კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო იტანს დათო როინიშვილის მეუღლე ქმრის სხვა ქალებთან ფლირტს და რის მიხვედრაში დაეხმარა მსახიობს ღალატი

მსახიობი დათო როინიშვილი იმ მსახობთა რიცხვს არ მიეკუთვნება, ვინც ხშირად უსვამს ხაზს, რომ ქვეყანაში არაფერი ხდება და საკუთარი პროფესიით თავის რეალიზება უჭირს. ის, პარალელურად, საკმაოდ ბევრ ფილმში, სერიალსა თუ სპექტაკლშია დაკავებული, არა მხოლოდ საქართველოში, მის ფარგლებს გარეთაც. მათ შორისაა სერიალი „ხელოვნური სუნთქვა“, რომელშიც ის ერთ-ერთ, აქტიურ პერსონაჟს თამაშობს.
დათო როინიშვილი: „ხელოვნური სუნთქვის“ ახალ სეზონში ბევრ ახალ კვანძს უნდა ველოდოთ. მიხარია, რომ ეს სერიალი ყველას ძალიან მოსწონს. კარგია, რომ საქართველოში, ბოლო დროს კინოინდუსტრია ცოტა ამოძრავდა და წინ მივდივართ. რაც შეეხება „ჩემი ცოლის დაქალებს“, ჯერ არ ვიცი, რა ბედი ელის ხერხეს, მაგრამ მგონია, რომ მისი არსებობა კულმინაციას უახლოვდება.
– ნათქვამი გაქვთ, ხერხე მგავსო. ამჟამინდელ პერსონაჟთან თუ ხედავთ მსგავსებას?
– პერსონაჟი ჩემგან ბიოგრაფიული ცნობებით, რა თქმა უნდა, განსხვავდება, მაგრამ ნებისმიერ პერსონაჟში, რომელიც ცხოვრებაში განმისახიერებია საკუთარი თავი მიპოვია. ვფიქრობ, სხვანაირად როლს კარგად ვერ განასახიერებ.
– „ხელოვნურ სუნთქვაში“ ერთ-ერთ სცენას ქორწინებამდე ურთიერთობის გარჩევა მოჰყვა და გამოჩნდა, რომ თქვენი პერსონაჟი ამის მოწინააღმდეგე, ტრადიციული შეხედულებების ადამიანია. ჰგავხართ?
 – მგონია, რომ ცუდი არაფერია იმაში, თუ წყვილი ჯერ მიხვდება, რომ ყველაფერი იდეალურადაა და მერე გადაწყვეტენ დაქორწინებას. ისე, როგორც ევროპაში ხდება. ჩვენი აზროვნებით, ეს ჯერ კიდევ მიუღებელია, მაგრამ მე ტრაგედიად ვერ აღვიქვამ. ისეთ დროში გავიზარდე, მსგავს თემებზე საუბარიც კი რთული იყო. ახლა ბევრი რამ იცვლება. თუმცა, როცა საქმე ევროპიდან რაიმე ჩვევის გადმოღებას ეხება, მნიშვნელოვანია, ზღვარი დავიცვათ და ყველაფერი ჩვენს რეალობას მოვარგოთ. ბევრი ვერ ხვდება, რას უნდა შეელიოს და რა მიიღოს, რაც ხშირად დამღუპველია.
– ევროპულ არჩევანთან დაკავშირებული ერთ-ერთი აქტუალური საკითხი დეკრიმინალიზაციაა. ამაზე რას ფიქრობთ?
_ ბევრჯერ წავაწყდი მაგ პრობლემას და მარტო მე არა. თუმცა, მე, ჩემიდან  გამომდინარე, ვამბობ: უნდა გავიგოთ, რომ რაც მე არ მომწონს, ვერ დაგაძალებ, რომ შენც არ მოგწონდეს; იქნებ, შენ მოგწონს და მე რა უფლება მაქვს, აგიკრძალო?! როგორ შეიძლება დეკრიმინალიზაცია არ მოხდეს ქვეყანაში, რომელიც ევროპისკენ მიდის? როგორ შეიძლება ამ დროს მსახიობი, მუსიკოსი, მხატვარი, პედაგოგი კრიმინალად გამოაცხადო შარდის ანალიზის გამო?!
