კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა არის ღალატზე კაცის შურისძიება და შეიძლება თუ არა ქმარმა იმიტომ გიღალატოს, რომ ეჭვიანია

ღალატის გამომწვევ მიზეზებზე ბევრი ფსიქოლოგი დავობს. ბუნებრივია, ერთი მიზეზი ვერ იარსებებს და თითოეულ მოღალატესაც თავისი სიმართლე აქვს. გააჩნია, როგორ მიიღებს ამ „სიმართლეს“ ის, ვისაც უღალატეს. ზოგჯერ ქალები მათთვის მისაღებ „სიმართლეს“ ირჩევენ და ეგუებიან მომხდარს, რათა ქმარი შეინარჩუნონ ან, უბრალოდ, ვერ ეთმობათ ადამიანი, რომელიც მაინც უყვართ... მიუხედავად ღალატისა.

დიანა (31 წლის): ჩემი ისტორია განსხვავებულია. ქმარმა ბევრი და დიდხანს იბრძოლა, რომ ერთად ვყოფილიყავით. არ მინდა, ისე გამომივიდეს, თითქოს საკუთარი გარეგნობით ვამაყობ, მაგრამ სწორედ ამან ითამაშა ჩემი ქმრისთვის გადამწყვეტი როლი. როგორ ვთქვა, მაგრამ გიჟდებოდა ჩემზე. შესაბამისად, სულ ეჭვიანობდა, ვერ ისვენებდა. ზოგჯერ ისე აენთებოდა ხოლმე... 35 წლის იყო, როცა ჩვენ ერთმანეთი გავიცანით. ამ ასაკის მამაკაცი უკვე დადინჯებულიც უნდა იყოს და „დაღვინებულიც“. რა თქმა უნდა, სტაბილურიც...
– ანუ, 35 წელს ზემოთ კაცები აღარ ეჭვიანობენ
– არა. მაგის თქმა არ მინდოდა, ვერ გამიგეთ. მის ეჭვიანობას იმას მივაწერდი, რომ ჯერ კიდევ ცოლი არ ვიყავი და შეიძლება, ჩემი დაკარგვის შიში ჰქონდა. ამაზე რამდენჯერმე ვილაპარაკეთ კიდეც. სანამ პასუხს არ მეტყვი, ასე ვიქნებიო, – მეუბნებოდა. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ ეჭვიანობა დროებითი მოვლენა მეგონა. ბევრი თაყვანისმცემელი მყავდა, მაგრამ უპირატესობა მას მივანიჭე. დარწმუნებული ვიყავი, რომ ძალიან ვუყვარდი... ამაში ლამის არც ახლა შემეპაროს ეჭვი.
– მიუხედავად იმისა, რომ გიღალატათ?
– დიახ. ამას მას არ ვეტყვი. მინდა, დანაშაულის განცდამ გატანჯოს და ისევე ეტკინოს, როგორც მე მატკინა. მაგრამ სულ ვფიქრობ, იქნებ, რასაც ამბობს, მართალია...
– ღალატთან დაკავშირებით? მისი ღალატის მიზეზს გულისხმობთ?
– დიახ. ჩვენი თანაცხოვრების პირველი ორი წელი იყო მშვიდი და უღრუბლო... ისეთ ბედნიერებას ვგრძნობდით, ვფიქრობდი, ძალიან გამიმართლა-მეთქი. ყველგან ხელჩაკიდებულები დავდიოდით. უჩემოდ ვერ სძლებდა. მაშინ  არც კი მიფიქრია, რომ ასეთი მიჯაჭვულობა შეიძლებოდა, მისი პათოლოგიური ეჭვიანობის გამოვლინება ყოფილიყო. არც ისეთი ფრაზები და სიტყვები მაშფოთებდა, როგორიც იყო, მაგალითად, მისი პერიოდული „გულის გადაშლები“ – შენ ძალიან ლამაზი ქალი ხარ. კაცები ისე გიყურებენ, რომ ვგრძნობ, შურთ ჩემი და ოცნებობენ, გვერდით შენი მსგავსი ჰყავდეთო...  თავიდან მომწონდა, მსიამოვნებდა ეს სიტყვები, მეამაყებოდა. შევშფოთდი ცოტა მოგვიანებით, როცა ჩემი ქმრის ტონი შეიცვალა. ზოგჯერ ძალიან აგრესიული ხდებოდა, როცა ქუჩაში ვინმე შემომხედავდა და სახლში საყვედურებით მიკლებდა – ალბათ, შენ მიეცი საბაბი, რომ „სხვანაირად“ შემოეხედაო. სულ თავის მართლების რეჟიმში ვიყავი, რაც ძალიან მღლიდა. ვერ ვიგებდი, რას გულისხმობდა „საბაბის მიცემაში“. თავს ხომ არ დავიმახინჯებდი ან მიჩეჩილ-მოჩეჩილი ხომ არ ვივლიდი?!
