კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სული უნდა მღეროდეს...



როცა ქალს სულიერი ჰარმონია აქვს და საკუთარ თავთან სრულ თანხმობაში ცხოვრობს, წარმატებასაც ადვილად აღწევს. თუმცა, ყველა ვერ ახერხებს ამას. რატომ? ძალიან რთულია თუ, უბრალოდ, არ ვიცით, როგორ გავაკეთოთ ეს?! რთული არ არის – აი, ცოდნა კი ნამდვილად საჭიროა. მით უმეტეს, რომ ჩვენი ცხოვრება მარტივი არაა – ყოველდღიურად მუდმივი სტრესის გავლენის ქვეშ ვცხოვრობთ. სტრესი კი ცუდი მრჩეველია... რა პრობლემებს ვაწყდებით ყოველდღიურად – სირთულეებს სამსახურში... დროის დეფიციტი... ურთიერთობები ახლობლებთან – ეს ყველაფერი სერიოზულად გვღლის და გვანერვიულებს. ბოლოს იქამდე მივდივართ, რომ საკუთარი თავი თვითონვე აღარ მოგვწონს. სწორედ აქედან იწყება დისჰარმონია და კონფლიქტი საკუთარ „მესთან“, რაც ადვილად არ ჩაივლის ხოლმე. ვერც ვგრძნობთ, ისე ირღვევა პროცესი, რომელმაც სიხარული უნდა მოგვგვაროს და ბედნიერებამდე მიგვიყვანოს...
უპირველესად, მოიშორეთ ნეგატიური ფიქრები... ბევრი უსიამოვნო ფიქრი გვაკომპლექსებს და წარუმატებლობისთვის გვაპროგრამებს... ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ შინაგანად არ იყოთ ნეგატიურად „დატვირთული“. შეიძლება, „გარედან“ სიხარული არ გეტყობოდეთ, მაგრამ თქვენი სული უნდა მღეროდეს – უნდა გიხაროდეთ ყოველი ახალი დღის გათენება და აღიქვათ ის, როგორც საჩუქარი... ნახავთ, როგორ შეიცვლება თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ...
მხოლოდ ღირსება,
 მეტი არაფერი

ჭეშმარიტი მამაკაცი საყვარელ ქალში მხოლოდ მის ღირსებებს ხედავს, რადგან უყვარს ამ ღირსებებისთვის და ნაკლი აღარ აინტერესებს. სხვათა შორის, ზუსტად ასე იქცევა ჭეშმარიტი ქალიც... როცა ასეთი დამოკიდებულება ორმხრივია, წყვილს შორის იდილია ისადგურებს. ცუდი ისაა, რომ ცოტაა ისეთი მამაკაცები, რომლებიც ქალში მხოლოდ ღირსებებს ხედავენ. ასე რომ არ იყოს, მაშინ ქალები არ იწუწუნებდნენ ზედმეტ კილოგრამებზე, არ იქნებოდნენ მტანჯველ დიეტებზე, არ დაიჩხვლიტებოდნენ „სილამაზის ინიექციებით”. როგორი იდეალური გარეგნობის ქალიც უნდა ჰყავდეს კაცს ცოლად, თუ ის ღირსეული მამაკაცის თვისებებით არ იქნება შემკული, აუცილებლად უპოვის ნაკლს და „თვალს დახუჭავს” მთავარ ღირსებაზე...
 სიყვარულის მთავარი „მკვებავი” ერთმანეთის ღირსებების დანახვაა. მათი დაფასება და მათგან გამოწვეული სიამაყის განცდა... ის აირჩიეთ? ჰკითხეთ საკუთარ თავს – რატომ, რა დაინახეთ მასში ისეთი, რამაც სხვებისგან გამოგარჩევინათ და აუცილებლად იპოვით სწორედ იმ ღირსებებს, რაც თქვენს სიყვარულს უფრო გაამძაფრებს... გინდათ, თქვენს პარტნიორთან ბედნიერად იცხოვროთ? მაშინ დაინახეთ მხოლოდ მისი ღირსებები და სხვა არაფერი...
         
შეიცანი მატყუარა...

