თეთრი ლაქების მოშორება შეიძლება
ალბათ, შეგიმჩნევიათ თქვენს ან სხვის კანზე თეთრი ლაქები, რაც განსაკუთრებით მკვეთრი და ყურადღების მისაქცევია ზაფხულობით, გარუჯულ კანზე. ამის მიზეზი რამდენიმე დაავადება შეიძლება იყოს:
დამწვრობის შემდგომი პიგმენტაცია
დამწვრობა ხშირად კანზე კვალს ტოვებს. ამ პიგმენტების მოშორება ლაზერული თერაპიით შეიძლება. თუმცა, სახლის პირობებში ჯინჯერის ნაყენის საფენებს იყენებენ.
ვიტილიგო
ეს იმუნური სისტემის დარღვევითაა გამოწვეული. ლაქები პირისა და თვალების გარშემო და ასევე, ხელებზე ჩნდება. ეს დაავადება ხშირად ემართებათ მათ, ვისაც დიაბეტის, ავთვისებიანი ანემიისა და ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები აქვთ.
ეგზემა
ეს დერმატოლოგიური დაავადებაა, რომელსაც კანის ქავილი ახასიათებს. ის სხვადასხვა სახის შეიძლება იყოს. მკურნალობის შემდეგ კი, დაავადება თეთრ ლაქებს ტოვებს. კარგი იქნება, თუ შხაპის მიღების შემდეგ, ლაქებზე თაფლს წაისვამთ. თუ თქვენი კანი სკრაბებს ადვილად ეგუება, სახლში თაფლითა და შაქრით დამზადებული სკრაბები სცადეთ.
სახლის პირობებში ამ ლაქებს კურკუმისა (ინდური სანელებელი, რომლის შეძენაც ჩვენთანაც მარტივად შეგიძლით) და მდოგვის ზეთის ნარევით მკურნალობენ. 5 ჩაის კოვზი კურკუმა მეოთხედ ლიტრ ზეთში გახსენით და დღეში ორჯერ წაისვით დაზიანებულ უბნებზე.
როგორ დავაღწიოთ თავი ფეხის შეშუპებას
ფეხების შეშუპების მიზეზი უამრავია: ხანგძლივად და გაუნძრევლად ჯდომა, არასასიამოვნო, მოუხეხებელი ფეხსაცმელი, თირკმლის უკმარისობა და სხვა.
როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ ფეხებს?
შეშუპების წინააღმდეგ საბრძოლველად არაჩვეულებრივი საშუალებაა კომბოსტოს ფურცლები. ფურცლები უნდა იყოს ცივი, რისთვისაც ის მოათავსეთ მაცივარში და შემდეგ დაიფინეთ ყველაზე პრობლემურ ადგილებში.
შეშუპების თავიდან ასაცილებლად, უნდა მიიღოთ წყალი განსაზღვრული რაოდენობით. თუ ორგანიზმი წყალს საკმარისი რაოდენობით იღებს, განსაკუთრებით კი ცხელ ამინდში, ნაკლებ სავარაუდოა, რომ ფეხები შეგიშუპდეთ. მაგრამ, მნიშვნელოვანია, წყალი მიიღოთ იმდენი, რამდენიც საჭიროა და არა განუსაზღვრელი რაოდენობით, თორემ შესაძლოა, ეს შეშუპების მიზეზი გახდეს.
ფეხების შეშუპებასთან ბრძოლისთვის კარგი საშუალებაა ბრინჯი და სოდა. შეურიეთ ერთმანეთში ცოტა მოხარშული ბრინჯი და სოდა. მიღებული ნაზავი დაიდეთ შეშუპებულ ადგილებზე. შედეგად, შეშუპება ძალიან სწრაფად მოგეხსნებათ.
რა უნდა გააკეთოს ორსულმა ფეხების შეშუპებისას?
ამ დროს მიზანშეწონიალია ევკალიპტის აბაზანა – წყალს დაამატეთ რამდენიმე წვეთი ეთერზეთი. მისი საშუალებით თავს დააღწევთ შეუშუპებას. ევკალიპტი ასტიმულირებს სისხლის ცირკულაციას და ფეხები მალევე გრძნობს შვებას.
