კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეუძლია თუ არა ადამიანს სხვა განზომილების ენერგიის აღქმა და როგორ ჩავისუნთქოთ ყოველ დილით დადებითი ენერგია

ენერგიის დაბინძურების ძირითადი მიზეზებია ჭუჭყი, ნაგავი, მატერიალური, ემოციური და სულიერი სიბინძურე, რომელიც ადამიანებსაც და საცხოვრებელ გარემოსაც ანადგურებს. ამიტომ, აუცილებელია, ადამიანმა იზრუნოს ამ ენერგიისგან თავის დაცვაზე და პერიოდულად ასუფთაოს ის. როგორც პარაფსიქოლოგი, ქალბატონი ელზა ამბობს,  ადამიანმა, უპირველესად, თავისი ემოციები და ფიქრები უნდა გაწმინდოს, რადგან გარემოს თავად ის აბინძურებს.

ელზა: გადატვირთული გონება ბევრ რამეს ვერ ამჩნევს სახლში, არადა, მხოლოდ ზედაპირულ სისუფთავე ვერ მოიტანს სიკეთეს, თუ სახლის ენერგეტიკა არ შეიცვალა უკეთესობისკენ. დაჯექით ისეთ ადგილას, საიდანაც მთელი ოთახი ჩანს. დამშვიდდით და თვალები დახუჭეთ. ნურაფერზე იფიქრებთ, მოდუნდით. რამდენიმეწუთიანი სიმშვიდის მდგომრეობის შემდეგ, სულ სხვა თვალით დაინახავთ სახლს. გაცილებით მეტს შეამჩნევთ, ვიდრე ყოველდღიურად ხედავდით. განსაკუთრებით საძინებელ ოთახს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რადგან ძილში ადამიანი სრულიად დაუცველია ასტრალური თავდასხმებისა და ნეგატიური ენერგიებისგან. ამიტომ, უნდა გაწმინდოთ საძინებლის ენერგეტიკა.
– ეს როგორ მოვახერხოთ?
– საწოლის ქვეშ, ფეხებთან, დადეთ ამეთვისტოს ქვა და არ დაგავიწყდეთ მისი რეგულაური გაწმენდა. ხშირად  გაფინეთ ლეიბი, საბანი და ბალიში მზეზე. ისინი დღის განამვლობაში მზის ენერგიით დაიმუხტება. დაძინებამდე, დადექით შუა ოთახში და გაშლილი ხელის ორი თითით – საჩვენებლით და შუა თითით. ჰაერში მოხაზეთ მარადისობის ნიშანი: სამჯერ, საათის ისრის მიმართულებით. ასევე, სახლში ნეგატიური ენერგიის დაგროვების შემთხვევაში, ყურადღება უნდა მიაქციოთ კუთხეებს. ნეგატიური ენერგია, ჭუჭყი, ობობის ქსელები, მკვდარი მწერები თავს იყრის კუთხეებში. ნუ დატვირთავთ კუთხეს კარადებით ან საკიდებით, ყოველდღიურად გაწმინდეთ და იზრუნეთ, რომ სინათლე ხვდებოდეს. ჩაბნელებული კუთხეები ნეგატიური ენერგიის ბუდეა. ეცადეთ, ყველა კუთხე სახლში განათებული იყოს. როცა სახლის კუთხეები სუფთაა, მთელს სახლში უწყვეტია ბედნიერების ენერგია. ზუსტად ასვე, ენერგეტიკული „ნაგვის ბუდეა“ სახლში ავეჯსა და ნივთებს შორის დარჩენილი ვიწრო სივრცეები. მიმოიხედეთ სახლში და ბევრ მსგავს ადგილს ნახავთ, რომელთაც ისევე, როგორც სახლის კუთხეებს, ცალკე ყურადღების მიქცევა სჭირდებათ. კვირაში ერთხელ გააღეთ ყველა კარადის კარი და ღია დატოვეთ ცოტა ხანს, რომ სუფთა ჰაერმა და ენერგიამ ყველა კუთხე-კუნჭული მოიცვას. ასევე, ბევრი ინახავს გადახდილ ქვითრებს, ჯარიმებს, წერილებს. ეს მაკულატურა ზოგს კარადებში, ზოგს მაგიდის უჯრებში აქვს შენახული და ვერც კი წარმოუდგენია, რომ ამით ნეგატიურ ენერგიას დაგროვების საშუალებას აძლევს. ასეთი სახის ნაგავი შეუმჩნვლად მოქმედებს არაცნობიერზე, ნერვულ სისტემას აზიანებს და შესაძლოა, თავის ტკივილის ან ოჯახის წევრებს შორის კონფლიქტების მიზეზიც გახდეს.
