კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

კითხვა-პასუხი

კითხვა: იწვევს თუ არა ბევრი შოკოლადის ჭამა კანზე გამონაყარს და შეუძლია თუ არა მას სახის კანის მდგომარეობის გაუარესება?
პასუხი: შოკოლადი გამონაყარის ინტენსივობაზე არ მოქმედებს, თუმცა კვების არასწორ რეჟიმს მართლა შეუძლია სახის კანის მდგომარეობის გაუარესება. ასე რომ, მიირთვით შოკოლადი, ოღონდ ნორმის ფარგლებში.
კითხვა: გამიგია, რომ კიტრის კანის ანათალი თვალის დასიებულ უპეებს აცხრობს. იქნებ მიპასუხოთ, უშველის ეს ჩემს შესიებულ ქუთუთოს?
პასუხი: კიტრის ანათალი მართლა შველის თვალის დასიებულ უპეებს, ისევე, როგორც ნებისმიერი სახის ცივი კომპრესი. მაგალითად: ცივი ჩაის პაკეტი, ნაჭერში გახვეული ყინული და ასე შემდეგ. ამ დროს, დაბალ ტემპერატურაზე სისხლძარღვები ვიწროვდება და დასიებაც ცხრება.
კითხვა: ბევრს საუბრობენ იმაზე, რომ ადამიანს რვა საათი უნდა ეძინოს დღე-ღამის განმავლობაში, რომ სრულფასოვნად გამოიძინოსო. ასევე, გავიგე, რომ რვასაათიანი ძილი წონის კლებასაც უწყობს ხელს. ეს სიამრთლეა?
პასუხი: დღეში რვა საათი ძილი აუცილებელია. თუ ეს შეუძლებელია, მინიმუმ ექვსი საათი მაინც უნდა ვიძინოთ. რაც შეეხება წონაში კლებას და ამასთნ ძილის კავშირს – ერთი მხრივ, როცა გვძინავს, არ ვჭამთ და ნაკლებ კალორიას მოვიხმართ; მეორე მხრივ, ძილის ქრონიკული ნაკლებობისას ნივთიერებათა ცვლა ნელდება და ენერგიაც ნაკლებად იხარჯება, ესე იგი, წონაც არ იკლებს.
კითხვა: გრძელი თმა მაქვს და ხშირად მეყოფა თმის ღერი, რის გამოც მიწევს მისი შემოკლება და თმის გაყოფილი ბოლოების შეჭრა.  შესაძლებელია თუ არა, თმის გაყოფილი ბოლოების აღდგენა სხვადასხვა საშუალებით?
პასუხი: გაყოფილი ბოლოების მოშორების ერთადერთი გზა დაზიანებული თმის შეჭრაა. ნებისმიერი სხვა საშუალება მხოლოდ დროებით აწებებს გაყოფილ ბოლოებს და შეუმჩნეველს ხდის. თუმცა ამით პრობლემა არ ქრება.
კითხვა: კურნავს თუ არა მზეზე გარუჯვა სახეზე გამონაყარს? რა ვიხმარო, რომ ამ მხრივ პრობლემური სახის კანი დავიცვა მზეზე ყოფნისას?
პასუხი: გარუჯვისას კანი მუქდება და აკნე ნაკლებად შესამჩნევი მხოლოდ ამიტომ ხდება. გამონაყარისგან თავის დასაცავად მზისგან დამცავი უცხიმო კრემი გამოიყენეთ. გარუჯვა პრობლემას მხოლოდ დროებით მიჩქმალავს. ამიტომ, ეცადეთ, დროულად უმკურანლოთ გამონაყარს.

скачать dle 11.3