კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: შეიძლება თუ არა ერთი ბავშვის ნათლია ორი და იყოს?
პასუხი: შესაძლებელია, მთავარია, მათ გააზრებული ჰქონდეთ საკუთარი მოვალეობები ღვთისა და მოყვასის წინაშე, იზრუნონ ნათლულის ქრისტიანულად აღზრდისთვის.
კითხვა: მყავს შეყვარებული, მაგრამ ჩემი მშობლები ჩვენი ქორწინების წინააღმდეგნი არიან. ეკლესია გვასწავლის, რომ პატივი ვცეთ მშობლებს. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ქრისტიანისთვის მშობლის სიტყვის დაჯერება აუცილებელია, მაგრამ ქორწინების საფუძველი სიყვარულია და არა ბრმა მორჩილება, თუნდაც მშობლის მიმართ. სახარების მიხედვით, ადამიანს მეუღლესთან უფრო მეტი კავშირი აქვს, ვიდრე მშობლებთან. გირჩევთ, მისდიოთ სინდისის ხმას, რადგან ეს არის უფლის ხმა და თუ ნამდვილი სიყვარულია, არჩევანს თავად გააკეთებთ.
კითხვა: ვცდილობ, ვაკეთო ბევრი სიკეთე, მაგრამ, სამწუხაროდ, ყველასგან უმადურობას ვიღებ. ამის გამო სასოწარკვეთა მეუფლება. როგორ მოვიქცე?
პასუხი: ადამიანი ყველა შემთხვევაში ვალდებულია, აკეთოს ბევრი სიკეთე. თუ ის ადამიანები არ გამოხატავენ მადლიერებას, ვისაც ეხმარებით, გჯეროდეთ, ღმერთი აუცილებლად დაგაჯილდოვებთ. ილოცეთ მოყვასისთვის და იცხოვრეთ ეკლესიურად. ეს გაგაძლიერებთ.
კითხვა: რა მიზეზით შეიძლება, ადამიანს გაუჩნდეს უკეთური აზრები უფლის, ღვთისმშობლისა და წმიდანების მიმართ?
პასუხი: ეცადეთ, ყურადღება არ მიაქციოთ ასეთ აზრებს. თუ ამგვარ უკეთურ აზრებს არ ეთანხმებით, ესე იგი, არ ხართ დამნაშავე ასეთი აზრების გაჩენაში. ასეთ დროს უკეთურ აზრებს ადამიანს ბოროტი ძალა შთააგონებს, რათა ის უიმედობაში ჩააგდოს, რომ თითქოს იმდენად ბილწია, თვით სიწმიდეების მიმართაც კი მკრეხელური აზრები უჩნდება და ამგვარად, ხელი ააღებინოს ტაძარში სიარულზე.

скачать dle 11.3