კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაწყებულია თუ არა ქვეყნის აღსასრული და როგორ უნდა გამოვიცნოთ ამ დღის დადგომა

თითქმის ყველა საუკუნეში არსებობს მოლოდინი ქვეყნის აღსასრულისა და მაცხოვრის მეორედ მოსვლის შესახებ, რაც ადამიანებში დიდ შიშსა და ღელვას იწვევს. ამის შესახებ ბევრს წერენ, საუბრობენ და ფილმებსაც იღებენ. როგორია ამ საკითხისადმი მართლმადიდებლური ეკლესიის დამოკიდებულება, ამის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (თევდორაშვილი).

 – სამწუხაროა, რომ ჩვენ, მართლმადიდებლებმა, კარგად არ ვიცით სახარება. ამიტომაცაა, რომ ბევრი საკითხის მიმართ ცრუ შეხედულება  გვაქვს. ქვეყნის აღსასრულის მოლოდინი ჯერ კიდევ მაცხოვრის ამაღლებიდან არსებობს. შესაბამისად, ეს საკითხი მნიშვნელოვანია დროსა და სივრცეში. მოციქულები ჯერ კიდევ თავიანთ ცხოვრებაში ელოდებოდნენ მაცხოვრის მეორედ მოსვლას. იქიდან მოყოლებული, 2000 წელია, ეს „პრობლემა“ დღემდე აწუხებს ხალხს. თუმცა, როგორც თავად მაცხოვარი ამბობს: დღე მეორედ მოსვლისა, არ იციან არათუ ადამიანებმა, არამედ ცაში ანგელოზებმა და რა თქმა უნდა, ეს იცის მამამ და ძემაც, ანუ სამებამ. შესაბამისად, ჩვენთვის ეს კონკრეტული დღე გამჟღავნებული არ არის. მაგრამ, იოანეს გამოცხადებაში საუბარია იმაზე, რომ მეორედ მოსვლას წინ უძღვის მთელი რიგი მოვლენები, კატაკლიზმები. თუმცა, ასეთი მოვლენები არა მხოლოდ დღეს, არამედ ადრეც ხდებოდა. ვერ დავასახელებთ საუკუნეს, წელს, როცა არ მომხდარა მიწისძვრები, სტიქიური უბედურებები. უბრალოდ, დღეს ინფორმაციის გავრცელების ფართო  ასპარეზია და ადამიანები უსწრაფესად იგებენ, რა მოხდა სხვა კონტინენტზე და ალბათ, ამითაც აიხსნება მათი ასეთი შეშფოთება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, როდის მოვა მაცხოვარი, ის დღე არავინ იცის. მაგრამ, ამას წინ უძღვის მთელი რიგი პროცესები. ქვეყნიერების  აღსასრულის თარიღს არა მხოლოდ დღეს, არამედ სხვა საუკუნეებშიც ასახელებდნენ, მათ შორის მართლმადიდებლურ სამყაროშიც. ქვეყნიერების აღსასრულზე რომ ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ერთი მომენტი: დღეს რას ელოდებიან ადამიანები – ქრისტეს თუ ანტიქრისტეს. თუ ვიღაც ქრისტეს ელოდება, მაშინ ეს ქრისტიანისთვის სიხარულის მომტანი უნდა იყოს, რადგან სრულდება ამქვეყნიური განსაცდელი და ის არა ამქვეყანაზე, არამედ სხვა, აღთქმულ ქვეყანაში იცხოვრებს სრულ ნეტარებაში. თუმცა, ადამიანთა დიდი ნაწილი ამ ყველაფერს აქ, დედამიწაზე ელოდება ისევე, როგორც მესიას, რომელიც უკვე მოვიდა ამქვეყნად. დღეს ჩვენ აღარ ველოდებით ქრისტე-მესიას, არამედ ანტიქრისტეს.
– თუმცა, არ მგონია, ამაზე ვინმე დაგეთანხმოთ. უმეტესობა იტყვის, რომ ის ქრისტეს ელოდება და არა ანტიქრისტეს.
– ჩვენი დღევანდელი აზროვნება, ცხოვრების წესი, განწყობა, სულ სხვა რამეს ადასტურებს, ჩვენ ველოდებით არა ქრისტეს, არამედ ანტიქრისტეს, რადგან გვინდა, ამქვეყანაზე მოხდეს ჩვენი წარმატებული ცხოვრება, აშენება, აღმავლობა. ადრეც და ახლაც არსებობდა ასეთი სწავლება, რომ მოვა მირონცხებული მეფე, რომელიც საქართველს გააბრწყნებს, სულიერი აღმავლობის გზაზე გამოიყვანს და გვეშველება. ასეთი სწავლება ძველ ეკლესიაშიც არსებობდა და მას „ჰილიაზმი“ ჰქვია, რაც ნიშნავს ათასწლოვან ოქროს ხანას, რომელიც დამყარდება მეორედ მოსვლის შემდეგ დედამიწაზე, ამქვეყანაზე და არა სამოთხეში, მიღმიერ ცხოვრებაში. ჩვენ აქ გვინდა, რომ ვიყოთ ბედნიერები და არა სამოთხეში, როგორც ამას ქრისტე ქადაგებს. ეს არასწორი სწავლებაა და მსოფლიო საეკლესიო კრებებზე სწორედ ამის გამო დაიგმო.
– თქვენ აღნიშნეთ, რომ სახარებაში აღწერილი კატაკლიზმები, სტიქიური უბედურებები ყველა საუკუნეში ხდებოდა, მაინც, რით უნდა გამოვარჩიოთ მეორედ მოსვლის, ქვეყნის აღსასრულის ნიშნები.
