კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

წმიდა სწავლებანი

დედაკაცს – შეშლილთა შესახებ
მწერ, რამდენი რამ დაითმინე ქმრისგან. ის ხან გლანძღავდა, სახლიდანაც გაძევებდა, ზოგჯერ გცემდა კიდეც, მაგრამ ყოვლისმხილველის მიმართ ლოცვითა და მისდამი რწმენით პოულობდი ძალას, რომ მოგეთმინა ეს ყოველივე, არავისთან წუწუნებდი. შინაური ამბავი შინიდან გარეთ არასოდეს გაგიტანია. განსაცდელმა გული მოგილბო, მასში ყოველგვარი ამპარტავნული აღმოფხვრა და ცოცხალ ღმერთს კიდევ უფრო ძლიერ მიეჯაჭვა. დროდადრო გეჩვენებოდა, რომ შეიშლებოდი, მაგრამ ასე არ მოხდა. შეიშალე არა შენ, არამედ შენი ქმარი. ახლა მისი სულისთვის იურვი და გვეკითხები: გადარჩებიან თუ არა შეშლილები?
როდესაც ღმერთი და საღმრთო განგებულება გწამს, სრულად და ბოლომდე უნდა გწამდეს. თუკი, ქრისტეს სიტყვების თანახმად, ღმერთის ნების გარეშე ჩიტიც არ დავარდება, მისი ნების გარეშე ადამიანი სატანჯველს, სნეულებას ან სიკვდილს როგორღა მიეცემა? უფალს კი უმთავრესად ნებავს, რომ ყოველი ადამიანი გადარჩეს, ესე იგი, შეშლილობა შენს ქმარზე იმისთვის არის დაშვებული, რომ გადარჩეს. ყოვლადმოწყალე ღმერთს რომ მისი ხსნა არ სურდეს, ამგვარ საშინელ სნეულებას არ მოუვლენდა, არამედ სიკვდილით ცოდვათა შორის მოსრავდა. ზეციური მკურნალი ადამიანთა სულებს ყოველგვარი სნეულებითა და ტანჯვით წამლობს. ამიტომ, საცოდავია არა იმდენად ის, ვინც მძიმედ იავადმყოფა სიკვდილის წინ, არამედ, ვინც ჯანმრთელი იყო და სიკვდილმა ცოდვებში მოუსწრო. ღმერთი ამბობს, როგორც მოგისწრებთ, ისე განგსჯით. თუკი იმ დროს ცოდვებში ვიქნებით, სასჯელი გველის, ხოლო მონანულთ შენდობა და ჯილდოები მოელით. მაგრამ შენ, შეიძლება თქვა, რომ შენს ქმარს ამჟამად არც სინანული შეუძლია, არც ლოცვა. ამიტომ, შენ უნდა ილოცო მის ნაცვლად და მსხვერპლი გაიღო მისი სახელით. ის ამჟამად მხოლოდ იტანჯება, რათა ცხონება მოიპოვოს, ხოლო სხვები შეშინდნენ. ნებისმიერი საავადმყოფო უფლისკენ მიუთითებს, ამასთან, ყველაზე აშკარად სულით ავადმყოფთა საავადმყოფო.

ქალბატონ N-ს, რომელიც გვეკითხება: რატომ იტანჯებიან შვილები მშობელთა ცოდვების გამო
თქვენი ნათესავის სასტიკი ბედის შესახებ მწერთ. ამბობთ, რომ მისი ტანჯვა ვერაფრით აგიხსნიათ. მისი მოხელე ქმარი წამხდარი სნეულებით დაავადდა და სულით ავადმყოფთა სახლში გარდაიცვალა. მისგან სნეულება ცოლსაც გადაედო და ამჟამად ისიც საავადმყოფოშია. თქვენ მას იცნობთ, როგორც კეთილ და პატიოსან ადამიანს და გიკვირთ, როგორ დაუშვა ყოვლისმცოდნე ღმერთმა ეს ქორწინება, სადაც უმანკოება და სათნოება ესოდენ ტანჯვას განიცდის? თუკი თქვენი ნათესავი მართლაც სათნო, პატიოსანი და უმანკოა, მაშინ მისი ტანჯვა, როგორც ჩანს, მისი პირადი ცოდვით არ არის გამოწვეული. მაშინ მიზეზი მისი მშობლების ცოდვებში უნდა ვეძიოთ, რადგან უზენაესის შესახებ ნათქვამია: „მამათა ცოდვის მომკითხავო შვილთაგან და შვილიშვილთაგან მესამე და მეოთხე თაობაში“ (გამ. 34,7). ვიცი, ამაზე ისევე მიპასუხებთ, როგორც ხშირად გამიგონია: „მშობელთა ცოდვების გამო შვილები რატომ უნდა იტანჯებოდნენ?“ ნება მომეცით, მეც დაგეკითხოთ: მაშ, უფალმა ღმერთმა ადამიანებს შიში როგორ მოჰგვაროს, რომ არ სცოდავდნენ, თუკი სასჯელს მათი ცოდვების გამო, შვილებზე არ გადაიტანს? ჩვენი ხალხი საკუთარი გამოცდილების შედეგად დარწმუნდა, რომ შვილები მშობელთა ცოდვების გამო იტანჯებიან. ამიტომ იმათ მიმართ, ვინც ცრუმოწმეობას ან სხვა რაიმე უმართებულო საქმის ჩადენას აპირებს, ხშირად გაისმის გაფრთხილება: „შეჩერდი, შენ ხომ შვილები გყავს!“ ამ ბიბლიურმა ჭეშმარიტებამ ასახვა მართლმსაჯულებაშიც ჰპოვა იმ მხრივ, რომ მშობლის მიერ დანაშაულის ჩადენის გამო, ქონებას შვილებიც კარგავენ, ამას გარდა, ზარალს მორალურად განიცდიან, რეპუტაციას ხშირად არა მარტო შვილები, არამედ შვილიშვილებიც კარგავენ. ახლახან ჩვენთან ამგვარი რამ მოხდა. ერთმა ადამიანმა ერთი ქალიშვილის ცოლად შერთვა გადაწყვიტა, მაგრამ როგორც კი შეიტყო, რომ მამამისი ციხეში იჯდა, მასთან ქორწინებაზე უარი თქვა.
თუმცა, ამის გამო სასოწარკვეთილებას არ უნდა მივეცეთ. ეს ყოველივე ბედის სიბრმავე როდია. ყოვლადმოწყალე ღმერთს შეუძლია, შვილებს სასჯელი მოუხსნას, თუკი ჭეშმარიტ სინანულსა და მისდამი, ზეციურისადმი მვედრებელი იხილავს. წმიდა ფანურის დედა უწესო ქალი იყო, თუმცა მის შვილს ამის გამო სასჯელი არ მოეწია. მას არათუ სასჯელი არ მოეწია, არამედ წმიდანიც გახდა. ფანურის ესმოდა, რომ დედამისი ცოდვილი იყო და მისთვის უფლის მიმართ დაუცხრომლად ლოცულობდა. თქვენც ილოცეთ თქვენი ნათესავის მშობლებისთვის. როდესაც ღმერთი გარდაცვლილ ცოდვილებს შეუნდობს, მაშინ მათი ცოდვები მათ შთამომავლებს მხრებზე მძიმე ტვირთად აღარ დააწვებათ. სწორედ ეს არის უმთავრესი, როდესაც მიცვალებულებისთვის ვლოცულობთ – ღმერთმა მათ ცოდვები შეუნდოს და აქედან გამომდინარე, მათ შთამომავლებს სასჯელი არ მოეწიოთ.

скачать dle 11.3