კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ აღარ მოსწონს ანა სანაიას სერიალებში მონაწილეობა და სადაა უარესი მისთვის ინტიმური სცენების თამაში

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობმა ანა სანაიამ მაყურებლებში პოპულარობა წლების წინ, სერიალებით მოიპოვა. თუმცა, მის ცხოვრებაში სერიალების ეტაპი დამთვარდა. ახლა ძალიან აქტიურადაა დაკავებული თეატრში და სერიალებში მონაწილეობაზე უარს ამბობს, რადგან ეს ყველაფერი არ მოსწონს. ის გოგა ხაინდრავას ფილმში, „ჰეროკრატია” ერთ-ერთი პეროსნაჟის როლს ასრულებს. თუმცა, ეკრანზე გამოჩენას, მისი თქმით, ამ შემთხვევაში იმიტომ დათანხმდა, რომ ეს პროექტი სტანდარტული სერიალებისგან განსხვავდება და უბრალოდ, მრავალსერიიანი ფილმია.
ანა სანაია: ახალი სეზონი თეატრში სიახლეებით იხსნება. განვაახლეთ მუშაობა გურამ ბრეგაძის მიერ გორინის პიესის მიხედვით გაკეთებულ სპექტაკლზე „რომეო და ჯულიეტა”. მალე ნიკა საბაშვილი დადგამს მარჯანიშვილის თეატრში ახალ სპექტაკლს – „ხალხის სიყვარული”. რაც შეეხება ტელევიზიას, სატელევიზიო სერიალებზე, ძირითადად, უარს ვამბობ, რადგან არ მომწონს, თან თეატრში ყოველთვის დატვირთული სეზონი მაქვს და ის ტელევიზიას მირჩევნია. ბოლო დროსაც უარი ვთქვი რაღაც პროექტზე, რადგან მიმაჩნდა, რომ მისთვის საჭირო შესაძლებლობები არ მქონდა. ამას, ალბათ, ბევრი მსახიობი არ იზამს, მაგრამ მე ვფიქრობ, შენი შესაძლებლობების შეფასების ინდიკატორი მსახიობს აუცილებლად უნდა გქონდეს. ჩემი აზრით, თუ რაღაც პროექტში იღებ მონაწილეობას, ეს მაღალ დონეზე უნდა გააკეთო, რადგან ხალხის წინაშე, როგორც მსახიობი, ვალდებული ხარ, იყო ძალიან საინტერესო. თუ ამ შემთხვევაში, სერიალი ამის საშუალებას არ იძლევა, მარტო ეკრანზე გამოჩენის მიზნით საოცრებები არ უნდა გააკეთო. ბევრი მსახიობი ვიცი, რას არ აკეთებს ეკრანზე გამოსაჩენად. მე ეს ეტაპი ძალიან დიდი ხნის წინ გავიარე. ახლა თეატრშიც ძალიან აქტიურად ვარ და დამიჯერეთ, თეატრი ჯობია.
– ერთ-ერთ როლს ასრულებ გოგა ხაინდრავას ფილმში – „ჰეროკრატია.” როგორ დაიწყო თქვენი თანამშრომლობა?
– ქასთინგი გავიარე. ბატონმა გოგა ხაინდრავამ რამდენიმე სპექტაკლში მნახა, შემდეგ კი ეს როლი შემომთავაზა. გავისაუბრეთ და ჩვენი თანამშრომლობა დაიწყო. ჩემი პერსონაჟი კრებითი სახეა და არა ერთი, კონკრეტული ქალი. არაერთ გადაღებაზე მიმუშავია სხვადასხვა რეჟისორთან და ერთ-ერთი, ყველაზე საინტერესო ეს იყო. სხვა სერიალებისგან განსხვავებით, ეს მრავალსერიიანი ფილმია და არა სერიალი. მას იაფფასიანი ბულვარული სურნელი არ დაჰყვება. ეს არის ჩვეულებრივი ფილმი და ამიტომაც იყო ჩემთვის მისაღები, თორემ, როგორც ზემოთ მოგახსენეთ, სერიალები დიდად აღარ მიზიდავს.
– ამ ფილმს აქვს პოლიტიკური სარჩული. არ გეშინია, რომ პარტიული მსახიობის იარლიყი ამოგაკრან?
– არა, მე ძალიან საინტერესოდ ვიმუშავე და დანარჩენს რა მნიშვნელობა აქვს? – „ლესბიანკა” რომ მეთამაშა, „ლესბიანკის” იარლიყს მომარტყამდნენ. ადამიანი როლსა და მსახიობს შორის პარალელს აკეთებს, რაც არ მესმის და არც მიფიქრია ამაზე. მარტო იმაზე ვფიქრობდი, კარგად მეთამაშა. კამერა ძალიან მენატრებოდა და მინდოდა, ყველაფერი კარგი გამოსულიყო.
– გასაგებია, თუმცა ზოგ მსახიობს უთქვამს, ახლა რომ ერთი პოლიტიკური შეხედულების მქონე რეჟისორის გადაღებულ ფილმში ვითამაშო, მეორეები აღარ დამიძახებენო.
– თუ ვინმე თავის ფილმში დამიძახებს, მინდა, ეს ჩემი ნიჭის გამო გააკეთოს. ჩემი აზრით, თუ კარგად ვითამაშებ, ყველგან დამიძახებენ.
– ბევრ ნიჭიერ მსახიობსაც უთქვამს, რომ პოლიტიკური ნიშნით ბლოკავდნენ.