–  გამიგია, რომ ეგრეთ წოდებული, სხვა განზომილების მოხეტიალე არსებები ენერგეტიკულად დაბინძურებულ სახლებს ეწვევიან ხოლმე. ეს ასეა?
–  დიახ, ასეა. ამიტომ ვამბობ, ისწავლეთ, შექმნათ დამცავი ენერგეტიკული ველი სახლის გარშემო. ამ შემთხვევაში, თქვენ დარწმუნებული იქნებით, რომ ვერც ნეგატიური ენერგია და ვერც მოხეტიალე არსებები სხვა რეალობიდან თქვენს სახლში ვერ შემოაღწევენ. თქვენ შეგიძლიათ, მოიზიდოთ ენერგია, რომელიც დაიცავს თქვენს სახლს. ეს ენერგეტიკული ველი დაიცავს სახლს მრავალმხრივად: არ შემოუშვებს ნეგატიურ, დამანგრეველ ენერგიას; არავის შემოუშვებს, ვისაც ცუდი ზრახვები ან ემოციები აკავშირებს ამ სახლში მცხოვრები ოჯახის მიმართ. ასევე, არ შემოუშვებს მოხეტიალე სულებს. თუ ზრუნავთ სახლის ენერგეტიკაზე, ალაგებთ და წმენდთ, მაშინ ენერგეტიკული ნაგავი არ დაგროვდება და სახლიც სუფთა ენერგიით აივსება. დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ ცისფერი ცისარტყელა თქვენი სახლის თავზე, რომელიც დამცავ სხივებს ზევიდან ქვევით გზავნის. თუ რეგულარულად და ხშირად გამოიყენებთ ამ პრაქტიკას, თქვენი სახლის ენერგეტიკა დადებითად გარდაიქმნება და მასში უშფოთველი ჰარმონია დაისადგურებს.
–  ასეთი მარტივი წარმოსახვით შესაძლებელია სახლის დაცვა?
–  ასე თქვენ აქტიურად იზიდავთ სამყაროს სიცოცხლის ენერგიას და გზავნით თქვენს სახლში, ავსებთ დადებითი ენერგიით. გირჩევთ, რეგულარულად გააკეთოთ ეს მენტალური სავარჯიშო და დაინახავთ, რამდენად გაუმჯობესდება თქვენი განწყობა ზუსტად ერთ კვირაში. გახსოვდეთ, სახლის დასაცავად თქვენ იყენებთ არა თქვენს ენერგიას, არამედ ენერგიას, რომელიც კოსმოსიდან მიიღეთ. პროცედურის დაწყებამდე სრულიად მოეშვით. წარმატებული ვიზუალიზაციისთვის ცნობიერება უნდა იყოს სრულიად მშვიდი და მზად – კოსმიური ენერგიის მიღებისთვის. ასევე, ბევრი ადამიანი შეპყრობილია ფობიებით, რომელიც დამარცხების შიშთანაა დაკავშრებული. ამას მე, „წარუმატაბლობის ფობიას“ ვუწოდებ. ეს შთაგონებული მდგომრეობა წააგავს მსხვერპლის შიშს. შიშები რეალურად იქმნება ჩვენივე ცნობიერებაში შენახული უსარგებლო და ცუდი გამოცდილებიდან, რომელთაც არასწორი ანალიზი გავუკეთეთ და ისე შევინახეთ, შემდეგ კი დაგვავიწყდა. სახლის კარადებში, ძველ საკუჭნაოებსა