კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ობლები…

ანუ „კარგი, ცუდი და ბოროტი“

 მაშინ, როდესაც ჩვენ გული გვიფანცქალებს იმ კეთილი სიტყვების გამო, რომელსაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თავკაცებისგან ვისმენთ და ვხარობთ, რომ უკვე მეტი „ნატოა“ საქართველოში, ისევე, როგორც მეტი საქართველო ყოფილა, არც მეტი, არც ნაკლები, „ნატოშივე“, გასულ კვირას „ფორბსის“ ფურცლებიდან კატონის ინსტიტუტის უფროსმა მეცნიერ-თანამშრომელმა ვინმე დაგ ბანდოუმ ცივი წყალი გადაგვასხა.
სახელდობრ, ზემოხსენებულმა ბ-ნმა ვერდიქტივით ბრძანა, რომ უკრაინას და საქართველოს „ნატოსთვის“ არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია. და მიზეზიც დაასახელა: „თუ ალიანსი ამ ორ ქვეყანას თავის შემადგენლობაში მიიღებს, მაშინ რუსეთთან ურთიერთობა საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება. ასე რომ, ვაშინგტონს უკრაინისა და საქართველოს ბედი, მაინცდამაინც, არ უნდა აღელვებდეს.“
უფრო მეტიც (კვლავ ციტატას მოვიშველიებ): „საქართველო „ნატოში“ გაწევრიანებით რაიმე მნიშვნელოვან უპირატესობას ვერ მიაღწევს. მართალია, ვაშინგტონი მიესალმება თბილისის მონაწილეობას ერაყისა და ავღანეთის სამშვიდობო მისიებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველო რაიმე სამხედრო გარანტიებით უნდა უზრუნველყოს (სხვისი ჭირი, თუნდაც, ის სტრატეგიული მოკავშირე იყოს, მაინც ღობეს ჩხირიო?!).“
და, რაც მთავარია, ავტორი სვამს რიტორიკულ კითხვას: „განა რა ისეთი სარგებლის მიცემა შეუძლია თბილისს ამერიკისთვის, რომლის სანაცვლოდ, ვაშინგტონი მოსკოვთან კონფლიქტის რისკზე წავიდეს (ლოგიკა ცხადზე უცხადესია, ანუ მხოლოდ საქართველომ უნდა გარისკოს)?!“
ჰოდა, რაკი ასე ყოფილა, საქართველო (უკრიანასთან ერთად) „ნატოში“ გასაწევრიანებელთა სიაში „ბოროტის“ კატეგორიაში მოახვედრა.
ერთი ისაა გულის დასამშვიდებელი, რომ ავტორი ევროპასაც ალმაცერად უცქერს (რატომ უნდა ათრიოს თავისი ოკეანის გაღმელი – იგულისხმება ევროკავშირი – მდიდარი ბიძაშვილები ზურგით და მათი უსაფრთხოება დაიცვას?!), აქედან გამომდინარე კი, იბადება შემხვედრი რიტორიკული კითხვა: ნეტავ, ეს ჩვენი კვერი არასდროს აღარ გამოცხვება?! –

скачать dle 11.3