კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხვიჩა მაღლაკელიძის ანეკდოტები

მარო შუაღამისას აღვიძებს მიხოს:
– ადე, კაცო, გაიღვიძე! ეგე, მელა შამაიპარა და ქათმები წაიღო.
– მე მაგის დედა კი ვატირე, მაგისი!  რამდენი?
–  რამდენი და 12 ცალი.
–  12 ცალი რა ამბავია? რა, სუმკით იყო ი შობელძაღლი?
***
ინტელიგენტი ქმარი მივლინებიდან დაბრუნდა და ცოლს საყვარელთან წაასწრო საწოლში:
– გამარჯობა, მე რეზო ვარ, ამ ქალბატონის ქმარი და გენერალური დირექტორი.
– გაგიმარჯოს, მე კიდე, ავთო ვარ, გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.

ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები
– ვახო, რა არის უსაფრთხო სექსი?
–  როცა მშობლებმა არაფერი იციან!
***
ქმარი სახლში დაღვრემილი დაბრუნდა საავადმყოფოდან, სადაც სიდედრის სანახავად იყო წასული. ცოლმა ჰკითხა:
–  რა მოგივიდა?
– ეტყობა, დედაშენს მალე გამოწერენ.
– რა იცი?
–  ექიმმა მითხრა, უარესისთვის მოემზადეთო.
***
სვანმა შვილს შოკოლადი მიუტანა.
–  მამა, ამას რძიანი რატომ აწერია?
–  იმიტომ, რომ რძისგან აკეთებენ.
–  ვააა... ზანგი-ძროხისგან?
***
– რატომ უცვლიან სვანი დედები შვილებს პამპერსს კვირაში ერთხელ?
– იმიტომ, რომ ზედ აწერია: „5 კგ-მდე“.
***
ქუთაისელი სტუმრადაა ხევსურთან და ხედავს, კედელზე დათვის ტყავია გადაჭიმული.
– ეს დათვი ვინ მოკლა? – იკითხა ქუთაისელმა.
– ეს დათვი, პირისპირ შამხვდა და მე დავასწარ, მავკალ!
–  კიდევ კარგი, ძამია, თვარა, შენ ამ კედელს ნაღდად არ მოუხდებოდი.
***
ქუჩაში ჩაპუტკუნებული გოგონა მიდის. უკან მიჰყვება ორი ახალგაზრდა ბიჭი და თან, ხმამაღლა ამბობენ:
–  ფუნთუშა, პონჩიკი, შოკილადი, კანფეტი...
გოგონამ ვეღარ მოითმინა და მიუბრუნდა ბიჭებს:
–  მადლობა, ასეთი კომპლიმენტები ჯერ ჩემთვის არავის უთქვამს.
–  ეს კომპლიმენტები კი არა, სიაა გოგონა, რა არ უნდა ჭამო!
***
– როგორ გყავს შეყვარებული?
–  მობილურივით.
– ეგ როგორ – ყველგან და ყოველთვის?
– არა, ან არ მპასუხობს, ან მიუწვდომელია.
***
სვანი ქალაქელ მეგობარს ესტუმრა. მეგობარმა მოუბოდიშა, საქმე მაქვს, გავალ და ერთ საათში დავბრუნდებიო. მოკლედ, გავიდა ერთი საათი, დაბრუნდა და სვანი გაოცებული დახვდა.
–  რა მოგივიდა?
–  რა და, ფოკუზი ამოვხსენი.
–  რა ფოკუზი?
–  ხედავ, ოთახში სინათლე ანთია.
– ვხედავ.
–  მაიცა, ჩავაქრო... აი, ჩავაქრე. სად წავიდა შუქი?
–  რა ვიცი...
– მე ვიცი! – გაიქცა სვანი და მაცივარი გამოაღო – ნახე, აქაა!

скачать dle 11.3