კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის, კონკრეტული ცხოველის, ფრინველის თუ თევზის ყოლას ოჯახში ბედნიერება მოაქვს
კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანისთვის კონკრეტული ცხოველის, ფრინველისა თუ თევზის ყოლას ოჯახში მოაქვს ბედნიერება, სტაბილურობა, სიმშვიდე და ჯანმრთელობა.
ჰაერის სტიქიის ნიშნებს – მერწყულს, ტყუპებსა და სასწორს ბედნიერებას და სიმშვიდეს ოჯახში ჩიტები და ზოგადად, ფრინველები ჰპირდებიან. მაგალითად, თუთიყუში ან სხვა ტიპის ფრთოსანი ჰაერის სტიქიის ნიშნისთვის დამახასიათებელი კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. ამიტომ, პატრონსა და მფლობელს შორის ბევრი მსგავსებაა ამ მხრივ და ერთმანეთს კარგად გაუგებენ.
მიწის სტიქიის ნიშნებს – კუროს, ქალწულსა და თხის რქას სიამის ჯიშის ფისოს ან ზაზუნას ყოლას ვურჩევთ. ეს ცხოველები ყველაზე მეტად ასოცირდებიან ოჯახურ სითბოსა და მყუდროებასთან. ამ ყველაფერს სიყვარული კი, მიწის ნიშნებში საკმაოდ ძლიერია.
ცეცხლის ნიშნით დაბადებულებისთვის – ვერძის, ლომისა და მშვილდოსნისთვის კარგია ძაღლის ყოლა. საუკეთესო ვარიანტია, ამ მხრივ, ცოტა აგრესიული, მონადირე ან დიდი ზომის ძაღლი. ეს ცხოველი, თავისი მებრძოლი ბუნებით, უახლოვდება ცეცხლის ნიშნის უმთავრეს თვისებას, არასდროს დაყაროს ფარ-ხმალი.
წყლის ნიშნის წარმომადგენლებისთვის – კირჩხიბის, თევზებისა და მორიელისთვის კი კარგია სახლში აკვარიუმი ჰქონდეთ. აკვარიუმში მოცურავე თევზები ზუსტად ასახავს წყლის ნიშნით დაბადებულებისთვის დამახასიათებელ გრძნობათა სიღრმესა და მრავალფეროვნებას.