კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ დააყენა ბექა ბურჯანაძე ფეხზე და რა სასწაული მოხდა მის ცხოვრებაში

საქართველოს ეროვნულიმა ნაკრებმა მონტენეგროს ნაკრები დაამარცხა (90:84) და ევროპის 2017 წლის ჩემპიონატზე გავიდა. F ჯგუფის პირველობისთვის შეხვედრა ქალაქ ბარის „ტოპოლიცეს“ დარბაზში გაიმართა. პირველობა ქართველებმა მოიპოვეს და „ევრობასკეტის” საგზურიც მეოთხედ აიღეს. ამ თამაშთან დაკავშირებით ბექა ბურჯანაძე გვესაუბრა, რომელიც „ანდორამ“ ჟურნალისტებს ოფიციალურად წარუდგინა. გუნდის ხელმძღვანელობამ ახალწვეულ ქართველ ფორვარდს 7-ნომრიანი მაისური საზეიმოდ გადასცა. ბექა ბურჯანაძე „ანდორას“ შემადგენლობაში გიორგი შერმადინთან ერთად იასპარეზებს, რომელიც გასულ სეზონშიც ამ გუნდში იყო და ერთ-ერთი ლიდერიც გახლდათ.
ბექა ბურჯანაძე:  „ევრობასკეტი 2017- ის” საგზური მოვიპოვეთ. თან, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავეთ. გუნდი მართლა შეკურული იყო და ერთად ვთამაშობდით. კონკრეტულად, მონტენეგროსთან, შენგელია და მარკოიშვილი არ გვყავდა, რაც გუნდისთვის დიდი დანაკლისი იყო. ეს, ალბათ, უფრო  დაგვეხმარა, რომ ბევრად მოტივირებულები გავსულიყავით მოედანზე. ყველა, ვინც თამაშობდა, თავისი შესაძლებლობების 100  პროცენტს დებდა. ძალიან მაგარი თამაში მოვიგეთ და გახარებული ვარ.  თამაშის მერე, არა მხოლოდ ფიზიკურად, ასევე მენტალურადაც დაღლილები ვიყავით, ვინერვიულეთ. მსაჯების დადანაშაულებას არ დავიწყებ, მაგრამ მათი ზეგავლენაც იყო. ბოლო წამებზე მეხუთე ჯარიმა მომცეს და თამაშს გამოვეთიშე. ჩემ გარდა, ბევრი ჯარიმა ჰქონდა ზაზას, ვიქტორს. როცა გუნდში ბევრი ჯარიმაა, უფრო ფრთხილობ და იძაბები. საბოლოო ჯამში, მაინც ჩვენი გავაკეთეთ და მოვიგეთ. მაგარი გამარჯვება იყო.
–  რამდენი ხანია, რაც ამ სპორტით ხარ დაკვებული?
– 7 წლიდან დავიწყე კალათბურთზე სიარული – ზუსტად პირველ სექტემბერს, როცა სკოლაში მივედი. სკოლიდან რომ გამოვედი, დედამ ეგრევე წამიყვანა ვარჯიშზე ბატონ ზურა სამხარაძესთან, რომელიც არის ზაზა ფაჩულიას და ვიქტორ სანიკიძის მწვრთნელი. ერთი-ორი კვირა არ მომწონდა, მაგრამ მერე ისე დამაინტერესა ამ თამაშმა, რომ სულ ვიდეოებს ვუყურებდი. თავიდან ცუდი მოთამაშე ვიყავი. ჩემს ასაკთან შედარებით, პუტკუნა ვიყავი (იცინის), თან ნელი და ვერ ვთამაშობდი. არც კალათბურთის წესები ვიცოდიი. მერე ტანი ავიყარე, წონაში დავიკელი, დავიხვეწე და  უფრო პროფესიონალურად შევხედე.
– ზაზა რომ შენი ნათესავია, ამანაც ხომ არ იქონია გავლენა შენს პროფესიაზე?
–  კი, რა თქმა უნდა. კალათბურთზე რომ დავიწყე სიარული, სწორედ ზაზამ იქონია ამაზე გავლენა. დედაჩემმაც ზურა სამხარაძესთან იმიტომ მიმიყვანა, რომ ზაზას პირველი მწვრთნელი იყო.
– ზაზას ნათესაობა ამაში თუ დაგეხმარა?
–  კი, ბევრ რამეში, როგორც მოედანზე, ასევე მოედნის გარეთაც. ზაზა განსაკუთრებით მაშინ დამეხმარა, როცა 2013 წლიდან ნაკრების მოთამაშეების სიაში ჩავირიცხე. უკვე ფიზიკურადაც ერთად გვიწევდა ყოფნა. ბევრ რამეში დამეხმარა მისი გვერდში დგომა, შენიშვნებისა და მითითებების მოცემაც კი. 
–  ერთმანეთს გადარებენ?
– უფრო, ფიზიკურად. სიმაღლეს არ ვგულისხმობ. წამიერად, ადამიანს რომ შეხედავ და მიამსგავსებ, ასეთი შედარებები ყოფილა.
– როდის დაიწყო წარმატებების სერია?
