კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა უთხრა პატრიარქმა ინგა ნიჟარაძეს მასთან ჩატარებული მკურნალობის შემდეგ

„მედალპია – ინგა ნიჟარაძე” დიდი ხანია,   საერთაშორისო ბრენდი და საყოველთაოდ აღიარებული  მსოფლიო პატენტია. ეს გახლავთ ადამიანი, რომელმაც ძვლისა და ხერხემლის რეკონსტრუირების უნიკალური მეთოდები ჩამოაყალიბა, შექმნა პლასტიკური ქირურგიის ალტერნატივა და მიაგნო სილამაზის შენარჩუნებისა და სიმელოტის დაძლევის გზებს. მისი პაციენტები არიან ცნობილი ადამიანები, როგორც საქართველოდან, ასევე მთელი მსოფლიოდან – მსახიობები, დიპლომატები, ჟურნალისტები... სულ ახლახან კი, ექიმი-ფიტოთერაპევტის პაციენტი უწმიდესი და უნეტარესიც გახლდათ, რომელმაც ქალბატონ ინგას მადლობა გადაუხადა იმ განუზომელი შვებისთვის, რაც მასთან სამკურნალო პროცედურების შედეგად მიიღო.
– ქალბატონო ინგა, თქვენზე ლეგენდები დადის...  ამბობენ,  რომ თქვენს ჯადოსნურ ხელებს პატრიარქზეც მოუხდენია დადებითი ეფექტი….
– ნამდვილად ასეა! უდიდესი პატივი და  მისია მერგო წილად, რომ უწმიდესსა და უნეტარესს რამდენჯერმე ჩავუტარე კისრის სამკურნალო მასაჟი-პროცედურა. თქვენ დაინახავდით კიდეც, რომ უწმიდესმა კისრის მიმართულება შეიცვალა და გვერდზე გადახრილი ნაკლებად აქვს… მართლაც ძალიან დიდი პატივია, ამ ღვთითკურთხეულ ადამიანს ეხებოდე, მის ჯანმრთელობას ემსახურო. საპატრიარქოში ჩემს პაციენტს და ასევე, პროფესიით ექიმ ქალბატონს წავყევი რამდენჯერმე და ნება დამრთეს, უწმიდესისთვის რამდენიმე პროცედურა ჩამეტარებინა. არასდროს დამავიწყდება მისი თვალები და სიტყვები: დიდი მადლობა, თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ამ წლების განმავლობაში, ამდაგვარი შვება არცერთი  მკურნალობიდან არ მიმიღიაო. ჩემთვის ეს გამაოგნებელი სიტყვები იყო. სულ 3-4-ჯერ ვიყავი მისული და ჯვრებიც კი გვაჩუქა. ჩემი შვილი დავალოცინე. მადლობა უფალს, რომ ამხელა  მადლი მომეცა.
– თქვენს მადლიერ  პაციენტებს შორის ძალიან ბევრი  ცნობილი ადამიანია...
– ძალიან ბევრი ცნობილი და აღიარებული პერსონის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ შორს წაგვიყვანს. ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი, რომელსაც ხერხემალზე პრობლემები ჰქონდა და ჩემთან მკურნალობის შემდეგ მოუგვარდა.  მანანა კოპალიანი – ექიმი რეაბილიტოლოგი, ისეთი ოსტეოქონდროზი ჰქონდა, თითქმის დაშლილი იყო ძვლები. პატარა სკამიდან გადმოვარდა, თუმცა სავალალო შედეგით. ჩემთან მკურნალობის კურსის შემდეგ ის სრულიად განიკურნა. ზუსტად იცოდა, რომ ფეხზე ვერ ადგებოდა და ახლა ის სამსახურშია, მუშაობს. სხვადასხვა დროს ჩემთან  მკურნალობდნენ: გივი სიხარულიძე, აჩიკო სოლოღაშვილი, ანი გიუნტერი, რამაზ ჩხიკვაძე, ნიკალა იმედაშვილი, მზია გაბუნია, ნანა თხელიძე, თემურ ჭიჭინაძე, ფილიპინების ელჩი, ქეთევან ბოჭორიშვილი, დინი ვირსალაძე   და ასე შემდეგ,  ძალიან ბევრი აღიარებული პიროვნება.
დინი ვირსალაძე: მე მქონდა მუხლის ტრავმა და ძალიან დიდი წამონაზარდი თავად მუხლის შიგნით.  ქალბატონი ინგა ნიჟარაძე ერთი თვის განმავლობაში მიკეთებდა სამურნალო გადახვევებს და კმაყოფილი ვარ. გარდა იმისა, რომ  საერთოდ მომეხსნა ტკივილები, თან ძალიან მალე, გამიქრა ეს – შიგნით კოპივით ამონაზარდი და სრულიად გამოვჯანმრთელდი. მადლობელი ვარ ქალბატონი ინგასი. სხვებისგან ვიცოდი, რომ სასწაულებს ახდენდა და ავარიების დროს ტრავმირებულ-დაშლილ ხალხს, ასე ვთქვათ, ხელახლა „აწყობდა“, მაგრამ საკუთარ თავზე რომ გამოვცადე, დავრწმუნდი, რომ მართლაც ახდენს სასწაულებს. 
