კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მკვლელი ეძებს ფარმაცევტს

გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹29-38(821)

 ნინიძის შემხედვარე ყურშას გულზე მოეშვა და ბავშვობის ძმაკაცს უთხრა:
– ასე არ ჯობია, ძმაო?! ხომ ხედავ, რა მაგარი პაძელნიკი გავჩითე!
ნინიძე სავარძლიდან წამოდგა. ოთახში გაიარ-გამოიარა. შემდეგ ყურშას წინ გაჩერდა, სახეში სილა შემოჰკრა და უთხრა:
– კი, მაგარი ვინმე ჩანს, მაგრამ ჯერ ჩემთვის უნდა გეთქვა. ახლა კი შევთანხმდეთ, რომ მეტი ჩეპე აღარ იქნება და შეთანხმებულად ვიმოქმედებთ.
ყურშა დუმდა. რიტამ კი შამპანურით სავსე სამი ბოკალი გამოიტანა ლანგრით. კაცებს მიაწოდა. თავადაც ასწია ჭიქა და თქვა:
– ჩვენი საქმის წარმატებას გაუმარჯოს!
შამპანური რომ დალიეს, ნინიძე ტელეფონებისა და პულვერიზატორის მოსატანად წავიდა. ყურშამ კი რიტას უთხრა:
– ერთი მოვრჩეთ ამ საქმეს და მე ვიცი, რასაც ვუზამ ამ ნაბოზარს.
– მაინც, რას უპირებ? – ჰკითხა რიტამ, თან სავარძელში მოკალათდა და ყურშას თვალი თვალში გაუყარა.
უშანგი ხაბაძემ სიგარეტი გააბოლა და ნერვიულად გაიარ-გამოიარა ოთახში. შემდეგ კვლავ რიტას პირდაპირ მოკალათდა სავარძელში და ზიზღნარევი მზერით მიუგო:
– ყურშა არავის არასდროს აპატიებს მის ხელყოფას. მართალია, მე და ზურა ტრუსიკის ძმაკაცები ვართ და მრავალი პრიკლუჩენია გადაგვხდენია ერთად, მაგრამ ამ ხელის გარტყმას ძვირად დავუჯენ, ბოზი კურდღელივით გავაგორებ.
რიტა მშვენივრად ჩაწვდა ყურშას სიტყვების არსს, მაგრამ თავი მოიკატუნა და ჰკითხა:
– სად გააგორებ? ვერ გავიგე, რას ამბობ.
– დავ-ბრი-დავ! – დამარცვლით თქვა ხაბაძემ.
– მოკლავ? – თქვა რიტამ.
– მოვკლავ, – თავი დააქნია ყურშამ.
„ძალიანაც კარგი. ასეთ შემთხვევაში, ჩემი გეგმის განხორციელება ბევრად გამიადვილდება“, – გაიფიქრა გულში რიტამ. შემდეგ კი გაოცებული სახე მიიღო და ყურშას უთხრა:
– კარგი რა, უშო, ერთი ხელის გარტყმის გამო ტრუსიკის ძმაკაცს როგორ კლავ? ჩათვალე, რომ მე არაფერი დამინახავს. შენ ის გაგიტყდა, რომ ჩემ წინაშე დაგამცირა.
– თუნდაც ცალკე, პირისპირ ექნა, მაინც არ ვაპატიებდი, – მტკიცედ თქვა ხაბაძემ.
– შენ, ჩემო კარგო, ძალიან აპასნი ყოფილხარ და თურმე უნდა მოგერიდო, – ვითომდა შეეშინდა რიტას.
– შენ რა შუაში ხარ? – მხრები აიჩეჩა ყურშამ.
– ხომ შეიძლება, ჩემგანაც გეწყინოს რამე და უნდა მომკლა?
– დარწმუნებული ვარ, შენ მსგავსს არაფერს ჩაიდენ.
