კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჩაიფიქრა მკვლელობა

ქალი საკმაოდ ელეგანტური და სექსუალური იყო. დარბაზში თავდაჯერებული შემოვიდა და მტკიცე ნაბიჯებით გაემართა მისკენ. კაცი მრგვალ მაგიდასთან იჯდა და წიგნს კითხულობდა. განათლებულ ინტელიგენტს ნამდვილად არ ჰგავდა. პირიქით, ისეთი გარეგნობა ჰქონდა, როგორც კრიმინალს.
– ბილი კატლერი, – თავაზიანად წარუდგა ქალს, – რა შევუკვეთო თქვენთვის?
– არ ვიცი, – ქალმა პალტო ოფიციანტს მიაწოდა და შეთავაზებულ სკამზე დაჯდა, – თქვენ რას სვამთ?
– „მარტინის“. ასეთ ამინდში „მარტინი“ შეუდარებელია, თან, აქ კარგად აზავებენ. მანქანით ჩამოხვედით?
– არა. ასეთ შეხვედრებზე ტაქსით სიარულს ვამჯობინებ. მითხრეს, რომ ჩემი დახმარება შეგიძლიათ.
ბილი კატლერმა თავი დაუქნია.
– შევეცდები. ჩემი პროფესია გაბრაზებული ადამიანების დახმარებაა. ქალმა ოფიციანტის მოტანილი „მარტინი“ მოსვა და სიამოვნებისგან შეაჟრჟოლა.
– შესანიშნავია. მართალი იყავით. საქმეზე გადავიდეთ. ჰოვარდ ბელამი ჩემი ყოფილი ქმარია. დღეს მანქანაც, სააგარაკო სახლიც და მანსარდიც გრინ-სტრიტზე მას ეკუთვნის. ფაქტობრივად, ქუჩაში დამტოვა. ესეც არ იკმარა და ათი ათას დოლარს ითხოვს.
– საინტერესოა, რატომ ითხოვს?
– ფიქრობს, რომ მისი ვალი მაქვს. იცით, რაშია საქმე? – ჩვენ ცოლ-ქმარი კი ვიყავით, მაგრამ ფინანსურ დამოუკიდებლობას ვინარჩუნებდით. კომუნალურ ხარჯებს თანაბრად ვიყოფდით. რესტორანში ხან მე ვეპატიჟებოდი მას, ხან ის – მე. საკუთარ თავს ვინახავდი. ღარიბი არ ვარ. მამაჩემმა წარამატებული კომპანიის აქციები დამიტოვა. ჩემთვის სირთულეს არ წარმოადგენს, ძვირფასი ფეხსაცმელი ან კაბა ვიყიდო... მაგრამ, პრინციპის საკითხია, ხომ გესმით?
– არა. არ მესმის. რაღაც ვერ გავიგე. თუკი ასე შეთანხმებულად ცხოვრობდით, ათი ათასს რაში ითხოვს?
– ერთადერთხელ წამიყვანა კრუიზში. ეს რვა თვის წინ იყო... ჩვენი გაცნობის დღის აღსანიშნავად. მე არ მითხოვია, მისი ინიციატივა იყო. ახლა კი გადაწყვიტა, რომ ღირსი არ ვიყავი და ფულს მთხოვს, რაც კრუიზში გადაიხადა.
– მდა... საინტერესოა.
– შეიძლება, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ მაინც უნდა გკითხოთ, თქვენი დაშორების მიზეზი რა იყო?
– ეჭვიანობა... – გაიღიმა ქალმა.
– გასაგებია... ქალები ეჭვიანობით ყველაფერს აფუჭებენ ხოლმე.
– ვერაფერი გაიგეთ. მე კი არა, ის ეჭვიანობდა ბოლო დროს გამუდმებით. ვფიქრობ, ჩემი თავიდან მოშორება უნდოდა და ეს ხერხი გამოიყენა. საზიზღარი. ყოველთვის ნაძირალა იყო. ჭკუას ხომ ასწავლით?
– ხუთასი დოლარი...
– რა?
– ხუთასი დოლარი დაგიჯდებათ.
– პრობლემა არ არის. მინდა, რომ ძალიან, ძალიან ინანოს... მუხლებზე დაჩოქილმა ითხოვოს პატიება...
კაცმა მრავალმნიშვნელოვნად ჩაიღიმა.
– ესე იგი, ძალისმიერი მეთოდებიც უნდა გამოვიყენო. ეს კი ყოველთვის არ იძლევა იმ შედეგს, როგორიც წინასწარ გვქონდა ჩაფიქრებული.
