კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კატარაქტის შემდეგ უსათვალოდ – „ახალი მზერა“ უახლესი მეთოდებით

კლინიკა „ახალი მზერა“ პაციენტის სამსახურშია და  უახლესი მეთოდოლოგიით მაღალკვალიფიციურ მომსახურებას სთავაზობს მათ.
დღეს განსაკუთრებით პრობლემატურია საკმაოდ ფართოდ გავრცელებული კატარაქტა. კატარაქტა არის თვალში არსებული ბუნებრივი, გამჭვირვალე ოპტიკური ლინზის ანუ ბროლის, შემღვრევა, რაც აფერხებს  სინათლის სხივების შეღწევას თვალში და მათ აღქმას ბადურა გარსის მიერ. აღნიშნული მხედველობის სიმახვილეს აქვეითებს სხვადასხვა ხარისხით. კატარაქტის დამახასიათებელი სიმპტომებია: მხედველობის სიმახვილის დაქვეითება, დაბინდვა, გაორება; ფერების აღქმის ცვლილება; სათვალის ხშირად შეცვლის საჭიროება; დაავადების პროგრესირებას ახასიათებს მხედველობის სიმახვილის თანდათანობითი დაქვეითება. ზოგ შემთხვევაში ჩნდება ეგრეთ წოდებული ცრუ, დროებითი ახლომხედველობა (ხანდაზმული, რომელიც შორს კარგად ხედავდა, კითხვა კი უჭირდა, კატარაქტის განვითარების ერთ-ერთ ეტაპზე ახლოს სათვალის გარეშე კითხულობს, შორს კი ცუდად ხედავს).
თუ მხედველობის დაქვეითება ხელს გიშლით ყოველდღიურ საქმიანობაში (ავტომობილის მართვა, კომპიუტერთან მუშაობა, კითხვა, ტელევიზორის ყურება და სხვა) და ამის მიზეზი კატარაქტაა, რეკომენდებულია ოპერაციული ჩარევა – შემღვრეული ბუნებრივი ბროლი შეიცვალოს გამჭვირვალე ხელოვნული ბროლით.
კატარაქტის სამკურნალოდ თვალის წვეთების გამოყენება ან რაიმე პრეპარატებით მკურნალობა, არაეფექტურია და ამიტომ მათი მიღება (აბების ან კაფსულების სახით) მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. კატარაქტის მკურნალობის ერთადერთ ეფექტურ საშუალებას ქირურგიული ოპერაცია წარმოადგენს. კატარაქტის ქირურგია არ აუმჯობესებს გლაუკომის, დიაბეტის ან ბადურა გარსის ასაკობრივი დეგენერაციის გამო გაუარესებულ მხედველობას.
პაციენტმა ოპერაციამდე უნდა გაიაროს სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევა: თვალის რეფრაქციის, მხედველობის სიმახვილის, თვალშიგა წნევის, რქოვანას გარდატეხის ძალისა და თვალის სიგრძის განსაზღვრა. ყოველივე აღნიშნული აუცილებელია თვალში ჩასასმელი ხელოვნური ბროლის ოპტიკური ძალის გასათვლელად. ადრე არსებული მოსაზრება – ოპერაციის ჩასატარებლად კატარაქტის „მომწიფების“ აუცილებლობის შესახებ, მცდარია. დაავადების ადრეულ ეტაპზე ოპერაციის ჩატარება უსაფრთხოა, ტექნიკურად უფრო ადვილი და უკეთეს შედეგს იძლევა. მკურნალობის თანამედროვე და ნაკლებად ტრავმულ ქირურგიულ მეთოდს წარმოადგენს კატარაქტის, ეგრეთ წოდებული, „უნაკერო“ ოპერაცია – ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაცია კუმშვადი ხელოვნური ბროლის იმპლანტაციით. ოპერაცია კეთდება ამბულატორიულ პირობებში ადგილობრივი ანესთეზიის ფონზე და გრძელდება 10–15 წუთი.