„კარგია, რომ მასე ფიქრობ, შე სირო“, – გაეცინა გულში რიტას, ყურშას კი უთხრა:
– მე, რა თქმა უნდა, არ ჩავიდენ და ჩემში წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი, მაგრამ შენი ძმაკაცის მოკვლას მაინც არ გირჩევ, – რიტამ უმანკო მზერა მიაპყრო ყურშას და დააყოლა, – ახლა, უბრალოდ, გაბრაზებული ხარ და ამიტომ ამბობ ასე. თუმცა, რომ დამშვიდდები, გადაიფიქრებ.
– შენ მე კიდევ არ მიცნობ, რიტა. არაფერსაც არ გადავიფიქრებ. ეგ ბოზი სიკვდილის ღირსია. უკვე მეტკა ადევს და თავისას მიიღებს.
რიტამ, რომელსაც კარგად ეხერხებოდა არტისტობა, გაოგნებული, ოდნავ შეშინებული სახე მიიღო და ყურშას უთხრა:
– ნუ მაშინებ, უშო. ისეთი სახე გაქვს, გეტყობა, ნამდვილად გამკეთებელი ხარ.
– ვარ და გავაკეთებ კიდეც. შენ კი, ჩემო რიტა, მომეხმარები.
– მოგეხმარები? კი, მაგრამ, როგორ? გინდა, რომ მე მოვკლა?
– არა, რა სისულელეა. შენი დახმარება შეიძლება, მისი ყურადღების მოსადუნებლად დამჭირდეს. წირვას კი თვითონ გამოვუყვან, – თქვა ყურშამ და გაეცინა, – შეიძლება, არც კი დამჭირდეს ეს. მაინც, ყოველი შემთხვევისთვის გითხარი და წინასწარ შეგამზადე, რომ არ შეგეშინდეს. გაიგე?
„ასეთ საქმეში წინასწარი შემზადება არ მჭირდება, მით უმეტეს, შენნაირი სირისგან“, – გაიფიქრა რიტამ და ყურშას მიუგო:
– კი. გავიგე და არც გაგაწბილებ. ბოლო-ბოლო ამხელა რისკზე მივდივართ და ერთი ნაბოზრის მოკვლა რა ყოფილა? მით უმეტეს, რომ მან ასეთი შეურაცხყოფა მოგაყენა ჩემ წინაშე.
შეურაცხყოფის ხსენებაზე ყურშას უკიდურესი ზიზღი აღებეჭდა სახეზე და კბილებში გამოცრა:
– დაუნდობლად დავბრიდავ, ისე, როგორც ზონის ძუკნას.
„მე კი შენ გაგიშვებ გაღმა“, – გაიფიქრა რიტამ და ყურშას უთხრა:
– სწორია. მაგრამ, თავს ნუ დაიწვავ. სახეზე გაწერია, რასაც აპირებ, დამშვიდდი, – რიტამ გააბოლა და ყურშას უთხრა:
– ერთი რამ მინდა გთხოვო, უშო...
– მთხოვე.
– უშო, რადგან ამ ბოზს საქმიდან ვაგდებთ, იქნებ მილიონიც დამიმატო და ორი მილიონი ევრო მთელი ცხოვრება მეყოფა. სადმე შორს გავემგზავრები, ჩემთვის მოვყუჩდები და ყველფერს დავივიწყებ.
– რის ორი მილიონი, რიტაჩკა, პოლნი წილში ხარ და რასაც ვიშოვით, შუაზე გავტეხავთ, – მიუგო ყურშამ. პაუზის შემდეგ კი დაამატა, – შენ, რა თქმა უნდა, შეგიძლია, შენი გზით წახვიდე, მაგრამ მე შენთან ერთად მინდა ცხოვრება. თუკი მიკადრებ, შეგვიძლია, ერთად გავემგზავროთ და ტკბილად ვიცხოვროთ უცხოეთში.