– ეგ ჩემ შემთხვევაშიც იყო ადრე, ნაციონალების დროს, მაგრამ ამაზე არ მსურს საუბარი. ამ შემთხვევაში, მარტო იმის თქმა შემიძლია, რომ ეს იყო ჩემთვის საინტერესო როლი და ამიტომაც დავთანხმდი. მიმაჩნია, რომ კარგადაც გავართვი თავი. სიმართლე გითხრათ, რომ ვუყურებდი, ძალიან დავითრგუნე. გამახსენდა, როგორ მიყვებოდნენ ამ ამბებს ჩემი მეგობრები. ყველაფერი ზეპირად ვიცოდი, რაც სერიალში ხდება. ყველას მონაყოლი თვალწინ მიცოცხლდებოდა. სანამ ციხის კადრები არ გავრცელდა, ყურმოკრული ამბებით კიდევ არ ვიცოდით კარგად, რაც ხდებოდა და ამას არც არავინ იტყოდა დეტალურად. როგორ ფიქრობთ, რომელიმე მეგობარი ბიჭი მაგას მოყვებოდა? იმას ხომ ადამიანური ღირსება აქვს. ცემაზე მოუყოლიათ, მაგრამ დანარჩენზე, რა თქმა უნდა, არც მე ჩავძიებივარ ვინმეს. ჩემი რამდენიმე მეგობარი სერიოზულად აწამეს. ამის ყურება, გააზრება და რეალობასთან პარალელის გავლება, ძალიან რთულია. როცა ვუყურებ და მახსენდება, რომ ეს ყველაფერი ადამიანებს მართლა აქვთ გავლილი, ნაცნობებს თუ უცნობებს, საშინელ ტკივილს განვიცდი. თუმცა, მსახიობმა ყველა უარყოფით პერსონაჟში უნდა ეძებო დადებითი. მე მიყვარს ჩემი პერსონაჟი, პატივს არ ვცემ, მაგრამ მიყვარს. ადამიანურად მივიღე. მას თავისი სიმართლე აქვს, რომლის მიხედვითაც მოქმედებს და რამდენად ემთხვევა ის სხვის სიმართლეს, ეგ უკვე სხვა საკითხია. 
– არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა ფილმს. შენ რას ფიქრობ?
– უარყოფით შეფასებებში არაფერი ყოფილა ისეთი, რამაც გამაკვირვა. ჩვეულებრივი დემაგოგიური კომენტარები იყო. საკუთარი თავიდან გამომდინარე ვიცი, რომ, როცა რაღაცაზე ძალიან გამძაფრებული რეაქცია მაქვს, ესე იგი მეც მიმიძღვის დანაშაული ამ საქმეში. თუ ამ ფილმმა ვინმე ძალიან გააღიზიანა, ესე იგი საბაბიც აქვს. თუ ვინმეს ჯანსაღი კრიტიკა ექნება ჩემს შესრულებულ როლზე, მივიღებ, მაგრამ თუ ფილმი გააღიზიანებთ, მე ვერ ვაგებ ნაციონალების შემოქმედებაზე პასუხს. ჩემსაზე – კი ბატონო.
– ფილმში არაერთი მსახიობი ქალი თამაშობს თამამ სცენებში. შენც ბევრი თამამი სცენა გაქვს?
– არაფერი ისეთი. მე ვერ დავარქმევევდი ამას თამამ სცენებს. უფრო თამამი შეიძლება, ითამაშო. ინტიმური სცენები არის, მაგრამ არაფერი გამაღიზინებელი. გემოვნებითაა გადაღებული.
– ინტიმურ სცენებზე მაყურებლების აზრი იყოფა. მაყურებელთა უმეტესობა მას მსახიობებივით, წმინდა ხელოვნების კუთხიდან, ნაკლებად უყურებენ და იარლიყებს აკრავენ მსახიობებს.
– არა მგონია. ვფიქრობ, ერთხელ და სამუდამოდ დაინგრა ეგ დამოკიდებულება, თუმცა ამას ვერაფერს უზამ. ზოგი ასე იფიქრებს, ზოგი – ისე. გააჩნია, როგორ იქნება მიწოდებლი ეს სცენა. სექსი მხოლოდ სექსისთვის, მხოლოდ მაყურებელზე ზემოქმედებისთვის იქნება გამოყენებული თუ რაიმე ამბის გადმოსაცემად, ეს ორი, აბსოლუტურად განსხვავებული რამაა. სპექტაკლში რომ ვმონაწილეობ, იქაც არის ინტიმური სცენები და მინდა გითხრათ, სპექტაკლი უარესია. სულ სხვაა, შენ თვალწინ რომ ვიღაც შიშვლდება და სადღაც ეკრანს მიღმა რომ ხედავ – ეს კიდევ სხვა. ინტიმური სცენები არა, მაგრამ ინტიმური ელემენტები აქამდე მქონია.
– როლზე მუშაობის პროცესში ნაციონალების წარმომადგენელ ქალბატონებს თუ აკვირდებოდი?
– აბსოლუტურად არავის ვაკვირდებოდი. უბრალოდ, მე მქონდა ამბავი და იმ მოცემულობაში წარმოვიდგენდი ჩემს პერსონაჟს. ბევრი რამ, რაც ვიცოდი, მეყო იმისთვის, რომ დაკვირვებების გარეშე გამეკეთებინა ჩემი გმირი. ახლა მაყურებელთან ერთად, მეც მოუთმენლად ველოდები, რა იქნება.

скачать dle 11.3