როგორი ნერვები გაქვთ
ვარჯიში ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სხეულის გაჯანსაღების საუკეთესო საშუალებაა. მაგრამ, თუ გადატვირთული დღის რეჟიმის გამო, ვარჯიშს ვერ ახერხებთ, მაშინ 1 კვირაში 5 ზედმეტი კილოგრამის დაკლებას წიწიბურის დიეტით მარტივად შესძლებთ.
* 1. საღამოს მოხარშეთ 1 ან 2 ჭიქა წიწიბურა 3-5 ჭიქა წყალში, უმარილოდ და უშაქროდ. 2. გაღვიძებისთანავე უზმოზე აუცილებელია დალიოთ 1 ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. 3. ნახევარი საათის შემდეგ მიირთვით 3 ნაწილად გაყოფილი წიწიბურის პირველი წილი, კეფირთან ან მაწონთან ერთად. მიაყოლეთ უშაქრო ჩაი ან ბოსტნეულის წვენი, მაგალითად, გოგრის, სტაფილოს, ტომატის და ასე შემდეგ. 4. სადილზე მიირთვით წიწიბურის მეორე წილი, ვახშამზე – მესამე წილი. შუალედებში აუცილებელია სითხის მიღება, ოღონდ უგაზო, უშაქრო და უმარილო. 5. დიეტის ხანგრძლივობა 7 დღეა.
ამ დიეტის გაკეთება რეკომენდებულია მხოლოდ 1 თვის განმავლობაში, ერთხელ და არა მეტჯერ. წონის შესანარჩუნებლად კი, შეზღუდეთ ტკბილეული და მარილიანი საკვები.