შეშუპების სამკურნალოდ, ასევე, გამოიყენება ზღვის მარილი, რომელიც უბრალოდ, წყალში უნდა გახსნათ. კარგი იქნება, თუ საღამოს შეშუპებულ ფეხებზე ცოტა ხნით ყინულს გაიჩერებთ ან, უბრალოდ, ცივი წყლის მასაჟს მიმართავთ.
თუ ფეხების შეშუპება გაწუხებთ, ყურადღება უნდა მიაქციოთ კვებას. უპირველესად, რაციონიდან უნდა ამოიღოთ მარილი და ნახშირწყლები. თუ სრულად ვერა, მინიმუმამდე მაინც უნდა დაიყვანოთ მათი მოხმრება. ზოგადად, უარი უნდა თქვათ არაჯანსაღ საკვებზე, განსაკუთრებით – საღამოს საათებში. ნუ დაგავიწყდებათ, რომ საჭიროებთ ვიტამინებს და მინერალებს. შეშუპება სიგნალია, რომელიც მიგანიშნებთ, რომ სხეულს უფრო მეტი ახალი ხილი და ბოსტნეული სჭირდება. ეცადეთ, მეტი იაროთ ფეხით, განსაკუთრებით დილის საათებში. ზემოთ ვთქვით, რომ საკმარისი ოდენობით წყალი კარგია, მაგრამ მისი გადაჭარბებით მიღება შეიძლება, შეშუპების მიზეზი გახდეს. თუმცა შესაძლოა, დღის განმავლობაში წყალი ნორმის ფარგლებში მიიღოთ და მაინც შეგვექმნას პრობლემები. ეს იმ შემთხვევაში, თუ მთელი დღის დოზას, დავუშვათ, მინიმუმ ორ ლიტრ წყალს, ერთბაშად, ძილის წინ დალევთ. შეშუპებას იწვევს ძილის ნაკლებობა. თუ არასდროს გძინავთ საკმარისი ხანგძლივობით, სხვა, უამრავ პრობლემასთან ერთად, შედეგად შეშუპებულ და ულამაზო სახესაც მიიღებთ.
ჭარბი წონა ისევე აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრავმა ან ხშირი დატვირთვა
ხერხემალი თქვენი ჯანმრთელობის მთავარი საყრდენია. ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკისთვის კარგია ცურვა, რადგან ის ავითარებს იმ კუნთებს, რომლებიც საჭიროა ხერხემლის გასამაგრებლად, ხსნის დატვირთვას მალთაშუა დისკებზე.
ოსტეოქონდროზი იმ ადამიანებს აწუხებს, ვინც ბევრს მოძრაობს ან, პირიქით, ცხოვრების უმოძრაო წესს მიჰყვება. ამ მხრივ, მნიშვნელოვანია მემკვიდრეობითი ფაქტორიც.
ოსტეოქონდროზი ხშირად უვითარდებათ ნერვიულ ადამიანებს. ზოგადად, სტრესი ამ დაავადების პროვოცირებას იწვევს, განსაკუთრებით კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს. ხერხემალთან გადის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები. მალთაშუა დისკების წანაცვლებისას ხდება ამ სისხლძარღვებზე ზეწოლა და ფერხდება ტვინის სისხლმომარაგება. ადამიანს ეწყება თავის ტკივილი და თავბრუსხვევა. კისრის კუნთების დაჭიმვა იწვევს ტკივილსა და დეპრესიას, ეს უკანასკნელი კი ძალიან საშიში დაავადებაა.