„კი, როგორ არა, მოგართმევ“, – გაიფიქრა რიტამ და ხაბაძეს უთხრა:
– გიკადრებო? ძვირფასო, მე შენ ძალიან მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა, მთელი ცხოვრება გავატარო. მაგრამ ვერ შემოგბედე. ვიფიქრე – არ ეგონოს, ფულს დახარბდაო.
– შევთანხმდით, რიტაჩკა. საქმეს ვაკეთებთ და ფულს ვითრევთ. შემდეგ ამ ნაბოზარს ვიშორებთ და მივემგზავრებით.
– შევთანხმდით. საყვარელო, შევთანხმდით. რა კარგია. ძალიან, ძალიან მიყვარხარ! – რიტა კისერზე ჩამოეკიდა ყურშას, გუნებაში კი გაიფიქრა, – „სულ მალე ეგ თავი აღარ შეგრჩება კისერზე, შე სირო და მთელი მაყუთით მარტო მოვხევ აქედან“.
ყურშამ ნაზად გაითავისუფლა თავი რიტას ხელებისგან და უთხრა:
– შევალ აბაზანაში, წყალს გადავივლებ და დავმშვიდდები, თორემ ზურა ისეთი ნაბოზარია, შეიძლება, მართლა გამშიფროს და ყველაფერი ჩაგვიშალოს.
– შედი, საყვარელო, – მიუგო რიტამ და ყურშა სააბაზანოში გაისტუმრა. თავად კი სავარძელში მოკალათდა, გააბოლა და თავისი მზაკვრული გეგმის დეტალების დახვეწას შეუდგა.
სანამ ხაბაძე შხაპს იღებდა, ზურაბ ნინიძე დაბრუნდა, ტელეფონები და პულვერიზატორი მოიტანა და რიტას ჰკითხა:
– ყურშა სადაა?
– შხაპს იღებს, – მიუგო რიტამ და გააბოლა.
– აი, მოვიტანე, რასაც შეგპირდით. იცოდეთ, ყურადღებით იყავით და იაღლიში არ მოგივიდეთ. რომ დაიწვათ, მარტო ფულს კი არა, სიცოცხლესაც გამოვემშვიდობებით.
– პირველად კი არ ვაკეთებ ასეთ რამეს, – თქვა რიტამ, კვამლი გამოუშვა და დააყოლა, – გამოცდილი ვარ და არაფერი შემეშლება. დარდი ნუ გაქვს.
ნინიძემაც გააბოლა და ქალს უთხრა:
– ყურშა როგორ ხასიათზეა?
– ჩვეულებრივზე, – მხრები აიჩეჩა ქალმა.
– ვითომ? – ჩაეკითხა ნინიძე.
– რაა, რო? – თქვა რიტამ.
– წეღან რომ ვიჩხუბეთ, იმას ვგულისხმობ.
– კარგი რა, – გაეცინა რიტას, – ბავშვები ხომ არ ვართ? რა დროს წყენაა, როდესაც ამხელა მაყუთზეა ლაპარაკი. რაც იყო, იყო. ვითომ არაფერი ყოფილა. დაივიწყე.
სააბაზანოდან ხაბაძე გამოვიდა. დიდი ძალისხმევა დასჭირდა თავისი გრძნობების მოსათოკად და ნინიძე რომ დაინახა, გაუღიმა და ჰკითხა:
– ჰა, რა ჰქენი, შე ძველო, მოიტანე პრესტუპნი რეკვიზიტი?
– კი, აქაა, – ნინიძემ მაგიდაზე მიუთითა ყურშას და დააყოლა, – დაბოღმილი ხარ ჩემზე?
– მოგცლია ერთი, თუ ძმა ხარ... რის დაბოღმილი. ამხელა მაყუთი გვეჭყანება და დაბოღმვის დროა? რაც იყო, იყო. მორჩა ბაზარი და ახლა საქმეზე ვიფიქროთ.
ნინიძემ ხელი გაუწოდა ხაბაძეს და უთხრა:
– ჩაარტყი, ბრატ!
