კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უწოდა ჩერჩილმა სტალინს სულთამხუთავი

სტალინის მოხერხებულობაზე, მის დიპლომატიურ ნიჭსა და საჭიროების შემთხვევაში, სიმკვეთრესა და დაუნდობლობაზე არაერთ ავტორს დაუწერია. ყველა ერთხმად აღნიშნავს, რომ საბჭოთა ბელადი ყოველთვის „ათიანში არტყამდა“... პროფესორი პავლე პროკოპენკო წერს: „ჯერ კიდევ რევოლუციონერ „კობაზე“ ამბობდა ლენინი „ზუსტი მსროლელიაო“ და საბჭოთა სახელმწიფოს შემქმნელი ამაში საჭირო მომენტის ზუსტად შერჩევისა და ხელიდან არგაშვების ნიჭს გულისხმობდა. სწორედ ამიტომ იყო, რომ ლენინი სტალინს ყველაზე საპასუხისმგებლო მოლაპარაკებებს ანდობდა, რადგან იცოდა, ის (სტალინი) არასდროს გააწბილებდა ილიჩს (ლენინს).
სტალინის უახლოესი თანამებრძოლი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვიაჩესლავ მოლოტოვი წერდა: „სტალინის ურთიერთობები თავის კოლეგა სახელმწიფო მეთაურებთან საკმაოდ კორექტული იყო და თითქმის არასდროს სცდებოდა დაშვებულ ეთიკურ ნორმებს. თუმცა, იყო შემთხვევები, როცა ის (სტალინი) საკმაოდ მკაცრად მოქცევია თავის ტოლ-სწორებს და ამის დამადასტურებელი სცენა გათამაშდა 1945 წელს პოტსდამის კონფერენციაზე, სადაც საბჭოთა კავშირი, დიდი ბრიტანეთი და ამერიკის შეერთებული შტატები მეორე მსოფლიო ომის შემდგომი მსოფლიოს მოწყობაზე მსჯელობდნენ. ეს მსჯელობები კი ზოგჯერ ძალიან მწვავე დაპირისპირებაში იზრდებოდა. განსაკუთრებული ხმაურით გამოირჩეოდა ბრიტანელი პრემიერი – ჩერჩილი. ის ცდილობდა, რაც შეიძლება „დიდი ნაჭერი“ აეღო „ევროპული ნამცხვრიდან“, რის საშუალებასაც მას სტალინი არ აძლევდა. განსაკუთრებით მწვავე მსჯელობა მოჰყვა „პოლონეთის საკითხს“. ჩერჩილს უნდოდა, სტალინს პოლონეთზე გავლენა არ ჰქონოდა, რადგან კარგად იცოდა, თუ სტალინი იქ გავლენას შეინარჩუნებდა, მაშინ საბჭოთა მეთაური ევროპის 80 პროცენტსაც დაისაკუთრებდა, რადგან პოლონეთი „ევროპის კარიბჭე“ იყო... ყველაფერი ეს სტალინმაც კარგად უწყოდა და ჩერჩილს არაფერს უთმობდა. თუმცა, სტალინის ეს „არდათმობა“ უაღრესად მშვიდ ხასიათს ატარებდა, ხოლო ჩერჩილი ზოგჯერ წყობიდან გამოდიოდა... ერთ-ერთი დისკუსიის დროს, როდესაც ჩერჩილმა სტალინისგან მორიგი უარი მიიღო „პოლონეთის საკითხზე“, წყობიდან გამოსულმა „ბრიტანელმა ლომმა“ (ჩერჩილმა) ახალმოკიდებული სიგარა საფერფლეში ჩაასრისა და სტალინს ემოციურად უთხრა:
– პოლონეთისთვის თავისუფალი არჩევნის წართმევა სიცოცხლის წართმევის ტოლფასია და ამაში თქვენ იქნებით დამნაშავე. ამ სულთამხუთაობაზე ნებაყოფლობით წახვალთ?