ოპერაციის შემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი საკმაოდ ხანმოკლეა, რის შემდეგაც პაციენტი განაგრძობს მისთვის ჩვეულ, ყოფით საქმიანობას. ოპერაციიდან 4–5 კვირის განმავლობაში საჭიროა მედიკამენტური მკურნალობა – სათანადო წვეთების ინსტილაცია.
პაციენტის პროფესიისა და სურვილიდან გამომდინარე, შესაძლებელია სხვადასხვა ოპტიკური ძალის ხელოვნური ბროლის გამოყენება. ამ საკითხის საბოლოო გადაწყვეტა ხდება პაციენტისა და ექიმის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე. იმპლანტირებული ხელოვნური ბროლი, როგორც წესი, რჩება თვალში მთელი ცხოვრების განმავლობაში და შეცვლას არ საჭიროებს.
კლინიკა „ახალ მზერაში“ გამოიყენება მაღალი ხარისხის ე. წ. „პრემიუმ“ სფერული ხელოვნური ბროლები, რომელსაც მიეკუთვნება:
მონოფოკალური ხელოვნური ბროლი, რომელიც საშუალებას აძლევს პაციენტს, მიიღოს მაღალი ხარისხის მხედველობა უსათვალოდ შორ ან ახლო მანძილზე. პრემიუმ ხელოვნური ბროლები: ტორიული, მულტიფოკალური და აკომოდაციური.
ტორიული ხელოვნური ბროლით შესაძლებელია როგორც შემღვრეული ბროლის ოპტიკური ძალის შეცვლა, ასევე რქოვანა გარსის ასტიგმატიზმის გასწორებაც.
მულტიფოკალური ხელოვნური ბროლის გამოყენებით, პაციენტი იღებს საკმაოდ მაღალ მხედველობას ერთდროულად როგორც შორ, ისე ახლო (30 სმ) მანძილზე. ამ შემთხევვაში, არამკაფიო მხედველობა მიიღება საშუალო (70-80 სმ) მანძილზე, რაც გარკვეულწილად ართულებს კომპიუტერთან უსათვალოდ მუშაობას.
აკომოდაციური ხელოვნური ბროლი მოსახერხებელია შორ და საშუალო მანძილზე სათვალის გარეშე მხედველობისთვის. ამ ბროლით, ზოგ შემთხვევაში, ჩნდება სათვალის ხმარების საჭიროება ახლო მანძილზე სამუშაოდ.
კატარაქტის ოპერაციიდან საშუალოდ 12-24 თვის შემდეგ (განსაკუთრებით ახალგაზრდა და საშუალო ასაკის პაციენტებში), ხშირ შემთხვევაში, ვითარდება ეგრეთ წოდებული „მეორადი კატარაქტა“, რაც მხედველობის ნაწილობრივი დაქვეითების მიზეზია. ასეთ შემთხვევაში, ხელოვნური ბროლის უკან არსებული დანისლული აპკის (უკანა კაფსულის) გახსნა ხდება ოფთალმოლოგის კაბინეტში სპეციალური ლაზერული აპარატით, 2-3 წუთის განმავლობაში, სრულიად უმტკივნეულოდ და ძალზედ ეფექტურად.
 თუ მხედველობის დაქვეითების მიზეზი მხოლოდ კატარაქტაა, კლინიკა „ახალი მზერა“ გთავაზობთ მაღალკვალიფიციურ სამედიცინო მომსახურებასა და უმაღლესი ხარისხის ხელოვნური ბროლების ფართო არჩევანს. სრული ოფთალმოლოგიური გამოკვლევის შემდეგ, თქვენი თვალის მდგომარეობის მიხედვით, შეგიძლიათ, მკურნალ ექიმთან  ან ქირურგთან ერთად, მიიღოთ გადაწყვეტილება ხელოვნური ბროლის ამა თუ იმ მოდელის შერჩევის თაობაზე. ასე რომ, მიმართეთ „ახალ მზერას“, პროფესიონალები იზრუნებენ თქვენს მხედველობაზე!

скачать dle 11.3