კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

გილოცავთ, მაგრამ არ გილოცავთ

ანუ, რაულ ჯუმკოს ძევ!

 რაკი სამყარო ისეა მოწყობილი, რომ, რაც ერთისთვის უბედურებაა, მეორისთვის სიხარულის მომტანია, თუკი ჩვენ სოხუმის დაცემასა და აფხაზეთის ომში დამარცხებას ვგლოვობთ, ჩვენებური სეპარატისტები ერთმანეთს გამარჯვების დღეს ულოცავენ.
სხვათა შორის, ძირითადად, საკუთარ თავგანწირვაზე საუბრობენ და წამლადაც კი არ ახსენებენ ჩრდილო კავკასიელებსა თუ რუსეთის ფედერაციის რეგულარული ჯარის ნაწილებს, რომლებსაც ლომის წილი მიუძღვით ქართველებისგან აფხაზეთის გაწმენდაში.
ასეა თუ ისე, აფხაზეთის „პრ.-მა“ თავისი რუსი კოლეგისგან სამადლობელი წერილიც მიიღო. თუმცა აფხაზური საინფორმაციო საშუალებები ამ ინფორმაციას სათაურად ურთავენ, რომ ვლ. პუტინმა აფხაზ ხალხს „გამარჯვების დღე“ მიულოცა,  მისალოცში რფ-ის პრ. მხოლოდ დამოუკიდებლობის დღეს ახსენებს.
კერძოდ, ვკითხულობთ: „პატივცემულო, რაულ ჯუმკოს ძევ!  მიიღეთ ჩემი გულითადი მილოცვა თქვენი ქვეყნის ეროვნულ დღესასწაულთან – დამოუკიდებლობის დღესთან – დაკავშირებით. კმაყოფილებით შევნიშნავ მოძმე აფხაზი ხალხის წარმატებებს სოციალურ-ეკონომიკური საკითხების გადაწყვეტაში, სუვერენული სახელმწფიოს ინსტიტუტების მშენებლობაში.
… გისურვებთ, პატივცემულო რაულ ჯუმკოს ძევ, ჯანმრთელობასა და წარმატებებს, თქვენს თანამემამულეებს კი – მშვიდობასა და კეთილღდეობას!“
მეორე მხრივ, ჩვენებურმა სეპარატისტებმა დაიწუნეს, რომ მისალოცში არაფერია ნათქვამი „გამარჯვების დღეზე“ (ანუ თავად მადლობასაც არ ეტყვიან, ხონჩით რომ მიართვეს უქართველებო აფხაზეთი, მაგრამ „გამარჯვების დღეს“ დედის რძესავით შეირგებენ), თუმცა სავსებით ლოგიკურია, რომ არ არის ნათქვამი: პოლიტიკური ვაჭრობა ხომ ჯერ არ დასრულებულა?!  –

скачать dle 11.3