ყურშამ ხელი ხელზე დაჰკრა მაიორს, გაუღიმა და მიუგო:
– აჰა, ძმა, ჩავარტყი და მორჩა ბაზარი.
– მორჩა, – გაიმეორა ნინიძემ, – წავედი ახლა და ცხრა საათზე ადგილზე ვიქნები. აბა, თქვენ იცით! როგორც კი ბუკიას მოაყუჩებთ, დამიზვანოკეთ და საქმეს მივხედოთ.
ნინიძე რომ წავიდა, ყურშამ რიტას უთხრა:
– ხომ გეუბნებოდი, ნაბოზარია-მეთქი. რაღაცას ხვდება და ძალიან ყურადღებით, ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ არ დაგვასწროს.
– შენ ფიქრობ, თვითონ შეეცდება ჩვენს გაგორებას? – ჰკითხა რიტამ.
– არ გამოვრიცხავ, მით უმეტეს, ჩხუბის შემდეგ. ამხელა მაყუთზეა ბაზარი და ზურა არაფერზე დაიხევს უკან.
– მართალი ხარ, უშო. გამორიცხული არაა, რომ მან მოინდომოს ჩვენი გაგორება, მაგრამ ორნი ვართ და ვერ უნდა გვაჯობოს, – თქვა რიტამ. შემდეგ პაუზა გააკეთა და დააყოლა, – და ვერც გვაჯობებს. მთავარია, ისე მოვიქცეთ, ამის საშუალება არ მიეცეს.
– რას გულისხმობ? – ვერ მიხვდა ყურშა.
– ახლავე აგიხსნი.
– გისმენ, თქვი.
– ჩვენს დაბრედვას ეგ ნაბოზარი მხოლოდ მას მერე შესძლებს, თუკი ერთად მოგვიხელთებს. ჯერ ერთი და მერე მეორე, თითქმის გამორიცხულია, რადგან დაიწვება. ანუ, ჩაშვების შანსი ძალიან დიდია, ხომ მართალს ვამბობ?
– კი, მართალი ხარ, – დაუდასტურა ყურშამ.
– ჰოდა, ასე უნდა მოვიქცეთ – როცა კიბოს წამლის ფორმულას გავიგებთ და მის გაყიდვაზე მიდგება საქმე, მე გავქრები და შენ იმ ნაბოზარს ეტყვი, თითქოს სასწრაფოდ მოსკოვში გავემგზავრე.
– მიზეზი?
– ვითომ დედაჩემი კვდება და იმიტომ. მან ხომ არ იცის, რომ მოსკოვში მშობლები არ მყავს? ჰოდა, დაიჯერებს. სინამდვილეში კი, მე აქვე, საიმედოდ დავიმალები. ის ნაბოზარი გამჟღავნების შიშით ხელსაც ვერ დაგაკარებს. როცა კი ფულს დაითრევთ, მაგ ნაბოზარს გავაგორებთ. მაყუთს დავითრევთ და აიდა, აქედან შევუბერავთ. რას იტყვი, ცუდი გეგმაა?
– მე მგონი, კარგი გეგმაა, – მიუგო ყურშამ, ჩაფიქრდა და დააყოლა, – კი, კარგი გეგმაა. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა.
– მეც ასე ვფიქრობ. შენ კი ის მითხარი, თუ შეგიძლია, რომ სადმე საიმედოდ დამმალო.
– კი, მაქვს ერთი საიმედო ადგილი და იქ დაგმალავ.
– ნინიძემ ხომ არ იცის იმ ადგილის შესახებ?
– არა, თავი გააქნია ყურშამ.
– მაინც სადაა ეს სამალავი?
– საბურთალოზე. ერთი ახალაშენებული კორპუსია და ერთოთახიანი ბინა მაქვს იქ ნაყიდი. იმ ბაითში დაგმალავ და ეშმაკიც კი ვერ გიპოვის.
