გამაოცე
ანუ „ცარსტვიე ნებესნოე“?!
რუსეთში „დუმის“ არჩევნებიც გასრულდა, პრ. პუტინმა, ანუ „ედინაია როსიამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობაც გაინაღდა და სულ ახლახან მან „ოტეჩესტვოს“ წინაშე დამსახურებებისთვის თვით ვლადიმირ ჟირნოვსკი, მოსკოვის ექს ვიცე-მერი იური ლუჟკოვი და ვიოლონჩელისტი სერგეი როლდუგინი დააჯილდოვა (თუმცა ეს ამბავი უკვე აპრილის შუაწელში იყო გადაწყვეტილი).
ბოლო ორმა სამადლობლად ჩვეულებრივი ტექსტი წარმოთქვა, მაგრამ აი, ვლადიმირ ვოლფოვიჩმა კვლავ გაგვაოცა.
კერძოდ, მან აღნიშნა, რომ სამი „ოტეჩესტვო“ ჰქონდათ: ცარისტული რუსეთი, საბჭოთა კავშირი და დღევანდელი რფ, დასარულ კი წაიკითხა სტროფები „ბîæå, öჭðÿ õðჭíè (ღმერთო, მეფე დაიფარე!) და მისთანანი („ძლიერო, იმპერიულო, იმეფე დიდებით, ჩვენს სადიდებლად! იმეფე მტრების დასაშინებლად, მეფევ მართლმადიდებელო, ღმერთო, მეფე დაიფარე“ – თარგმანი ჩემია და საყველპურო).“
სამადლობელს, ცხადია, მქუხარე ტაში მოჰყვა და თვით პრ. პუტინმაც არარსებულ ულვაშებში ჩაიღიმილა, მაგრამ ვლადიმირ ვოლფოვიჩის სურვილებმა უცნაური ასოციაციები გააჩინა: რომელი „ცარი“, 1917-ში საკუთარი ხელებით რომ დედაწულიანად ამოხოცეს?! თუ ვითომ ამ ფინალზე მიანიშნა?! –