ჩერჩილის ვითომდა ირიბად ნათქვამი სიტყვები სტალინის საკმაოდ დიდი და პირდაპირი შეურაცხყოფა იყო. ეს სიტყვები ყველამ მკაფიოდ გაიგო და თუკი საბჭოთა დელეგაციის წევრებს უკიდურესი ზიზღი აღბეჭდოდათ სახეებზე ამ თავხედობის გამო, ანგლო-ამერიკელები ირონიულად იღიმებოდნენ და პრეზიდენტ ტრუმენს გაეცინა კიდეც... მხოლოდ სტალინი იყო აუღელვებელი. მან ჩიბუხი მოქაჩა და კვამლი გამოუშვა. შემდეგ ჩერჩილს მწველი მზერა ესროლა და მშვიდად მიუგო:
– ერთი ტერმინი ვიცი, რომელიც ფაშისტებმა დაამკვიდრეს – „ქოვენთრირება“ ეწოდება და ავიაიერიშებისგან მიწასთან გასწორებული ქალაქების მიმართ გამოიყენება. ამ ტერმინს თქვენმა გადაწყვეტილებამ დაუდო სათავე და რომელ ჩემს სულთამხუთაობაზე ლაპარაკობს მისტერ ჩერჩილი?.. – სტალინმა მზერა მოავლო მრგვალ მაგიდასთან მსხდომ ანგლო-ამერიკელებს. შემდეგ ჩემკენ გადმოიხარა და მიჩურჩულა:
– ნახე, ახლა ჩერჩილი როგორ გაჭენდესო...
სტალინს ბოლომდე არ ჰქონდა დამთავრებული სიტყვა, რომ გაფითრებულმა ჩერჩილმა სწრაფი ნაბიჯით, უხმოდ დატოვა საკონფერენციო დარბაზი. ასევე, მდუმარედ გავიდნენ ამერიკელებიც. ჩვენ კი, ყველაზე ბოლოს, სიამაყით სავსენი გავედით დარბაზიდან...“
 ტერმინი „ქოვენთრირება“ 1940 წლის 8 ნოემბრის შემდეგ ინგლისის ქალაქ ქოვენთრის მიწასთან გასწორებამ გააჩინა. ამ დღეს ფაშისტურმა ავიაგამანადგურებლებმა (500 თვითმფრინავი) 600 ტონა ბომბები ჩამოყარეს ქალაქში და 10 ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე შეიწირეს. მათ შორის მრავალი ბავშვი იყო. დაგეგმილი ავიაიერიშის ამბავი წინასწარ იცოდა ბრიტანულმა დაზვერვამ, რადგან კრიპტოგრაფებმა ფაშისტების საიდუმლო კოდები გაშიფრეს და შეეძლოთ საიდუმლო ინფორმაციების მოპოვება. როცა ჩერჩილს მომავალი დაბომბვის შესახებ შეატყობინეს და ჰკითხეს, როგორ მოქცეულიყვნენ, ბრიტანელმა პრემიერმა ხელქვეითებს უბრძანა, ხალხი არ გაეფრთხილებინათ, რათა კოდების ამოხსნის საიდუმლო არ გამჟღავნებულიყო. ამით ჩერჩილმა სულთამხუთავის როლი შეასრულა თავისი ხალხის მიმართ და სწორედ ეს გაახსენა სტალინმა ჩერჩილს...
საბჭოთა ბელადს ქოვენთრის გაწირვის ამბავი ამ ქალაქის დაბომბვიდან მალევე შეატყობინა საბჭოთა სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობამ. ყველაფერი მათ სანდო წყარომ მიაწოდა და სტალინი თითქმის ხუთი წლის განმავლობაში საიდუმლოდ ინახავდა ამ ინფორმაციას. გამოყენებით კი, სწორედ რომ, საჭირო დროს და საჭირო მომენტში გამოიყენა. ამით დიდი პოლიტიკური წარმატებაც მიიღო და პოლონეთის საკითხშიც პირწმინდად გაიმარჯვა.
მეორე დღეს უკვე მსოფლიოს ყველა მოწინავე  ჟურნალ-გაზეთში ერთხმად წერდნენ ჩერჩილის სულთამხუთაობაზე, მის „პოლონურ მარცხსა“ და იმაზე, რომ პრემიერს სტალინმა ზუსტად ათიანში გაარტყაო...“

скачать dle 11.3