კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ შეარიგა გაგი სვანიძემ დაშორებული შეყვარებულები საკუთარი გმირის წყალობით და რატომ არ მოსწონს მის მეუღლეს გიორგის როლი

მორიდებული, მოკრძალებული ადამიანი, რომელიც გამუდმებით ბოდიშს იხდის, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების” ახალი პერსონაჟია – კატოს კიდევ ერთი შეყვარებული, გიორგი. მის როლს რუსთაველის თეატრის მსახიობი გაგი სვანიძე ასრულებს. როგორც თავად ამბობს, გიორგისგან ძალიან განსხვავდება. მით უმეტეს მასავით „მებოდიშე” არაა. რეალურ ცხოვრებაში გაგი დაქორწინებულია და წლინახევრის შვილი ჰყავს.
გაგი სვანიძე: ხელოვანების ოჯახში ვიზრდებოდი. მამაჩემი ქალაქის არქიტექტორი და მხატვარი იყო. მე, ბავშვობიდან მოყოლებული, ცხრა წლის განმავლობაში ვცეკვავდი. მეცხრე კლასში კი გადავწყვიტე, რომ მსახიობობა მინდოდა. ჩაბარების დრო რომ მოვიდა, პირველივე ცდაზე, მარტივად შევძელი ეს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ კი, გარკვეული პერიოდი, არსად მიმუშავია. შემდეგ გავიგე, რომ ბატონი რობერტ სტურუა მართავდა ქასთინგს. საგანგებოდ შევარჩიე მონაკვეთი „ჰამლეტიდან” და მის წინაშე წარვდექი. ერთ კვირაში დამირეკეს და მითხრეს, მიღებული ხართო. არადა სწავლისას, რუსთაველის თეატრი იმდენად მიუწვდომლად მიმაჩნდა, რომ თავში  არც გამივლია, ოდესმე აქ თუ მოვხვდებოდი (იცინის).
რაც შეეხება კინოს, რეჟისორმა ქეთი მაჭავარიანმა გადაიღო ფილმი „მარილივით თეთრი”. ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებ. ეს ფილმი ძალიან წარმატებული აღმოჩნდა სხვადასხვა ფესტივალზე. ცოტა ხნის წინ, გერმანიაში, კოტბუსის კინოფესტივალზე, მამაკაცის როლის საუკეთესო შემსრულებლად დამასახელეს ამ ფილმში განსახიერებული პერსონაჟისთვის. შემდეგ იყო რუსი რეჟისორის, ოსტროვსკის მიერ ჯუნა დავითაშვილზე გადაღებული დოკუმენტური მინი-სერიალი, რომელშიც ვმონაწილეობდი და ახლა უკვე, როგორც იცით, სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში” კატოს ახალი შეყვარებულის როლს ვასრულებ. 
– სერიალში, ჩვეულებრივ, ქასთინგით მოხვდი?
– კი. მივედი დიდ ქასთინგზე, რომელიც გამოცხადებული იყო ყველასთვის: მსახიობის თუ არამსახიობისთვის. ძალიან გამიხარდა ამ როლზე მე რომ დამამტკიცეს, რადგან რეიტინგული სერიალია და ყველას უყვარს. მეც ვადევნებდი თვალს. სცენარი რომ წავიკითხე, გიორგის ხასიათი მაშინვე დავიჭირე. ეს კაცი გამუდმებით ბოდიშს იხდის. ერთ სცენაში, კატოს ქმარს – კოტეს რომ ხვდება, ექვსჯერ იმეორებს ამ სიტყვას. ბევრი გააღიზიანა მისმა ამდენმა ბოდიშმა.
– შენ რისთვის და რამდენად ხშირად იხდი ბოდიშს სინამდვილეში?
– უზრდელი არც მე ვარ, მაგრამ ჩემს გმირს ბოდიში იმდენად გამჯდარი აქვს ხასიათში, რომ თავს ვეღარ აკონტროლებს. მე ცხოვრებაში ისეთი ნაბიჯი არ გადამიდგამს, რომ დიდად საბოდიშო მქონოდა. ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის არავის უთქვამს, ამდენი ბოდიშებით ნუ შემაწუხეო. მოკლედ, მე მისგან განსხვავებით, ბოდიშებს არ ვიხდი (იცინის). თუმცა, ჩემი გმირი ერთგული და ყურადღებიანია და ეს თვისება ნამდვილად საერთო გვაქვს. მეც გაწონასწორებული  ვარ. ბევრი მეუბნება, დინჯიც ხარო, მაგრამ ჩემი გმირივით ზედმეტად თავაზიანი და მობოდიშე – არა. ცოტა ფეთქებადი ხასიათი მაქვს. პარადოქსია, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ ეს კაცი ასეთი მორიდებულია, გადაწყვეტილებას ძალიან მალე, ორ კვირაში იღებს და კატოს ხელს სთხოვს. ამითაც განვსხვავდებით (იცინის). მე და ჩემმა მომავალმა მეუღლემ ორწლიანი შეყვარებულობის შემდეგ გადავწყვიტეთ დაქორწინება და არც განსაკუთრებული ხელის თხოვნის ცერემონიალი გვქონია. უბრალოდ, ლოგიკურად მივედით ამ გადაწყვეტილებამდე და მერე ყველაფერი ტრადიციების დაცვით გავაკეთეთ. ახლა ერთი შვილი გვყავს, წლინახევრის დათუნა სვანიძე. მეუღლე საერთაშორისო ჯანდაცვის სპეციალისტია და „ევექსში” მუშაობს.
– გიორგისა და კატოს ისტორია ვიცით, თქვენი ამბავი როგორ დაიწყო?