და უჯრებში ინახება ნივთები, ამ ცუდ გამოცდილებებს რომ გვახსენებს. ამიტომ გირჩევთ ძველი ნივთების გადაყრას. შეიძლება, ნივთი ერთი შეხედვით არ იწვევდეს ნეგატიურ ემოციას, თუმცა არაცნობიერ დონეზე გვახსენებდეს რაღაც მარცხს ან ისეთ გამოცდილებას, რაც შიშს ქმნის. ზოგადად, ადამიანის ცნობიერება იქმნება მისი დაბადებიდან, ბინძურდება გარემოდან შემომავალი უამარავი ინფორმაციით და ეს ხდება ბავშობიდან მოყოლებული. თუმცა, თქვენ გაქვთ იმის უნარი, რომ გათავისფლდეთ ამ ყველაფრისგან და უბრალოდ, იყოთ ბედნიერი, თავისუფალი ყოველგვარი შიშისა და კომპლექსებისგან. გასწავლით მარტივ ხერხს, როგორ ჩაისუნთოთ დილით დადებითი და წარმატების მომტანი ენერგია. მოკლედ, ამისთვის საჭიროა, დადგეთ კარში ან ფანჯრასთან ისე, რომ უყურებდეთ ცას და სუნთქავდეთ სუფთა ჰაერს. ხელები წინ გაწიეთ და ფეხები ოდნავ გაშალეთ. თვალები, ჰაერის ჩასუნთქვის დროს, მაგრად უნდა დახუჭოთ, ამოსუნთქვის დროს კი, პირიქით – დიდზე გაახილოთ. გაიმეორეთ ეს პროცედურა შვიდჯერ და იგრძნობთ, როგორ აივსებით სუფთა და ჯანსაღი ენერგიით. ამით ნეგატიური ენერგიისგანაც თავისუფლდებით.
–  ეზოთერიკოსები და პარაფსიქოლოგები ამბობენ, რომ ადამიანს სხვა განზომილების ენერგიის აღქმა შეუძლია. ამაზე რას იტყვით?
–  ჩვენს სახლებში, გარდა ნივთებისა და ოჯახის წევრებისა, სხვა რეალობებში მცხოვრები არსებებებიც არიან. ისინი გამოსცემენ ენერგიას, რომელსაც აქვს უნარი, ჩვენი რეალობის შრეშიც შემოაღწიოს. ამიტომ ხდება, რომ ზოგჯერ ადამიანები მოჩვენებებს და სხვა ეზოთერულ ფენომენს ხედავენ. ყველა ადამიანს არ აქვს განსაკუთრებული „თვალი“, რომ ეს არსებები დაინახოს ან იგრძნოს. ეს არსებები არაფერს დაგვიშავებენ, თუ პროვოცირება თავად ჩვენგან არ მოხდა. ზოგჯერ,  მიტოვებული სახლები საშიშად გამოიყურება. ეს პირველი ნიშანია იმის, რომ სადღაც, სახლში უარყოფითი ენერგიაა დაგროვილი. ამ ენერგიას ასხივებენ მოჩვენებები.
– როგორ „ვუმკურნალოთ“ ასეთ შემთხვევაში სახლს?
–  საუკეთესო გზა ამ ენერგიასთან გამკლავებისთვის არის დადებითი ენერგიის დიდი დოზა სახლში. ამას კი შეძლებთ ზარების ხმაურით, კაშკაშა შუქით, ფანჯრებისა და კარის გაღებით, რომ მეტი სუფთა ჰაერი და მზის ენერგია შევიდეს მთელ სახლში.

скачать dle 11.3