კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რაში აიყოლია ნატალია ყიფშიძემ ბაბუა, ზურა ყიფშიძე და როდის აპირებენ ისინი ერთად ტატუს გაკეთებას

ნატალია ყიფშიძე ზაფხულში 15 წლის გახდა. ის საკმაოდ დამოუკიდებელი, თავისუფალი და ჭკვიანი გოგონაა, რომლის ინტერესების სფერო მრავალფეროვანია. რაც მთავარია, მას სურს, საკუთარი ძალებით მიაღწიოს წარმატებას იმ სფეროში, რომელსაც მომავალში აირჩევს.
ნატალია ყიფშიძე: ზაფხულზე მეტად არცერთი სეზონი არ მიყვარს. ჯერ ერთი, დილით ადრე ადგომა არ მიწევს – როცა გინდა, მაშინ იღვიძებ; უფრო თავისუფალი ხარ; არ გჭირდება ისე ააწყო გეგმები, რომ რამეზე იყო დამოკიდებული. თან, ჩემი დაბადების დღე 26 ივლისს არის. წელს პირველად გადავწყვიტე სახლში აღმენიშნა. ლურჯ ფერზე ფანატიზმი მჭირს, ამიტომ დიდ ოთახში შუქი იყო ჩამქრალი და მხოლოდ ლურჯი განათება იყო. მეც და ყველას თეთრი კაბა გვეცვა. მაკიაჟიც ასეთივე მქონდა და ტორტიც ლურჯი ფერის იყო. ყველაფერი დედამ გამიკეთა. მერე მეგობრებმა სასმელიც კი ლურჯი მომიტანეს –  გავგიჟდი. წინა დღეს, ანუ ღამე ჩემმა ორმა მეგობარმა, ანამ და ელენემ სიურპრიზი მომიწყვეს – ფოიერვერკიც ლურჯი ფერის გაუშვეს. ისეთი ლამაზი იყო, სიხარულისგან ვიტირე. მანამდე კი ლენუკა, ჩემს ძმასთან და მეგობარ სანდროსთან ერთად მოვიდა, სუშის ტორტი მომიტანა.
– 15 წლის გახდი – ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასაკია.
– 2016 წელს რადიკალურად შევიცვალე. ამას ჩემი მეგობრებიც მეუბნებიან. გარეგნობითაც შევიცვალე... ხასიათზე აღარ დავიწყებ ლაპარაკს. სხვანაირი გავხდი – ზოგჯერ მეუბნებიან, სხვა ადამიანი გახდიო. დედას ჩემი ხასიათი დიდად არ მოსწონს, არც ჩემს მეგობრებს ეხატებათ გულზე. ცოტა ჯიუტი ვარ და რაღაცნაირი გამოხდომები მაქვს. იმასაც მეუბნებიან, ამ მხრივ, მამას დაემსგავსეო. ჩემი ხასიათი მაქვს, არც დედიკოსი და არც მამიკოსი. მაგრამ, მეუბნებიან, რომ წელს მამიკოსკენ გადავიხარე.
– მამიკოს, ალბათ, უხარია, მას რომ ჰგავხარ...
– მამიკოს თუ რამეში დავემსგავსები, ყველაფერი გაუხარდება და უხარია კიდეც. მე და მამიკოს, როგორც მამა-შვილს, ასეთი ურთიერთობა არ გვაქვს, უფრო მეგობარია. ყველაფერს ვუყვებით ერთმანეთს და ბევრს ეს უკვირს. არაფერი მერიდება გიორგისთან, ყველაფერი იცის ჩემ შესახებ – პირადული თემებიც კი. ჩემში ის მიყვარს, რომ ყველაფერს ვუყვები ოჯახის წევრებს. ცუდიც რომ გავაკეთო და ვიცი, ძალიან გაბრაზდებიან, მაინც ვიტყვი. თუ ვამბობ, გულზე უფრო მეშვება.
– თუ ცუდ რამეს გააკეთებ, ვინ უფრო გიბრაზდება, დედა თუ მამა?
– ბებია. დედა და მამა მკაცრები არ არიან. თუმცა, არის საკითხები, რაზეც შეიძლება, გაბრაზდნენ. ჩვენს ოჯახში უფრო იმაზე გვაქვს ჩხუბი, რომ არ მივსდევ ჯანსაღი ცხოვრების წესს – არ ვვარჯიშობ, არ ვიკვებები კარგად.  ვეცდები, ამ მხრივ, ცოტა გამოვსწორდე.