ოსტეოქონდროზის პროფილაქტიკა დიდ დროს არ მოითხოვს, მკურნალობა კი დროში იწელება. მაგალითად, იძინეთ მაგარ საწოლზე და არ გაცივდეთ, რადგან ზოგჯერ კუნთები გადაციებაზე რეფლექსური სპაზმით რეაგირებს. მათი შეკუმშვა კი მალის წანაცვლებას იწვევს, რაც ტკივილის მიზეზი ხდება. ეცადეთ, არ ასწიოთ მძიმე ტვირთი მოხრილმა, აჯობებს, ჩაიმუხლოთ. მძიმე ტვირთის გადაზიდვის დროს, არ შეიძლება ტანის მკვეთრი მოძრაობა. იარეთ ცურვაზე და ეცადეთ, დიდხანს ჯდომით ან დგომით არ დაძაბოთ ხერხემალი. და, რაც მთავარია, მოიშორეთ ზედმეტი კილოგრამები. ჭარბი წონა ისევე აზიანებს ხერხემალს, როგორც ტრავმა ან ხშირი დატვირთვა.
კურკუმა – სიცოცხლის ელექსირი
კურკუმა ინდური წარმოშობის სანელებელია, რომელსაც ინდურ ზაფრანასაც უწოდებენ. მისი შეძენა შეგიძლიათ აფთიაქებში ფხვნილის სახით. შეგიძლიათ, გამოიყენოთ სხვადასხვა კერძში სანელებლად, კოსმეტიკურ საშუალებებთან ერთად, მოამზადოთ მისგან სასმელი, რომელსაც „ოქროს რძეს“ უწოდებენ: ერთი ჩაის კოვზი კურკუმა გახსენით 1 ჭიქა მდუღარე წყალში და გააჩერეთ 20 წუთით. დალიეთ დღეში სამჯერ ჭიქის მესამედი 21 დღის განმავლობაში. რა სახითაც არ უნდა მიიიღოთ, მას საოცარი შედეგის მოხდენა შეუძლია სხვადასხვა დაავადებასა და ორგანოთა ფუნქციონირებაზე.
კურკუმას აქვს დადებითი გავლენა კუჭისა და ნაღვლის ბუშტის მოქმედებაზე, ეფექტურია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემების დროს. ხელს უშლის კიბოს უჯრედების ზრდას, განსაკუთრებით კანის, პირის, საყლაპავის, კუჭის, წვრილი ნაწლავისა და სარძევე ჯირკვლის სიმსივნეების განვითარებას. ასევე, აფერხებს საშვილოსნოსა და მკერდის კიბოს ავთვისებიან წარმონაქმნთა ზრდას. ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას და ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ხელს უშლის კენჭების ფორმირებას. თრგუნავს პათოგენურ ბაქტერიებს. აუმჯობესებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. კარგი საშუალებაა ასთმის, მრავლობითი სკლეროზის, ფსორიაზისა და დერმატიტის დროს. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესებს. ეს არის ბუნებრივი ანტიბიოტიკი. აუმჯობესებს მონელებას, ეხმარება ორგანიზმს, შეინარჩუნოს ნორმალური ნაწლავური ფლორა, ამცირებს გაზებს, გააჩნია მატონიზირებელი თვისებები. შეიძლება ითქვას, კურკუმა სრულყოფილად კურნავს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს. კურკუმას არომატული ზეთი გამოიყენება კანის მოსავლელად. შეგიძლიათ კურკუმას ეთერზეთების ინჰალაციისთვის გამოყენება. ის გაგათავისუფლებთ სტრესისა და ფსიქოლოგიგური დაძაბულობისგან. კურკუმა ამშვიდებს და არბილებს ხველას. შესაბამისად, წარმატებით გამოიყენება რესპირატორული დაავადებების სამკურნალოდ. მისი მიღება ასევე კარგია სისხლჩაქცევების, ტრავმული სიმსივნეების დროს. ამცირებს სხვადასხვა მიზეზით გამოწვეულ თავის ტკივილს და აძლიერებს იმუნურ სისტემას. შეგიძლიათ, გამოიყენოთ დამხმარე საშუალებად დიაბეტის მკურნალობისას. კურკუმა აჩერებს სისხლდენას და ხელს უწყობს ჭრილობების შეხორცებას. ეს არის შესანიშნავი ინსტრუმენტი ახალგაზრდობისა და სილამაზის შესანარჩუნებლად, თვალებისა და კანის მოვლის საოცარი საშუალება. კურკუმა მდიდარია რკინით, ამიტომ აუცილებელია მისი მიღება რკინადეფიციტური ანემიის დროს. კურკუმა ათავისუფლებს სხეულს ტოქსიკური ნივთიერებებისგან, შესაბამისად, მისი მიღება კარგია მოწამვლისას. ის არის ჯადოსნური საშუალება სიცხის დასაწევად. მისი გამოყენება შეუძლია ოჯახის ნებისმიერ წევრს. სასურველი რაოდენობაა დღეში ერთი ჩაის კოვზი. როგორც დასაწყისში აღვნიშნეთ, მისი მიღება სხვადასხვა სახით შეგიძლიათ. მაგრამ, უნდა გვახსოვდეს, რომ კურკუმა არაა რეკომენდებული ექვს წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.