ქალმა უნებლიეთ შეხედა.
– ეს როგორ უნდა გავიგო?
– ქალბატონო, – პირდაპირ პასუხს თავი აარიდა კაცმა, რომელიც სულ უფრო ემსგავსებოდა განგსტერს, – ვხედავ, „მარტინი“ მოგეწონათ. კიდევ შევუკვეთავ...
– დიახ, უარს არ ვიტყოდი. მოდუნება მჭირდება, – ქალმა ლამაზ შუბლზე ჩამოშლილი თმა შეისწორა, – რას გულისხმობდით არასასურველ შედეგში?
– დიახ, რა თქმა უნდა... რას ვგულისხმობდი არასასურველ შედეგში, ახლავე მოგახსენებთ. ადამიანის ისე დაშინება, რომ განზრახვაზე ხელი ააღებინო, უბრალოდ არ ხდება. ერთი-ორს შემოარტყამ, მერე რაღაცას გეტყვის... ნერვებზე დაიწყებს თამაშს და კიდევ მოარტყამ – შედარებით მაგრად... შეგაგინებს და მისი კიდევ უფრო მაგრად ცემის სურვილი გაგიჩნდება... ასეა, ზოგიერთი თავს ძალით იკლავს.
ქალს თვალები გაუფართოვდა.
– რაო? გინდათ მითხრათ, რომ მოკლავთ? სწორად გავიგე?
– მეტ-ნაკლებად გაიგეთ... უფრო იმის თქმა მინდოდა, რომ გამორიცხული არ არის, შემოგვაკვდეს.
– ო, ღმერთო... ის, მართალია, ნაძირალაა, მაგრამ მოკვლა მეტისმეტი მეჩვენება. რა ვქნა, სხვანაირად არ შეიძლება? მე თქვენ ხუთას დოლარს გიხდით იმაში, რომ უბრალოდ, შეაშინოთ და ათი ათასი დოლარი აღარ წამართვას.
– ძვირფასო ქალბატონო, თავს ნუ მოვიტყუებთ. მე თქვენ სრული სურათი დაგიხატეთ. ახლა თავად გადაწყვიტეთ.
– მისი სიკვდილი არ მინდა, – ამოიოხრა ქალმა.
– მაგრამ არც ათი ათასი დოლარის გადახდა გინდათ, ხომ მართალია?
– მართალია... გამოუვალი მდგომარეობაა, – ისევ ამოიოხრა ქალმა.
– დიდი პატივისცემით გეტყვით, ქალბატონო, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. კიდევ ერთი „მარტინი“?
– არა, გმადლობთ... ვნერვიულობ და მინდა, სიფხიზლე შევინარჩუნო... უკვე აღარ ვიცი, რა ვქნა. ათი ათასი დოლარისთვის როგორ მოგაკვლევინოთ?
– მე ვიცი, – მშვიდად წარმოთქვა კაცმა.
ქალმა კითხვით სავსე მზერა მიაპყრო.
– თქვენ ჯერ კიდევ მისი კანონიერი ცოლი ხართ?
– დიახ... მერე?
– ანუ, კანონიერი მემკვიდრე ხართ...
– ვერ ვხვდები, ამით რა იცვლება.
– ყველაფერი, – ჩაიცინა კაცმა, – აღარ იდგებით დილემის წინაშე. თუ გეგმაში ჩავჯდებით, ხუთას დოლარს მომცემთ და ის შეშინებული, ათი ათასი დოლარის გამორთმევაზე იტყვის უარს... მაგრამ, თუ შემოგვაკვდება, ანუ გეგმას გადავუხვევთ, ათი ათასი დოლარიც შეგრჩებათ და მთელი ქონებაც. მაგრამ ამ შემთხვევაში ორი ათას დოლარს გადამიხდით. ორივე შემთხვევაში მოგებული დარჩებით.
ქალმა ჭიქაში ჩარჩენილი „მარტინი“ მოსვა და გაიღიმა.
– ანუ, ყველაფერს საკუთარ თავზე იღებთ?
– დიახ. რა თქმა უნდა...
– და, თუ მე გეგმიდან გადახვევის მომხრე ვიქნები... არ იტყვით, რომ მკვლელობა მე ჩავიფიქრე?
– ქალბატონო, მე პროფესიონალი ვარ, თქვენ კი – მომხიბვლელი ქალბატონი, რომელიც, უბრალოდ, შურისძიების მსხვერპლი აღმოჩნდა.

скачать dle 11.3