– ქალბატონო ინგა, ძალიან დიდი მოთხოვნაა თქვენს მკურნალობაზე, თუმცა პარალელურად, ჩვენს მკითხველებს აინტერესებთ  მკურნალობის ფინანსური მხარე და ხელმისაწვდომობა...
– ვიღაც შეგნებულად მივრცელებს ჭორებს და არასწორ ინფორმაციას, თითქოს კოლოსალურ თანხებს ვიღებ მკურნალობაში, რაც სრული სიცრუეა. საქმე ის გახლავთ, რომ  რეალურად, ჩემი მკურნალობა გაცილებით უფრო ეფექტურია და შესაბამისად, ამ მკურნალობაში გადახდილი ფინანსებიც უფრო ადეკვატურია, ვიდრე, თუნდაც, ოპერაციების დროს, რიგი ძვალ-სახსროვანი დაავადებებისას.  ავიღოთ, კოკსართროზი, რომელიც ვიცით, რომ არ იკურნება. დღეს  ძალიან გავრცელებულია ქირურგიული გზით  ხელოვნური სახსრით მისი შეცვლა და არა – მკურნალობა, აღდგენა. ხელოვნური სახსრის შემთხვევაში, საბოლოო ჯამში, არაეფექტურ შედეგებს იღებს პაციენტი. მას ორგანიზმში აქვს გაურკვეველი, უცხო სხეულის ხელოვნური იმპლანტი, რომლის 100-პროცენტიანი ეფექტურობის გარანტიას არავინ იძლევა. მეტიც, სწორედ ახლახან მყავდა პაციენტი ქუთაისიდან, რომელმაც ქირურგიული ოპერაცია გაიკეთა და 6 თვეა, იტანჯება, დღემდე ფეხგასიებული დადიოდა, იმპლანტი მოძვრა. მე კი ჩემს პაციენტებს, საკუთარ ძვალ-ხრტილოვან სტრუქტურას აღვუდგენ და ადამიანი  დადის არა ხელჯოხით, არამედ საკუთარი ფეხით. ერთი წლის, წლინახევრის განმავლობაში, მე ვმკურნალობ პაციენტს სათანადო პროცედურებით და ის თანხა, ამ ხნის განმავლობაში სრული კურსის დასრულებმადე, გაცილებით იაფია, ვიდრე ის ერთი ქირურგიული, 2-საათიანი რეზექცია და ხელოვნური სახსრის ჩადგმა. ხელოვნური ჩანართი ძალიან დიდი რისკია და რაც მთავარია, დროთა განმავლობაში, ისევ წამოიწევს პრობლემები. პლასტიკურ ქირურგიას ცვლის ჩემი ბუნებრივი მეთოდი და ადამიანისთვის შენარჩუნებულია მისივე ძვალ-ხრტილოვანი სისტემა.
ასევე, გამოჩნდნენ ფსევდო-ინგა ნიჟარაძეები, რომლებიც  ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, „აბოლებენ” ხალხს, რომ გაცილებით იაფად ჩაუტარებენ ასეთივე მკურნალობის კურსს. თუმცა, თბილისი პატარაა და ყველამ უკვე განიცადა საკუთარ თავზე, რომ ამ ფსევდო-პერსონებს  არ უნდა ენდონ. მე-20 წელიწადია, თბილისში ვმუშაობ. ცოტა ოჯახი თუა დარჩენილი, ჩემთან რომ არ ჰქონოდა შეხება და ჩემი სამკურნალო კურსის ეფექტურობა არ შეეტყო. ამ ხალხის დიდმა ნაწილმა ხომ იცის, ვისი ნდობა შეიძლება და ვისი არა. „თვითმარქვია ინგა  ნიჟარაძეები” ცდილობენ, ჩემს პაციენტებს თავგზა აუბნიონ, თუმცა, გამორიცხულია. ვინც ჩემთან უკვე იყო, იცის, რა განსხვავებაა ნამდვილ ინგა ნიჟარაძესა და მის მიმბაძველ თვითმარქვიას შორის.
„მედალპია ინგა ნიჟარაძე” – ეს ჩემი ბრენდია. მე ამით – მიღებული საერთაშორისო ავტორიტეტითა და იმიჯით, აღიარებით ვამაყობ და ვერანაირი ხრიკებით ვერ მოახერხებენ ამის საკუთარ თავზე მიწერას. ჩემი სიმდიდრე ჩემი სახელია!
მის: თბილისი, ვაჟა–ფშაველას მე–2 კვარტ. მე–14 კორპ. ბინა. 30.
ტელ:+995599556871; +995599077000

скачать dle 11.3