– რა თქმა უნდა, ამის შესახებ არსებობს ეკლესიაში წინასწარმეტყველებები და სწავლებები. თუ როგორია მეორედ მოსვლა, როგორ გამეფდება ქვეყანაზე ანტიქრისტე, როგორ აირჩევს მას ხალხი... ამის შესახებ, რასაკვირველია, არის წინასწარმეტყველებები. იოანეს გამოცხადებას ძალიან ბევრი განმარტავს, მაგრამ ერთ-ერთი, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა ამ საკითხზე, არის ანდრია ნიოკესარიოელი, გამორჩეული წმიდა მამა. ის ამბობს ასეთ რამეს: პირველი არის ის, რომ ეკლესია გაამქვეყნიურდება. რა თქმა უნდა, ეკლესია იარსებებს, მაშინაც კი, როცა ანტიქრისტე გაბატონდება მთელ მსოფლიოზე, რისკენაც სვლა უკვე დაწყებულია. ასევე, ადამიანები ჩავარდებიან საყოველთაო უსიყვარულობაში. ისინი გაუცხოვდებიან როგორც ერთმანეთის, ასევე ღმერთის მიმართაც. ეს პროცესი უკვე დაწყებულია და ის დაიწყო ჯერ კიდევ მოციქულების პერიოდიდან, რადგან ეს არ არის ერთჯერადი, მყისიერი პროცესი. დღეს კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როდესაც მოვა ანტიქრისტე და დამყარდება გლობალური მმართველობა, ეს იმას ნიშნავს, რომ დამყარდება აბსოლუტური ზედამხედველობა ხალხზე. მეორედ მოსვლის წინა პერიოდი იმითაც იქნება გამორჩეული ყველა დროისგან, რომელიც ჩვენ აქამდე გავიარეთ, რომ ქვეყანაზე იქნება ადამიანების არნახული ექსპლუატაცია. დღეს ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ ჩიპებს ჩაუდგამენ და წაერთმევათ თავისუფალი ნება აღმსარებლობისა, მრწამსისა. რა თქმა უნდა, ეს წმიდა წყლის სისულელეა. რადგან აქ არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით, ჩიპების ჩადგმა. აქ საუბარია იმაზე, თუ საით არის მიმართული ჩვენი გონება, ფიქრები: მიწისკენ თუ ღმერთისკენ. ხელი – ეს არის ადამიანის მოღვაწეობის, შრომის სიმბოლო. ამით აღასრულებს ადამიანი თავის საქმეებს და ამაზეა საუბარი... და არა იმაზე, რომ მე ჩამიდგამენ ჩიპს და ვეღარ ვიწამებ ქრისტეს – ეს აბსურდულია სულიერი თვალსაზრისით. თუმცა, როცა საუბარია ეკლესიის გაამქვეყნიურებაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა დავამყაროთ ყურადღება გარეგნულ ნიშნებზე – სასწაულებზე, გარეგნული ცხოვრების წესზე, როგორც დღეს ვცხოვრობთ: გარეგნულად დავდივართ ეკლესიაში, გარეგნულად ვმონაწილეობთ საიდუმლოებებში. ეკლესია ყოველთვის იარსებებს. უბრალოდ, საინტერესოა, შევა თუ არა ვინმე შიგნით და როგორი იქნება ის. ეს პროცესები დღეს უკვე დაწყებულია, ხალხი გაუცხოებულია ეკლესიური სწავლებისგან. ადამიანები დღეს ფიქრობენ მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე და არა სულიერზე. ამიტომაც, გვაინტერესებს არა ის – მოვა თუ არა ქრისტე, არამედ ის – თუ რა გველის ჩვენ. ჩვენი პირადი სამსჯავრო შეიძლება, 5 წუთში დადგეს და რატომ ველოდებით, როდის მოვა ქრისტე, ან ანტიქრისტე?! თავად ქრისტე ბრძანებს: როცა მოვა ძე-კაცისა ამქვეყანაზე, ჰპოვებს სარწმუნოებას ხალხში? დღეს ამის ნიშნები უკვე დაწყებულია. ადამიანები ნელ-ნელა უცხოვდებიან ღმერთისა და სხვების მიმართ, მხოლოდ და მხოლოდ მატერიალუზე ფიქრობენ. სხვათა შორის, როდესაც მოვა ანტიქრისტე, ის ყველაფერს გააკეთებს ხალხისთვის – როგორც მესია, ისე მოვა და არ არის გასაკვირი, რომ ხალხი აირჩევს მას. ის აუცილებლად იქნება დავითის შტოდან, ჩაისახება უბიწოდ, ოღონდ არა წმიდა ქალწულიდან. არც ის არის პრობლემა, რომ ბეთლემში დაიბადოს, იყოს უკვდავი, ძლიერი და როგორც მამები ამბობენ: ეს იქნება ადამიანი გენიოსი გენიოსთა შორის. თუმცა, ის იქნება ცრუ მესია, ქრისტეს ანტიპოდი, ოღონდ შინაგანად და ის ყველაფერს გააკეთებს ხალხისთვის. ამიტომ, რჩეულებიც კი შეცდებიან და მას აუცილებლად ავირჩევეთ. თავად მაცხოვარი ამბობს, რომ ყველა ერი მივა და მის წინაშე მუხლს მოიხრის. თუ ადამიანი თავისი ცხოვრებით ირჩევს მამონას, ამქვეყნიურ სიმდიდრეს, ის ანტიქრისტესაც აუცილებად აირჩევს. ჩვენ ამისი უნდა გვეშინოდეს და არა იმის, რომ სწორედ ხვალ ან ზეგ დასრულდება ამქვეყნიური ცხოვრება, რადგან როგორც აღვნიშნე, ეს დღე როდის დადგება, არავინ იცის.

скачать dle 11.3