კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაიძურწა საკონფერენციო დარბაზიდან ცნობილი ინგლისელი ჟურნალისტი, დათო ყიფიანის პასუხის შემდეგ

ცნობილი მსახიობი და სპორტული კომენტატორი კოტე მახარაძე იხსენებდა: „1981 წელს თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელებმა ლონდონში ადგილობრივი „ვესტ ჰემი“ 4:1 რომ გაანადგურეს, მატჩის შემდგომ პრესკონფერენციას მთავარ მწვრთნელ ნოდარ ახალკაცთან ერთად, ლეგენდარული დათო ყიფიანიც ესწრებოდა და ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა. საკუთარი გუნდის მარცხით გამწარებულმა ერთ-ერთმა ცნობილმა ჟურნალისტმა დათოს უთხრა: მართალია, გაიმარჯვეთ, მაგრამ ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, ვიცი, ცოტას გიხდიან და მშიერი რომ არ დარჩეთ, ჩვენთან გადმობარგდით სათამაშოდო. შემდეგ კი დამამცირებლად, ორმოცდაათფუნტიანი კუპიურა გაუწოდა...  დარბაზი გაისუსა. დათომ  ჟურნალისტს კუპიურა გამოართვა. ჯიბიდან კალმისტარი ამოიღო, ხელი მოაწერა კუპიურაზე და უკან დაუბრუნა. თქვენ კი ისეთ ქვეყანაში ცხოვრობთ, სადაც ძალიან ადვილია,  უმუშევარი დარჩეთ და შიმშილით რომ არ მოკვდეთ, ეს კუპიურა გაიხსენეთ, ათმაგ ფასში გაგეყიდებათ. ეს კი პირველ ხანებში, პურის ფულად გეყოფათო... დარბაზმა მქუხარე ტაში დასცხო. ჟურნალისტი კი იქიდან გაიძურწა“.

скачать dle 11.3