– როდესაც მამა მეორედ დაქორწინდა, პატარა იყავი, მაგრამ როგორი რეაქცია გქონდა,  ან ახლა რას ფიქრობ ამ საკითხზე? 
– მამა და ანი დიდი ხანი იყვნენ ერთად. ამიტომ, დიდად არ მწყენია, ქორწილი რომ ჰქონდათ.  რაც მახსოვს, სულ ერთად იყვნენ ანა და მამიკო, ერთად ცხოვრობდნენ. დედა და მამა კი, როგორ ცხოვრობდნენ ერთად, ეგ არ  მახსოვს, პატარა ვიყავი. ქორწილი არაფერი იყო ჩემთვის, თუმცა მთელი ცხოვრება პატარა სევდა მაქვს, რადგან დედიკო და მამიკო ერთად არ არიან. შესაბამისად, ქორწილის დიდად მოხარული ვერ ვიქნებოდი. დიდად არ მიხარია, რომ ქრისტი და გიორგი ერთად არ არიან, მაგრამ ამწუთას საერთოდ არ მომინდებოდა, ერთად ყოფილიყვნენ. თუმცა, საერთოდ რომ არ დაშორებულიყვნენ, უკეთესი იქნებოდა ჩემთვის. ახლა რატომ უნდა მომინდეს, რომ ერთად იყვნენ – გიორგის შვილი ჰყავს ანისთან. თან, რომ ვაკვირდები, კრისტი და გიორგი საერთოდ არაფერ შუაში არ არიან ერთმანეთთან. სხვადასხვა ტიპები არიან და თან, ერთად რომ იყვნენ, შეიძლება, ორივემ ერთად შემიმოიტიოს. მე კი ჩემი დარდი მაქვს – ჩემს უსაფრთხოებაზე ვფიქრობ. ორივე რომ დამიჯდება და ერთად დამიწყებს ლაპარაკს, არ მინდა, რადგან ვიცი, ვის რა უნდა მოვუყვე. კრისტის სხვა რაღაცეებს ვუყვები, გიორგის – სხვა რაღაცეებს. შეიძლება, ორივემ ერთად, ერთი და იგივე რაღაც არ იცოდეს. რასაც ვეტყვი კრისტის, იმას გიორგის არ ვეუბნები. ასევეა გიორგისთანაც. მაგრამ, კრისტიმ ერთი პერიოდი ჩემი ნდობა დაკარგა. აღარ მახსოვს, რა  ვუთხარი, მან კი გიორგის უთხრა. ამის მერე, აღარაფერს ვეუბნებოდი, მაგრამ ახლა აღიდგინა ნდობა. ისევ ყველაფერს ვუყვები. კრისტი ჩემი მეგობარია, როგორც მშობელი უფრო ბებია მყავს.
– ლელა ბებო?
– ლელა ბებო ჩემი დაქალია. ზურას, ლელას და მე ერთნაირი მუსიკალური გემოვნება გვაქვს. მუსიკალურად მათ მხარეს ვარ. მე და ბაბუ ძალიან გიჟები ვართ. ახლა ერთად გვინდა ტატუს გაკეთებაც. ორივე ზოდიაქოს ნიშნით „ლომები” ვართ. ბაბუს არასდროს გაუკეთებია ტატუ და ჩემ გამო იკეთებს. როცა ბაბუსთან ვარ, სულ ვსაუბრობთ სხვადასხვა თემაზე, კინოებს მირჩევს, თეატრში ყველა რეპეტიციაზე დავდივარ. რაც გამოვიდა „მეფე ლირი”, ყველა სპექტაკლზე ვიყავი. ცალ-ცალკე ხომ მყავს ბაბუა და მამა ნანახი, მაგრამ ერთად რომ დგანან სცენაზე, ეს საერთოდ მაგიჟებს. პატარაობისას სულ თეატრში ვიყავი, კულისებში. თან, ოთახში ჩემი ფოტოები აქვთ გაკრული. იქ არის  ჩემი ნივთები, სათამაშოები, კედელზე ჩემი ხელმოწერაც. ერთ ჩემს ფოტოზე ბაბუს ხელია მიდებული და ისეთი ემოციურია ეს ყველაფერი... თეატრში რომ მივდივარ, ყველა მიცნობს. ყველას ძალიან ვუყვარვარ და მეც ოჯახში მგონია თავი. ისე, სულ მინდოდა, რომ მიცნობდნენ ჩემ გამო. არ მინდა, ვინმემ თქვას, რომ ეს ის არის, რომელმაც მშობლების დახმარებით მიაღწია რაღაცასო. ამიტომაც მინდა უცხოეთში წასვლა. იქ გავითქვა სახელი და მერე აქ ჩამოვიდე, როგორც მსახიობი. თუმცა, ჯერჯერობით ბოლომდე არ მაქვს მსახიობობა გადაწყვეტილი. ბევრი რამ მაინტერესებს, ჟურნალისტიკაზეც ვფიქრობ. ბევრი ოცნება მაქვს და მე-11 მე-12 კლასში მივხვდები, ზუსტად რა მინდა.