– სტუდენტობისას ქავთარაძეზე, ბებიასთან ვცხოვრობდი. მომავალი მეუღლე ჩემი მეზობელი აღმოჩნდა. შევამჩნიე, მომეწონა და სოციალურ ქსელში დავათვალიერე. ჩემს სპექტაკლზე დავპატიჟე და მოვიდა. მერე, ნელ-ნელა დავიწყეთ ურთიერთობა.
– მეუღლე გიცნობს, როგორი მეორე ნახევარი ხარ სინამდვილეში. ამ როლზე რას ამბობს?
– მეუღლეს ძალიან აინტერესებს, როგორ მიიღებს ამ ყველაფერს ხალხი. კრიტიკული თვალი აქვს და იმის მიუხედავად, რომ მსახიობი არაა, თეატრი და კინო ძალიან უყვარს და ხელოვნებაში ერკვევა. ამ სერიალს ისედაც უყურებდა და თავიდანვე მითხრა, რომ კრიტიკულად შემაფასებდა. ჩემთვის მათი აზრი უფრო მნიშვლოვანია, ვინც მიცნობს. თუ ისინი მეტყვიან, რომ ჩემგან განსხვავებულ პერსონაჟს ვთამაშობ, მსიამოვნებს. მეუღლე მეუბნება, გიორგი ძალიან მორიდებული და ინერტული ადამიანია, ხანდახან ბავშვი მგონიაო.
 – მოკლედ, არ მოსწონს.
– ხალისობს, რაც მთავარია. ისიც ხომ კომიკური პერსონაჟია.
–  როგორ უყურებ შენს თავს ეკრანზე?
– მე საერთოდ არ ვუყურებ სერიალს. საკუთარი თავის მიმართ კრიტიკული ვარ და არ მომწონს არც ეკრანზე და არც სცენაზე. თუმცა, თეატრში იმის საშუალება გაქვს, რომ პრემიერის მერე, ხარისხს მოუმატო. კინოში კი, რომ იტყვიან, „გადაღებულიაო,” მორჩა, ვეღარაფერს შეცვლი. არადა, მერე მოგდის ფანტაზია – აი, უკეთესი იქნებოდა, ასე გამეკეთებინაო. სხვათა შორის, სერიალში გამოჩენის შემდეგ, ჩემს ცოლს ეკითხებიან: შენი ქმარი, მართლა ასეთი მორიდებულიაო. ეს სასიამოვნოცაა, ესე იგი, ჩემი საქმე კარგად გავაკეთე. უცნობებიც რომ მიყურებენ, მათ თვალებში ვგრძნობ, აინტერესებთ, მართლა ისეთი ვარ თუ არა, როგორიც ეკრანზე (იცინის).
– გიორგის და კოტეს „დიპლომატიური რაზბორკა” ჰქონდათ. საინტერესოა, შენ როგორ მოიქცეოდი სინამდვილეში მის ადგილას?
– თუ კონფლიქტური სიტუაციაა, ვცდილობ, დიპლომატიური გზით მოვაგვარო. მშვიდად და წყნარად, რომ ჩხუბამდე არ მივიდეს საქმე. მაგრამ, თუ ასე არ მოგვარდა, მერე, რა ვიცი, ჩხუბი ვის არ მოსვლია (იცინის).
– ნინო გაჩეჩილაძეს თუ იცნობდი აქამდე?
– კი, თეატრალურში, მე რომ პირველ კურსზე ვსწავლობდი, ნინო მესამეზე იყო. ახლა აქ შევხვდით ერთმანეთს. ნინო ძალიან კარგი პარტნიორია. როგორც მსახიობი იმდენად სწორად გაძლევს ბიძგს, რომ სრულ კომფორტს გიქმნის კარგად თამაშისთვის. ერთი-ორჯერ რამდენიმე რჩევაც მომცა, რომელიც ძალიან გამომადგა გადაღების მომენტში.
– კატო შენს რეალურ ცოლს თუ ჰგაქვს რამით?
– უი, არა! არანაირად არ წააგავს (იცინის).
– ამ გმირთან დაკავშირებით, სახალისო ისტორია არ გახსენდება გადაღებებიდან?
– გადაღებებიდან არა, მაგრამ ისე, კი. ერთმა ჩემმა მეგობარმა შეყვარებულთან იჩხუბა. პატარა ბიჭი არაა, უკვე იმ ასაკშია, ყველა რომ ეუბნება, ცოლი მოიყვანეო. შემომჩივლა: რა გავაკეთო, რომ შემირიგდესო? მთელი სია ჰქონდა ჩამოწერილი, რა შეიძლებოდა ეჩუქებინა, მაგრამ ყველაფერი ებანალურებოდა. მერე ერთი იდეა მოგვივიდა. ვიცოდით, რომ მისი შეყვარებული „ჩემი ცოლის დაქალების” მაყურებელი იყო. გადავწყვიტეთ, მე – სერიალიდან გიორგი, როგორც ერთ-ერთი  გმირი, მივაკითხავდი ლამაზი ყვავილებით ხელში და ბოდიშს მოვუხდიდი შეყვარებულის სახელით. საყვარელი სერიალის გმირის დანახვა გაუხარდებოდა და თან, მიხვდებოდა, რომ ძმაკაცის გამო მივედი. მოკლედ, ცოტა ნასვამები ვიყავით, განსხვავებით ჩემი გმირისგან, რომელიც, მგონი, არასდროს სვამს და ჩვენი გეგმა განვახორციელეთ (იცინის). თქვენ წარმოიდგინეთ, გაჭრა. მართლა მოახდინა ჩემმა გმირმა ეფექტი და შერიგდნენ. მერე სამივემ ერთად ვიხალისეთ ამ ამბავზე (იცინის).

скачать dle 11.3