მალამო
გულო, ჩადექ საგულესა!
თუმცა „ფორბსის“ სტატიამ გული გადაგვიქანა, გნებავთ, საგულედან ამოგვიგდო (რაკი გვითხრეს, ვის დაკარგვიხართ, თქვენ, „ბოროტებოო“), მაგრამ, სამაგიეროდ, საქართველოში აშშ-ს ელჩმა დაგვამშვიდა.
დაგვამშვიდა კი არადა – გულზე მალამოდ დაგვედო. კერძოდ, იან კელმა ბრძანა, რომ ისურვებდა ასეთი ნანინანატრი არჩევნები და საარჩევნო კამპანია თვით დემოკრატიის აკვანში – ამერიკის შეერთებულ შტატებში – ჩატარებულიყო.
მეტი დამაჯერებლობისთვის მაინც ციტატას მოვიყვან მისი აღმატებულება ბ-ნი ელჩის ნაუბრიდან: „ეს არის ძალიან კარგი, სამაგალითო და კონკრეტულ საკითხებზე ორიენტირებული. შეიძლება იყოს რამდენიმე ინციდენტი, თუმცა ამის შესახებ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ მთავრობასთან (ანუ მოგჭამა ჭირი კორცხელმა?!).“
ცხადია, როდესაც პარტნიორი გაქებს, სასიამოვნოა (პათოსით: „დავდნი ღორი ქონივითა“) და კიდევ უფრო საამოა, როდესაც ის განა უბრალო, თვით სტრატეგიული პარტნიორია.
მეორე მხრივ, ამ განაცხადში შიგა პოლიტიკური კონტექსტიც იკითხება, მაგრამ, თუ გავიხსენებთ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც გარე კონტექსტია (ჩაგვისხამენ თუ არა აუზში წყალს, რათა „ნატოურად“ ვიჭყუმპალაოთ), არც ისაა გამორიცხული, ჭყუმპალაობის გადადებით კვლავ რომ არ ამოვიგდოთ გულები, იმიტომაც შეგვაგულიანა ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ასეა თუ ისე, გამოსავალი მაინც ერთია: „გულო, ჩადექ საგულესა“ –