– თქვენ შორის კონფლიქტი გახშირდა?
– კონფლიქტს ვერ დავარქმევ. არ ვჩხუბობდით, მაგრამ ჩემი ქმრის თავს რაღაც კარგი რომ არ ხდებოდა, ამას ვხვდებოდი. სულ უგუნებოდ იყო. იბღვირებოდა და „იგრუზებოდა“. ვამშვიდებდი, როგორც შემეძლო. ვეუბნებოდი, შენ გარდა, არავინ მჭირდება, არცერთი მამაკაცი-მეთქი. იმასაც ვცდილობდი, როცა ერთად ვიყავით, აქეთ-იქით არ გამეხედა. როგორც ჩანს, ეს ყველაფერი ჩემი ქმრისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. არადა, როგორ მჯეროდა, რომ ჩვენს ბედნიერებას არაფერი დაემუქრებოდა.
ისე მოხდა, რომ რამდენიმე დღით ქალაქიდან გამგზავრება დამჭირდა. სრულიად გამოუვალი სიტუაცია იყო და ჩემმა ქმარმა იცოდა ამ გამგზავრების აუცილებლობის შესახებ. მეგონა, ძალიან გაბრაზდებოდა, იჩხუბებდა, მაგრამ არაფერი უთქვამს. შევატყვე, თავს ძლივს იკავებდა. ვნანობ, რომ არ დაველაპარაკე.
– ფიქრობთ, რამის შეცვლას შეძლებდით?
– არ ვიცი, მაგრამ ხომ უნდა მეცადა. წავედი და ყოველ ათ წუთში რეკავდა. ტელეფონი დამიჯდა და როცა მეორე დღეს ჩავრთე, უამრავი მესიჯი დამხვდა: „სად ხარ?“ „რატომ არ მპასუხობ?!“ „ვისთან ერთად ხარ?“ შემეშინდა ჩემი ქმრის გადარევის და დავიწყე რეკვა. ახლა ის არ მპასუხობდა. მეორე დღესაც ვერ დაველაპარაკე. მესამე დღესაც არ აიღო ყურმილი... წარმოვიდგინე, როგორი იქნებოდა ჩვენი შეხვედრა და ცუდის მოლოდინმა ლამის ჭკუიდან გადამიყვანა. სახლში დამხვდა. მოღუშული, მტრულად განწყობილი... შენ მე იმედი გამიცრუე. ვიღაც გყავს და მატყუებდიო. არაფერმა გაჭრა, არც ცრემლებმა, არც ხვეწნამ, არც იმის მტკიცებამ, რომ ყველაფერი ტელეფონის ბრალი იყო. გაგიჟდა, ყვიროდა: შენ მე გამანადგურე და მიწასთან გამასწორე, შეურაცხყოფილი და შერცხვენილი ვარ, თავი სად უნდა გამოვყოო... ერთხელ მოხდა ისე, რომ მის გარეშე სადღაც წავედი და ძნელი შედეგი მოჰყვა ამ ყველაფერს. მთელი კვირა მძიმე საყურებელი იყო მისი საქციელი. ერთ საღამოს კი გამომიცხადა – სამაგიერო გადაგიხადე, გიღალატე. ახლა გინდა, მაპატიე, გინდა, სახლიდან წადიო. მდუღარე რომ გადამსხმოდა, ზუსტად ასეთი განცდა მექნებოდა. მითხრა, თავს საშინლად ვგრძნობ. სხვა ქალთან ვიყავი და შენზე ვფიქრობდი, იმიტომ რომ, მიყვარხარ, მაგრამ ასე რომ მატკინე, მინდოდა, შენც იგივე გეგრძნოო. ვერ გადმოგცემთ, რა დამემართა. დავმუნჯდი. არ დავინტერესებულვარ, ვინ იყო ის ქალი, რა აკავშირებდა მასთან... ეგრევე მივხვდი, რომ ვერ გავუშვებდი და არც მე წავიდოდი მისგან. მეტისმეტად მიყვარს. მეშინია, შეიძლება, ისევ მიღალატოს. ნუთუ, ჩემი ქმარიც ზუსტად ამ განცდით ცხოვრობს – მოსალოდნელი ღალატის შიშში? მოკლედ, არ ვიცი, ახლა როგორ ვიცხოვრო. დავიჯერო და ვაცადო, ჩვენი ურთიერთობის გამოსწორება? ძალიან მინდა, ეს შევძლო. დიდი პრობლემა შემიქმნა ქმრის გამუდმებულმა ეჭვიანობამ. იმასაც ვფიქრობ – ამართლებს კი ეს ეჭვიანობა ღალატს?!

скачать dle 11.3