– თქვენ შეგქმნიათ დისკომფორტი ახლა ან ადრე?
– კი, მაგრამ არ მინდა ამაზე ვისაუბრო. არ ვქადაგებ, რომ ყველაფერი დაშვებული უნდა იყოს, მაგრამ დეკრიმინალიზაცია ცოტა შეამსუბუქებს მდგომარეობას. დასჯაზე კი არა, იმაზე უნდა იფიქრო, როგორ შეამცირო ეს ყველაფერი, რომ მთელი ახალგაზრდობა არ გააქციო ქვეყნიდან. ყველაფრის აკრძალვის გამო მეტი ტრაგედია ხდება, ვიდრე გარკვეული დოზით დაშვების შემთხვევაში. ეს არ არის დანაშაული, რომლისაც უნდა გეშინოდეს – არც სამსახურში გიშლის ხელს და არც პერსპექტივებს გისპობს. სურვილის შემთხვევაში, შაბათ-კვირას, როცა თავისუფალი ხარ, რატომ უნდა თქვა მასზე უარი? როცა შეგიძლია, ორშაბათიდან ისევ სამსახურს შეუდგე. ვინც ამ საკითხში დესპოტია და შვილების მომავალი მოჰყავთ არგუმენტად, მათი შვილები და შვილიშვილები უარესს იზამენ, როცა ეს ყველაფერი აკრძალული ექნებათ.
– სამი შვილი გყავთ, მათთან მიმართებაში როგორია თქვენი დამოკიდებულება?
– ორი გოგო მყავს და მესამე – ბიჭი, მეექვსეკლასელია. ამ თემაზე ერთხელ კამათი მომივიდა და მითხრეს: ბიჭი გეზრდება და რას ლაპარაკობ, არ გრცხვენიაო?! ჩემი ბიჭი თუ იმას იტყვის, მსახიობი მამა ცუდი კაცი იყო, იმიტომ რომ, შაბათ-კვირას ერთობოდაო, არ ვიცი. ეგეთი რობოტი შვილი არ მინდა, მე ეგეთი შვილი არ გამეზრდება.
– არც იმის წინააღმდეგი იქნებით, თუ თქვენი შვილიც იგივეს გააკეთებს მომავალში?
– ახალგაზრდებს ვერაფერს დაუშლი. პირადად მისი გადასაწყვეტია, შაბათ-კვირას რით გაერთობა და რას გააკეთებს.
– მკითხველმა ძალიან ცუდად რომ არ გაიგოს, დააკონკრეტეთ, რომ მძიმე ნარკოტიკზე არ გაქვთ საუბარი.
– რა თქმა უნდა, სერიოზულ ნარკოტიკზე არაა საუბარი. ჩვენ კიდევ სერიოზული ნარკოტიკი გვინდა?! ჩემი მეგობრების ნახევარზე მეტი ამას შეეწირა. იმ ქვეყანაში ვიზრდებოდი, სადაც პოლიციაც და ქურდიც ერთად ხარშავდნენ და იკეთებდნენ წამალს.
– როგორ მოახერხეთ, რომ ეს შაბათ-კვირის გასართობად დატოვეთ და არ ჩაგითრიათ?
– ბევრი ისეთი ჩაითრია, ვისაც მსგავს რამეზე არც კი უფიქრია. იმიტომ, რომ ურთულესი წლები იყო: უყველაფრობა, ომები. შეიძლება, იმ პერიოდში დაბადებული ადამიანი, ახლა, ახალგაზრდა ბიჭმა შარდის ანალიზისთვის დამიჭიროს? ღვთის წყალობით, აქამდე ჯანმრთელად მოვედი და აქტიურად ვსაქმიანობ. ყველაფერს ხომ თავისი ასაკი აქვს და მათ შორის, უფლებებსაც – რაღაც ასაკში აღარ უნდა ეხებოდნენ ადამიანებს სამართალდამცავები. მსუბუქში, რა თქმა უნდა, მარიხუანა იგულისხმება. სხვა ქიმიური საშუალებები გაცილებით საშიშია. ის ფიზიკურადაც კლავს და პერსპექტივასაც უკლავს ახალგზარდას. მარიხუანა რატომ უნდა ითვლებოდეს მძიმე დანაშაულად? სახელმწიფოს თუ ფული უნდა, მაშინ შეუძლია, ნებისმიერი საკვები აგვიკრძალოს, რაც უფრო მეტად მიგვიზიდავს მისკენ. ზოგადად, „აკრძალული ხილის“ თემა წამალთან მიმართებით ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტი სურვილი გიჩნდება და მოხმარებას იმით ამართლებ, რომ აკრძალული გაქვს. აკრძალვის არარსებობის შემთხვევაში, ადამიანი მის მიმართ გამძაფრებულ მიზიდულობას დაკარგავს და დაფიქრდება, სჭირდება კი მას ეს? საკუთარ თავს ჩაუღრმავდები და შეიძლება, საერთოდ არ მიეკარო.
