კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გაქურდა მოსკოვის „ბუტირკის“ ციხის ადმინისტრაცია ცნობილმა კანონიერმა ქურდმა „ენაბლუმ“

უხუცესი ქართველი კანონიერი ქურდი, მეტსახელად „ზაიკა“ (ენაბლუ), იგივე ვახტანგ ფერაძე, ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული პიროვნება იყო საბჭოეთის შავ სამყაროში და კოლეგებს შორის დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა. სინამდვილეში, ის კარგი ორატორი და ქურდული საქმის ნამდვილი პროფესიონალი იყო.  გთავაზობთ რამდენიმე ეპიზოდს ფერაძის ბიოგრაფიიდან.
„ენაბლუ“
ვახტანგ ფერაძე 1896 წელს თბილისში დაიბადა და ადრე დაობლდა. მას ბებია ზრდიდა, რომელიც ასევე, ადრე გარდაიცვალა და მეურვედ, 11 წლის ბავშვს, დედის ძმა დაუნიშნეს. პატარა ვახუნას მეურვე ლოთი, მოთამაშე და მექალთანე იყო. სწორედ მან იქონია გავლენა ბავშვის ცხოვრებაზე და გზა გაუმრუდა. თორმეტი წლის ვახომ ქუჩურ ცხოვრებას მიჰყო ხელი. მასზე ბევრად უფროსმა ბიჭებმა ბავშვს მოპარვა და კარტის თამაში ასწავლეს. ერთხელ ვახომ ჩვიდმეტი წლის სოლოლაკელ ალიმასთან შვიდი მანეთი წააგო. მოგებულმა ჯიბის საათს დახედა და წაგებულს უთხრა:
– თუ ერთ საათში ფულს არ ჩამაბარებ, შერცხვები და ქუჩაში თავს ვერ გამოყოფ.
– არ შევრცხვები, – მტკიცედ მიუგო ფერაძემ ალიმას და ერევნის (თავისუფლების) მოედანზე დაეშვა.
პატარა ვახომ პოლიცმაისტერი აბესალოვი შენიშნა. ის დინჯად მიაბიჯებდა პუშკინის სკვერისკენ, ჯიბეში კი უზარმაზარი საფულე ედო. აბესალოვი შიშის ზარს სცემდა ქურდებსა და ყველა ჯურის ბოროტმოქმედს. მისი სახელის გაგონებაზეც კი, ძრწოდნენ ისინი. პატარა ვახუნამ წინ გაურბინა პოლიცმაისტერს. ქვას ფეხი წამოჰკრა და დაეცა. აბესალოვი ბავშვისკენ დაიხარა და მისი წამოყენება სცადა, თუმცა ის არ იძროდა. სანამ პოლიცმაისტერი ვახოს „ასულიერებდა“, ბავშვმა ჯიბიდან საფულე ამოაცალა და იმდენი მოახერხა, რომ ახლომდებარე შადრევანში მოისროლა. აბესალოვმა ბავშვი სკამზე დასვა და ჰკითხა:
– როგორ ხარ?
– მმშიაა!.. – ენა დაიბა ბიჭმა.
პოლიცირმაისტერმა ჯიბეები მოიჩხრიკა, მაგრამ საფულე ვერ იპოვა. შემდეგ ხელი ჩაიქნია. ახლომდებარე საფუნთუშედან ვახოს უზარმაზარი, ქიშმიშიანი ფუნთუშა გამოუტანა, მიაწოდა და უთხრა:
– ჭამე და სახლში წადი. გაგაცილო?
– მმადლობა,  ძძია... უკეთ ვარ. არ მმინდა, – მიუგო ბავშვმა.
აბესალოვი პუშკინის სკვერს გაუყვა, თან საფულეს ეძებდა. ვახომ კი ნაჯიბგირალი ნივთი შადრევნიდან ამოიღო, ვიწრო ქუჩებით სოლოლაკში დაბრუნდა და ალიმას შვიდი მანეთი ჩააბარა. დანარჩენი ორმოცი მანეთი კი ძმაბიჭებთან ერთად დახარჯა. მათ ჯიბგირობის ისტორია მოუყვა და სწორედ მაშინ უწოდეს ვახო ფერაძეს „ენაბლუ“.