კურკუმა შესანიშნავი საშუალებაა როგორც ინფექციური, ასევე ტოქსიკური ნივთიერებით გამოწვეული ჰეპატიტის მკურნალობის პროცესში.
კურკუმის საშუალებით შეგიძლიათ, თავი დააღწიოთ ჭარბ წონას და აკონტროლოთ მადა. კურკუმას კარგი ეფექტი აქვს ნარკოტიკების წინააღმდეგ მკურნალობის პროცესში. კარგია გულის დაავდებების მკურნალობისას, რისთვისაც მას ინდოელები უკვე დიდი ხანია, იყენებენ. შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც აძლიერებს გულის კუნთის მუშაობას. ხელს უწყობს არტერიული წნევის ნორმალიზებას. მას შეუძლია, არა მარტო შეწყვიტოს პათოლოგიური პროცესი, არამედ აღდგენაში დაეხმაროს უკვე დაზიანებულ უჯრედებს.
კურკუმას აქვს სახსრების ანთების საწინააღმდეგო თვისებები. უძველესი დროიდან კურკუმას მიღება რეკომენდებულია ბავშვებისა (ექვსი წლის შემდეგ) და მოხუცებისთვის ძვლების გასამაგრებლად, მოტეხილობების თავიდან ასაცილებლად.
არაჩვეულებრივად მოქმედებს ადამიანის ნერვულ სისტემაზე. მას აქვს ანტაგონისტი ნივთიერების დამთრგუნავი ეფექტი. შესაბამისად, ინდოელები მიიჩნევენ, რომ კურკუმის შეუძლია, ადამიანზე არა მხოლოდ ფიზიკური ზემოქმედების მოხდენა, არამედ ფსიქოლოგიურისაც. მით უმეტეს, როცა მას რეგულარულად იყენებთ. ეს ადამიანს ეხმარება, საფუძვლიანად ებრძოლოს მის წინაშე არსებულ ფიზიკურ თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს. უამრავგზის დადასტურებულია, რომ თუ კურკუმა ადამიანის ყოველდღიური მენიუს ნაწილია, გაცილებით ნაკლებია აღშფოთება, გაღიზიანება და ასე შემდეგ. და ეს სულაც არაა გასაკვირი, რადგან კურკუმა მნიშვნელოვნად ზრდის სტრესისთვის წინააღმდეგობის გაწევის უნარს.
კურკუმა, სხვა ყველაფერთან ერთად, არაჩვეულებრივი საშუალებაა პარაზიტების წინააღმდეგ საბრძოლველად. წყლის სადეზინფექციოდ გამოყენებული კურკუმა არის ეფექტური საშუალება პათოგენური სოკოების აღსაკვეთად, რაც კანის დაავადებებს იწვევს. თუმცა, კურკუმას, ზოგადად, დადებითი გავლენა აქვს არა მხოლოდ პარაზიტებით გამოწვეული, არამედ კანის ნებისმიერი დაავადების დროს.
კურკუმას აქვს იმუნომოდულატორული თვისებები. რომელიც აქტიურია არა მარტო სეზონური იმუნიზაციისთვის, არამედ შიდსის მკურნალობისას.
მოკლედ, კურკუმა ნამდვილად არის ჯანმრთელობისა და ახალგაზრდობის ფორმულა.