– კარგი. სხვა თემაზე გადავიდეთ. ნათქვამი გაქვთ, მექალთანე არ ვარო, მაგრამ ვფიქრობ, ბევრი სასიყვარული თავგადასავალი გექნებათ გასახსენებელი.
– ბუნებით ასეთი ვარ, მომწონს ფლირტი და ხშირადაც მქონია. მაგრამ, შევამჩნიე, ისეთ კაცებს არ ვგავარ, ფიზიოლოგიური მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, ნებისმიერ ქალს რომ ეფლირტავება. მე უფრო შემოქმედებითი თვალსაზრისით მაქვს ფლირტი. ამაში არის გარკვეული რომანტიზმი და ხელოვნებასთან სიახლოვე.
– ყველა პრტნიორი ქალი მიყვარდებაო, თქვენი სიტყვებია.
– დედაჩემი მიყვება, რომ ბაღშიც კი მყავდა შეყვარებული. როცა ბუნებით ხარ ასეთი, სულ ვიღაც გიყვარდება. ეს არც ცუდია და არც ღალატს ნიშნავს.
– მაგრამ, ამ დროს ცოლი რომ გყავთ?
– მყავს და მან იცის, რომ ჩემი პროფესიისთვის ამ მსხვერპლზე უნდა წავიდე. თუ საკუთარი თავი ბოლომდე როლს  არ დაუთმე და გული არ გაუხსენი, თავს კარგად ვერ იგრძნობ. ეს კი სულიერ ზიანს მოგაყენებს.  თუ როლში ბოლომდე ვერ შეხვედი, ვერც შენ „იკაიფებ“ და ვერც მაყურებლამდე მიიტან გრძნობას. ცოლი ცოტას ალბათ ეჭვიანობს, სწყინს და თავისებურად გამოხატავს ამას. მაგრამ, რამდენჯერმე რომ განმეორდა ასეთი ფაქტი, მიხვდა, რომ ეს ხელოვნებისთვის, პროფესიისთვის საჭირო მსხვერპლშეწირვაა. ან შეიძლება, იმის ფიქრშიცაა, რომ ერთ მშვენიერ დღეს ისეთ სიყვარულთან მოხდეს დაჯახება, საერთოდ შეიცვალოს ყველაფერი.
– ანუ, ოჯახი დაგენგრეთ?
– კი, ეგეც შეიძლება.
– ამას თქვენი ცოლი რომ წაიკითხავს, არ ეწყინება?
– იცი რა, ამისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა, ჩვენ იმდენი ხანია, ერთად ვცხოვრობთ, რომ მან კარგად იცის, რას მოიცავს ეს პროფესია და ყველანაირად მიწყობს ხელს. ოჯახს უმეტესად თვითონ მართავს. ალბათ, მე და ჩემი შემოქმედება მისთვის საინტერესო ვართ და ამისთვის ღირს დათმობებზე წასვლა. ხანდახან მგონია, რომ ის ჩემზე მეტ პატივს ჩემს შემოქმედებას სცემს. ამიტომ, კი არ მზღუდავს, პირიქით, მეხმარება. შეზღუდვას აზრიც არ აქვს. როლში მე არავინ მახსოვს და ვერაფერზე ვიფიქრებ, პერსონაჟის გარდა. ამ პერიოდში ცოლი ცდილობს, მომერიდოს. ყველაფერი რომ დამთავრდება, ამაზე მერე ვმსჯელობთ. ქალს ყოველთვის აქვს გადამოწმების მომენტი – ხომ ნამდვილად დამთავრდა ყველაფერი, დიდხანს ხომ არ გაჰყვა და ასე შემდეგ.