შემთხვევით გაცნობილ მამაკაცთან რომანს, სამწუხაროდ, შესაძლოა, არასასურველი დასასრული ჰქონდეს  – ის ცოლიანი აღმოჩნდეს. მერე რომ არ იგლოვოთ, ინერვიულოთ და გულგატეხილმა საკუთარ თავს პირობა არ მისცეთ, მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში აღარ იქნებაო, შეეცადეთ, თავიდანვე მიხვდეთ, გატყუებთ თუ არა მამაკაცი. შეიძლება, ფიქრობთ, რომ ეს რთულია, მაგრამ თუ ყურადღებით იქნებით და კონკრეტული ნიუანსები არ გამოგეპარებათ, მატყუარას მალევე „გაშიფრავთ“. უპირველესად, დახედეთ თითებზე. დაქორწინებული მამაკაცები უკვე ატარებენ საქორწინო ბეჭდებს. შეიძლება, მისი კვალი შეამჩნიოთ. ასეთ დროს მამაკაცების კლასიკური პასუხია: ახლახან გავშორდი ცოლს და ბეჭედიც ერთი კვირა არაა, რაც მოვიხსენი.
2. მამაკაცი თქვენი თანდასწრებით მობილურს არ პასუხობს. თუ პასუხობს, საკმაოდ დიდი მანძილით გცილდებათ.
3. საკუთარ თავზე კონკრეტულად არაფერს გიყვებათ და უცებ აღმოაჩენთ, რომ მის შესახებ, პრაქტიკულად, არაფერი იცით.
4. ზოგჯერ ძალიან თამამია და პირდაპირ გიმხელთ თქვენთან სიახლოვის სურვილს და ჩქარობს ამ სურვილის ასრულებას.
5. გარწმუნებთ, რომ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული არ არის; რომ ძალიან მოუცლელია და ურჩევნია, თვითონ დაგირეკოთ. გიმტკიცებთ, რომ ვერ იტანს მესიჯების წერას და კითხვას.
დაბოლოს... საუბრისას არასდროს გიყურებთ თვალებში.

წამალი
 „ოტელოსთვის“

მნიშვნელობა არა აქვს, რომელი სქესის წარმომადგენელი ბრძანდებით, თუკი ეჭვიანობა თქვენთვის ნაცნობი თემაა, მაშინ ეს წერილი თქვენთვისაა.
ეჭვიანობა, ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, მწვავე რეაქციაა არასასურველ რეალობასთან შეჯახებისას, როცა გინდა, არ დაიჯერო ის, რაც იცი, რომ გარდაუვალია. ადამიანი ვეღარ უმკლავდება იმ გამოწვევებს, რასაც გარე სამყარო უყენებს. კარგად ვერ იგებს, რა ხდება მის თავს. მიაჩნია, რომ სხვებზე გაცილებით უარესია – ეს აღიზიანებს, ანერვიულებს და პარტნიორის მიმართ აგრესიულად, უნდობლად განაწყობს.
ეჭვით შეპყრობილი ადამიანის ერთ ეტაპად დამშვიდება ძალიან რთულია – პრაქტიკულად, შეუძლებელიც კი. უაზრობაა მისი გამართლებაც. თუმცა, არსებობს ჯანსაღი ეჭვიც, რომელიც ისე არ ჩნდება და არც ავადმყოფური ახირებაა. რაც შეეხება ეჭვიანობის აფეთქების მომენტში პარტნიორთან თავის მართლებას, ეს დიდი შეცდომაა, რომელიც არათუ სასურველ შედეგს მოიტანს, უფრო გააღიზიანებს ეჭვით შეპყრობილს. შეეცადეთ, მოუსმინოთ მშვიდად და უბრალოდ, უთხრათ: შენ საეჭვიანო არაფერი გაქვს, იმიტომ რომ ყველაზე კარგი ხარ!“
რაც შეეხება თქვენი მხრიდან ეჭვიანობას – მაშინაც კი, თუკი ამის სრული საფუძველი გაქვთ, სცენებს ნუ მოაწყობთ. დაელაპარაკეთ პარტნიორს არგუმენტირებულად და მშვიდად, თორემ შეშლილის იარლიყს მიიწებებთ. შეეცადეთ, არ იყოთ დამოკიდებული პარტნიორზე, არც ემოციურად და არც ფიზიკურად. იყავით შინაგანად თავისუფალი და დააფასეთ სხვისი თავისუფლება – ეს მნიშვნელოვანია. ოტელომ ცუდად დაასრულა – ეს კარგი მაგალითია ყველა ეჭვით შეპყრობილისთვის.

скачать dle 11.3