–  პირველი წარმატება 15 წლის ასაკში იყო, როცა სევილიის საკალთბურთო გუნდმა მიმიწვია.  ჩავედი და შემდეგ, უკვე კონტრაქტი გამომიგზავნეს. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სევილიაში ჩასვლა, რადგან ესპანეთი საუკეთესო ქვეყანაა კალათბურთის მხრივ და არა მხოლოდ კალათბურთის, ზოგადად, სპორტის მხრივ. 15 წლიდან მოყოლებული ყველანაირად ვცდილობ, აქაური მწვრთნელების ცოდნა გამოვიყენო და მაქსიმალურად გავძლიერდე. ამ წლების განმავლობაში ნაბიჯ-ნაბიჯ მივიწევ წინ.
– სიმაღლის გამო, ალბათ, ყოველთვის შესამჩნევი იყავი.
– კი, 210 სანტიმეტრი ვარ სიმაღლეში. ჯერ დაბადებიდან გოლიათი ვიყავი –  5 და 500 დავიბადე. ჩემს ასაკთან შედარებით, ყოველთვის განიერი და სქელი ვიყავი (იცინის). მაგრამ, ახლა, საკალათბურთო სამყაროში გიგანტად აღარ ვითვლები. წონასთან დაკავშირებული პრობლემებიც კი მქონდა, თუმცა კალათბურთი დამეხმარა, რომ დამეკლო. ახლა ვიწონი 113 კილოგრამს, კიდევ მაქვს დასაკლები (იცინის). თუცმა, თავს კომფორტულად ვგრძნობ.
– ახალწვეულები პირველ წელს დაჩაგრულები არიან ხოლმე და სხვადასხვა რაღაცის გაკეთებას ავალებენ. შენ რისი გაკეთება მოგიწია?
–  უცხოეთში თამაშის დროს, მსგავსი რამ არ ყოფილა, მაგრამ საქართველოს ნაკრებში, როგორც ახალწვეულს, ვარდისფერი, მიკიმაუსიანი ჩანთით სიარული მომიწია (იცინის). ძალიან სახალისო იყო.
– შეყვარებული გყავს?
– არ მიყვარს სიტყვა შეყვარებული, მაგრამ რეალობას ვერ გავექცევით და მყავს. ჩემი შეყვარებულია მაკა გიგაური – 15 წლიდან ერთად ვართ, ანუ ზუსტად იქიდან, რაც  ესპანეთში წავედი. შესაბამისად, ბევრი რთული წელი გვაქვს გამოვლილი (იცინის). მაგრამ, ახლა ყველაფერი დალაგდა და კარგად არის. მაკა გავიცანი სავარჯიშო დარბაზში. პატარა ძმა დაჰყავდა ვარჯიშზე და შემოიჭყიტავდა ხოლმე. მეც ვაკვირდებოდი. მაშინ „ფეისბუქზე“ არ ვიყავით იმდენად, უფრო „ოდნოკლასნიკები“ იყო მოდაში. ერთ დღესაც გავიხედე და „დამგოსწა“ (იცინის). იმ დღის მერე ხელიდან არ გამიშვია. თვითონ 14 წლის იყო, მე –  15-ის.
–  ოჯახის შექმნას არ აპირებთ? რთულია საყვარელი ადამიანისგან შორს ყოფნა...
–  ჯერჯერობით ამაზე არ ვლაპარაკობთ. ჯერ არ ვაპირებთ. მე ჩემი პროფესია მაქვს, მაკამ წელს დაამთავრა სწავლა. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშობა და ვცდილობთ, ერთმანეთს  ხელი არ შევუშალოთ. კი, რთულია და ბევრი ბარიერი გადავლახეთ. ჩემი აზრით, სირთულეები და დისტანცია ერთმანეთის უკეთ გაცნობაში დაგვეხმარა.
– ბევრი თაყვანისმცემელი რომ გყავს, არ ეჭვიანობს?
–  ჩემი რჩეული ამ შემთხვევაში ყველაზე მაგარი ტიპია (იცინის). ანუ, მე მას ვენდობი, ის მე მენდობა. თაყვანისმცემლები არც იმას აკლდა თავის დროზე. ნდობა ყველა ბარიერს გადალახავს.
– ბავშვობაში რაღაც ტრავმა გქონდა. სერიოზული იყო რამე?
–  კი, ძლიერი ტრავმა მქონდა, მაშინ ვიყავი 7-8 წლის.  ქუსლის ძვალი დამეშალა. ამ ტრავმამ არა მარტო ფიზიკურად, მენტალურადაც დიდი ზიანი მოგვაყენა მეც და ჩემს ოჯახსაც. შემდეგ ამას დიდი პრობლემები მოჰყვა. არაფერი მშველოდა, ვერაფერს მეუბნებოდნენ. მერე მოხდა სასწაული და გამოჩნდა კახელი პაპა, შოთა კრაწაშვილი, რომელმაც თავისი მალამოთი მიმკურნალა და 15 დღეში დამაყენა ფეხზე.
– ქირურგიულმა ჩარევამ არ გიშველა?
– არა. ოპერაცია გავიკეთე გერმანიაში. მე და დედა ვიყავით იქ. რა ვადაც გვითხრეს, იმ ვადაში ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახეთ –  ფეხს ვერ ვაბიჯებდი. საქართველოში ყველა ექიმი მეუბნებოდა, რომ სპორტი დამევიწყებინა და მელოცა, ერთ დღეს ნორმალურად გამევლო. შემდეგ გამოჩნდა ეს ადამიანი და არ ვიცი, რა ვუწოდო, მე ანგელოზი მგონია. მართლა ანგელოზად მოგვევლინა ჩვენს ოჯახს ყველაზე რთულ და ძნელ პერიოდში. ფეხზე დამაყენა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ მისი.

скачать dle 11.3