– ქორწინებამდე რა ხდებოდა?
– მე და ჩემი მეუღლე სკოლაში ერთად ვსწავლობდით. ჩვენი ურთიერთობა იქიდან დაიწყო და დღემდე ერთად მოვდივართ. ეს ბევრ რამეს ნიშნავს. სტუდენტობისასაც ხშირად ვთამაშობდი შეყვარებულ გმირებს და მსგავსი სიტუაციები მაშინაც ბევრი გვქონდა.
– ახლა უკვე იცის, ეს რისთვის გჭირდებათ, მაგრამ შეყვარებულობის პერიოდში როგორ ეგუებოდა ამას, არ ეჭვინობდა?
– კი, მაშინ უფრო მეტად ეჭვიანობდა, ვიდრე ახლა. ეჭვიანობის მომენტებიც იყო და ჩემგან ბევრი ტყუილიც. სულ რომ არაფერი თქვა, ქალი ყოველთვის გრძნობს, რომ რაღაც იცვლება მეორე ნახევარში. თავის გასამართლებლად ტყუილების თქმა მიწევდა, ვნერვიულობდი იმაზე, რომ ჩემზე ეჭვიანობდა ადამიანი, რომელიც შეიძლებოდა, ამ ეჭვიანობის ნაიდაგზე დამეკარგა. ტყუილს მარტო თავის დასაძვრენად კი არა, მის შესანარჩუნებლადაც ვიყენებდი. ჩემი ღალატით მისი დაკარგვა არ მინდოდა და ვცდილობდი, შემენარჩუნებინა. ღალატის შემდეგ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ის ჩემთვის, იმიტომ რომ, დაკარგვის მეტი საშიშროება ვიგრძენი. ამის გარეშე შეიძლება, ვერც მივმხდარიყავი, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ის ჩემთვის. ასეთებიც ხდება (იცინის). ამის შემდეგ, მეორედ აღარ მიღალატია.
– შვილების შესახებაც მიამბეთ.
– როგორც ვთქვი, ორი გოგო მყავს. ერთ-ერთს ათი თვის გოგონა ჰყავს და გაგიჟებული ვარ, ისეთი მაგარი გრძნობა ყოფილა ბაბუობა და შვილიშვილი რომ სახელს დაგიძახებს. ერთმა ქალიშვილმა სოციალურ-ფსიქოლოგიური დაამთავრა და ბანკში მუშაობს. მეორე დრამატურგიაზე სწავლობდა, მაგრამ ახლა პატარას უვლის. რაც შეეხება ბიჭს, მეექვსეკლასელია და მომავალი პროფესია ჯერ არ აურჩევია. ცეკვავს და უბანში სასწაულად პოპულარული ბიჭია. ყველა აღნიშნავს, რომ საოცარი იუმორი აქვს და თვითონაც ბედნიერია, რომ ასე დიდი სამეგობრო ჰყავს. 
– შემოქმედებითი თვალსაზრისით, სერიალების გარდა, ძალიან აქტიურად ხართ დაკავებული, არა?
– კი, ამის პარალელურად, ახლა „პირველ არხზე“ გაგრძელდება ძალიან მაგარი პროექტი „გააგრძელე საქართველოს ისტორია“. გარდა ამისა, მოსკოვში ლონგინმა გადამიღო ფილმში, რომელიც მალე გამოვა. უკრაინულ სერიალში ვთამაშობ ქართველ კანონიერ ქურდს. თუმცა, რატომ მაძლევენ სულ ასეთ როლებს, არ ვიცი (იცინის). ბაქოშიც მოგვიწია მე და თემურ ბაბლუანს კრიმინალის როლების მორგება. მაგრამ, პარალელურად, აქ სხვა მიმართულებითაც ვმუშაობ და დანაკლისის გრძნობა არ მაქვს.

скачать dle 11.3