– ძალიან კარგი. ამ მხრივ, ყველაფერი გაიასნებულია. ახლა კი საქმის გასაკეთებლად მოვემზადოთ, რომ ყველაფერი ხუთიანზე შევასრულოთ, – უთხრა რიტამ ყურშას, გულში კი გაიფიქრა: „სირებო, მე თქვენ გიჩვენებთ, როგორ კეთდება საქმეები სუფთად. ორივეს დაგბრიდავთ, მაყუთს ავიღებ, გავემგზავრები და სდიონ ქარს“.
***
საღამოს რვა საათი რომ შესრულდა, რიტა და ყურშა სახლიდან გამოვიდნენ, მანქანაში ჩასხდნენ და დიღმის მასივისკენ გაემართნენ. ტიტე ბუკიას ბინაში მოტყუებით რომ შეჭრილიყვნენ და მისი ოჯახი მძევლად აეყვანათ. საცხოვრებელ კორპუსს რომ მიუახლოვდნენ, მანქანა წინასწარ შეთვალიერებულ ადგილზე გააჩერეს. ყურშამ კონსპირაციული ტელეფონით დაურეკა ნინიძეს და ჰკითხა:
– სად ხარ?
– ხუთ წუთში  ადგილზე ვიქნები. თქვენ?
– ჩვენ უკვე ადგილზე ვართ და ვიწყებთ, – მიუგო ყურშამ.
– აბა, თქვენ იცით. მალე მოვალ. მიდით, – უთხრა ნინიძემ ყურშას და ტელეფონი გათიშა. შემდეგ სიჩქარე გამოცვალა და სისწრაფეს უმატა.
მაიორი ზურაბ ნინიძე ორიოდე წუთის შემდეგ უკვე ტიტე ბუკიას საცხოვრებელი კორპუსიდან ასიოდე მეტრის მოშორებით იმყოფებოდა მანქანაში და  არ იცოდა, რომ მას ტიტე ბუკია უთვალთვალებდა... მაიორმა ტიტე ბუკიამ მას მერე გადაწყვიტა ნინიძეს კუდზე დაჯდომოდა, რაც ნაცნობმა ექიმმა-ონკოლოგმა შეატყობინა, რომ ნინიძე გოკიელის მიერ გამოჯანმრთელებული პაციენტების ვინაობით დაინტერესდა და მთავარ ექიმს მათი მონაცემები გამოართვა. ტიტემ, მართალია, ზუსტად არ იცოდა, რას აპირებდა ნინიძე, მაგრამ დაახლოებით ხვდებოდა მის ზრახვებს. ამიტომ, თადარიგი წინასწარ დაიჭირა, ცოლ-შვილი უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანა, საკუთარ ბინაში კი სიურპრიზი მოუწყო იქ შემსვლელთა მსურველებს, რადგან ასეთი ვარიანტიც გაითვალისწინა.
ნინიძემ სიგარეტი გააბოლა, თან კონსპირაციული ტელეფონისკენ ეჭირა თვალი, რადგან შეთანხმებისამებრ, როგორც კი რიტა და ყურშა ბუკიას ბინაში შეიჭრებოდნენ და მის ცოლ-შვილს გაანეიტრალებდნენ, მისთვის უნდა დაერეკათ და ეს ამბავი ეცნობებინათ.
სანამ მაიორი ნერვიულობდა, ნინიძის მანქანიდან ორმოციოდე მეტრში მდგომ ტიტეს მისმა ძმამ, ზაზამ დაურეკა და უთხრა:
– ყველაფერი რიგზეა. შენი ვარაუდი გამართლდა, სახლში სტუმრები გვეწვივნენ და მახეშიც გაებნენ.
– რამდენი არიან? – იკითხა ტიტემ, თან ნინიძეს მანქანისკენ გაიხედა.
– ორნი, კაცი და ქალი, – მიუგო ზაზამ ძმას.
გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3