– ბიჭებზე ვის ესაუბრები ხოლმე?
– ლენუკას, ყველაფერი იცის. ისე, ბევრი არაფერი მაქვს მოსაყოლი. პირად ცხოვრებაში ისეთი არაფერი ხდება – ხან ვინ მომწონს, ხან – ვინ. სერიოზული ურთიერთობა არც მქონია. ჯერჯერობით ისე არ გამიმართლა ურთიერთობებში, როგორც ჩემს მეგობრებს. რამდენჯერაც ვიღაც მომეწონება, ბოლოს ვხვდები, რომ ისეთი თვისებები აქვს, რაც ადამიანში არ მომწონს. მაგალითად, რომ მგონია, შემიყვარდა, მერე აღმოჩნდება, რომ ძალიან ცივი ადამიანია ან უგულო.
– რას ფიქრობ იმაზე, რომ კრისტი მომავალში გათხოვდეს?
– ერთადერთი, მინდა, დედა ბედნიერი იყოს. კრისტი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანია. დიდ პატივს ვცემ, რადგან ჩემმა დედიკომ მთელი ცხოვრება მე შემომწირა. ეს უნდა დავუფასო, თუმცა როგორ, არ ვიცი.
– დედას გარდერობი ისევ გიყვარს?
– დედას გარდერობზე რატომ მესაუბრებით? ერთი სული მაქვს, როდის წავართმევ ყველაფერს. ეს არის ჩემი სუსტი წერტილი. ოღონდ მის ოთახში შევიდე და წავართვა... ამაზე კი, ისტერიკა ემართება. თან, კრისტი ისეთი ტიპია, რამეს კი არ მათხოვებს... თუ მომცემს, მაჩუქებს კიდეც.
– ამ ზაფხულს შენი ფოტოები ინტერნეტში ძალიან პოპულარული გახდა.
– მამაჩემს არ უყვარს, როცა გამომწვევ ფოტოებს ვდებ „ფეისბუქზე”. ათასი თვალია და შეიძლება, სხვანაირად აღიქვას ვინმემო. საცურაო კოსტიუმში ფოტოს რომ ვდებ, იმაზეც იწყებენ რაღაცეებს. მე კი არ ვაქცევ ამას ყურადღებას, მაგრამ ოჯახის წევრები გაგიჟებულები იყვნენ. მე ამ ფოტოს იმიტომ ვიღებ და ვდებ, რომ მომწონს. იმათ კი, ვინც ყველაფერს სექსუალურად აღიქვამენ, ესე იგი, რაღაც პრობლემები აქვთ. მე რომ მეუბნება ვიღაც, ქალობო, სასაცილოა, რადგან ზედმეტად ბავშვური ვარ. მამა გიჟს ჰგავდა ამ ყველაფერზე. ვეუბნებოდი: რა განერვიულებს, დაწერონ-მეთქი. კრისტი პირიქით ამბობდა: ნუ აქცევ ყურადღებასო. ჩემზე რამეს რომ წერენ, არ მაინტერესებს. მაგრამ, ვინც მე მიყვარს, იმაზე ერთი სიტყვაც, რომ თქვან ცუდი, შეიძლება, მართლა მოვკლა. ევაზე რომ რაღაცეებს წერდნენ, ისტერიკა მემართებოდა. ან ბაბუაზე რომ წერდნენ რამეს, ძალიან ვბრაზდებოდი.

скачать dle 11.3