პატარა კურიერი
წლების შემდეგ ვახტანგ ფერაძე და ანტონ აბესალოვი ციხეში შეხვდნენ ერთმანეთს და საფულის ისტორია გაიხსენეს. ენაბლუ ქურდობისთვის იხდიდა სასჯელს, აბესალოვი კი ახალმა, ბოლშევიკურმა მთავრობამ დააპატიმრა. მას პოლიცმაისტერობა გაუხსენეს. აბესალოვი სასტიკად დევნიდა არალეგალ ბოლშევიკებს ცარიზმის დროს და სწორედ ამის გამო დაიჭირეს. პატარა ვახო კი, პირიქით, ბავშვობიდანვე ეხმარებოდა იატაკქვეშელებს და კრიმინალური საქმიანობის პარალელურად, არალეგალთა კურიერის ფუნქციას ითავსებდა. ვახუნას არაერთხელ გადაუტანია რევოლუციური პროკლამაციები ერთი ადგილიდან მეორეზე. ღამით კი აკრძალულ ფურცლებს ქალაქის კედლებზე აკრავდა... პატარა კურიერმა მალე მოიპოვა ბოლშევიკების ნდობა. მოგვიანებით, მას უფრო საპასუხისმგებლო დავალებებსაც კი აძლევდნენ. 1912 წელს 16 წლის ვახომ თბილისის რკინიგზის სადგურიდან ავლაბარში 40 ცალი შაშხანა და 6 ყუთი ტყვიაწამალი მიიტანა დროგით. ისინი ბიჭმა შეშის ქვეშ დამალა. 1913 წელს კი, იატაკქვეშელთა დავალებით, „ოხრანკის“ პოდპოლკოვნიკის ბინაში შეძვრა და იქიდან საბუთები მოიპარა, ბოლშევიკებმა ის სათავისოდ, პოლიტიკური მიზნებისთვის გამოიყენეს. დამსახურების მიუხედავად, ენაბლუ არც ახალმა ხელმძღვანელობამ დაინდო. 1923 წელს, 27 წლის ვახო ქურდობისთვის დაიჭირეს, ხუთი წელი მიუსაჯეს და სწორედ იქ შეხვდნენ ერთმანეთს ენაბლუ და აბესალოვი და ექვსი თვე ერთ საკანში გაატარეს.
კოლორიტი ქურდი
ენაბლუ კანონიერ ქურდად 1927 წელს, 31 წლის ასაკში, მოინათლა ორთაჭალის ციხეში და 60 წლის განმავლობაში – სიცოცხლის ბოლომდე ატარებდა ამ ტიტულს. ფერაძეს არაერთი ისეთი საქმე გაუკეთებია, ერთდროულად აღფრთოვანებასა და ღიმილს რომ იწვევდა კოლეგებსა და სამართალდამცველებში.
1940 წელს, როდესაც ენაბლუ მორიგი პატიმრობიდან გათავსუფლდა მოსკოვის „ტაგანკის“ ციხიდან, მან ხელს გამოაყოლა ციხის დირექტორისა და რეჟიმის უფროსის საფულეები. მაჯის ოქროს საათი კი ხელიდან მოხსნა ციხის უფროსს და იმავე საღამოს სასტუმრო  „მოსკვას“ რესტორანში „დაამღერა“.
1950 წელს ენაბლუმ სახლში დაურეკა საიუველირო მაღაზია „დიადემის“ დირექტორს, თავი თაყვანისმცემელ ქალად წარუდგინა და პაემანზე გამოიტყუა. შემდეგ კი მის ბინაში შევიდა და იქაურობა პირწმინდად „გაასუფთავა“.
ვახო ფერაძე 80 წლის ასაკამდე ქურდობდა და სოლიდურად ჩაცმული მოხუცი ძველი ოსტატობით უსუფთავებდა ჯიბეებს საბჭოთა მოქალაქეებს. აბა, ვინ იფიქრებდა, რომ ეს სანდომიანი „ბაბუა“ ცნობილი კრიმინალური ავტორიტეტი იყო და ეჭვი მასზე არავის მიჰქონდა.
80 წელს გადაცილებულმა ვახო ფერაძემ მხოლოდ 1979 წელს დაანება თავი საქმეზე სიარულს, რადგან თვალებმა უმტყუნა და ქურდებმა მას პენსია დაუნიშნეს. თუმცა, ენაბლუს საღი გონება სიცოცხლის ბოლომდე შერჩა. ის რეგულარულად იღებდა მონაწილეობას ქურდულ შეკრებებში და მის სიტყვასაც ფასი ჰქონდა. მას არაერთი ცნობილი ქურდი უკურთხებია და თავის „ოსტატობას“ ახალგაზრდებს გადასცემდა... ენაბლუ 1987 წელს გარდაიცვალა და მოსკოვშია დაკრძალული.

скачать dle 11.3