებაში უპრეცედენტო რამ მოხდა. 20 იანვარს სიკვდილმისჯილი მალხაზ კოდუა შეწყალებულ იქნა... ამ საბუთს პირადად ლეონიდ ბრეჟნევმა მოაწერა ხელი და მანვე გააუქმა ხრუშჩოვის უარი კოდუას შეწყალებაზე. ბრეჟნევს კი, მაშინდელმა საქართველოს ცეკას პირველმა მდივანმა, ვასილ მჟავანაძემ სთხოვა კოდუას შეწყალება.
46 წლის მალხაზი 1970 წელს, დროზე ადრე, გათავისუფლდა პატიმრობიდან და კოოპერაციულ წარმოებაში ჩაება. ის იმ დროისთვის ნახევრად ლეგალურ ბიზნესს აწარმოებდა და თამბაქოს დამზადებით იყო დაკავებული. კოდუა კვლავ „დინამოს“ ფანი გახლდათ და სწორედ ამან დააახლოვა ის მაშინდელ შინაგან საქმეთა მინისტრთან – ედუარდ შევარდნაძესთან. მილიციის შეფმა კარგად იცოდა კოდუას ნახევრად ლეგალური საქმიანობის შესახებ, მაგრამ ორი რამის გამო ხუჭავდა თვალს. პირველი, შევარდნაძეს მიაჩნდა, რომ პატიოსანი ბიზნესი სოციალიზმის დროსაც კი შეიძლებოდა და კერძო წარმოებას ხელს უწყობდა. მალხაზ კოდუა კი კაპიკსაც არ ჰპარავდა (როგორც ადრე) სახელმწიფოს. უბრალოდ, ის ჭკვიანურად აწყობილ საწარმოს მეთაურობდა და ბევრ ფულს შოულობდა, თანაც უამრავი ადამიანი ჰყავდა დასაქმებული; მეორე, მალხაზ კოდუა უკვე თავის პირადი, პატიოსანი შრომით მოპოვებულ ფულს უხდიდა ფეხბურთელებს და შევარდნაძეც „დინამოს“ ფანატი იყო... სწორედ, ამ ორი ადამიანის ძალისხმევამ დააყენა თბილისის „დინამო“ აღორძინების გზაზე და 1976 წლის 3 სექტემბერს, პირველად ქართული ფეხბურთის ისტორიაში, საბჭოთა კავშირის თასს დაეუფლა. მოსკოვში „დინამომ“ ერევნის „არარატი“ დაამარცხა 3:0 და მთელი საქართველო გაახარა.
მოსკოვის ლეგენდარული მატჩის შემდეგ გამართულ ბანკეტს მალხაზ კოდუა უკვე ლეგალურად ესწრებოდა და მოწინააღმდეგე გუნდის ფანს, სპიტაკის მილიციის უფროსს, სურენ მარტიროსიანს, რომელიც აგრეთვე ესწრებოდა ბანკეტს, უთხრა:
– ეს ერთი და სხვა ათასი, ჩემო სურენ. ასეთ ამბებში ხშირად შევხვედროდეთ ერთმანეთსო...
P.S. გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში მალხაზ კოდუა უცხეთში გამეგზავრა და ბოლოს ავსტრალიაში დასახლდა ოჯახთან ერთად. იქ მან თამბაქოს ბიზნესი ააწყო. მილიონერი გახდა და 1998 წელს, 74 წლის ასაკში ქალაქ კანბერაში გარდაიცვალა.

скачать dle 11.3