კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გადაიქცა ცნობილი ქართველი კინორეჟისორი გია დანელია ცნობილი პოეტის მძღოლად

კინორეჟისორი გია დანელია იხსენებდა: „ერთხელ, მე და დაღესტნელი პოეტი, საყოველთაოდ ცნობილი რასულ გამზატოვი ლიტერატორთა სახლში წავედით სავახშმოდ. მაშინ მე ჯერ კიდევ ნაკლებად ცნობილი ვიყავი, გამზატოვს კი სახალხო პოეტის სტატუსი ჰქონდა და მთელი ქვეყანა იცნობდა, პატივს სცემდა. ლიტერატორთა სახლში საუცხოო რესტორანი იყო და იქ არავინ შეგიშვებდა, თუ მწერალთა კავშირის წევრი არ იყავი. დანიშნულების ადგილზე ჩემი „მოსკვიჩით“ მივედით. სანამ მანქანა დავაყენე და შუშის საწმენდები მოვხსენი, რათა არ მოეპარათ, გამზატოვი შენობაში შევიდა... ვახტიორმა ქალმა რომ დამინახა, წინ გადამიდგა და მხოლოდ მას მერე შემიშვა, როდესაც ვუთხარი, გამზატოვის მძღოლი ვარ-მეთქი და თან, საწმენდებიც დავანახვე...
გაიარა წლებმა. უკვე საკმაოდ ცნობილიც ვიყავი და სახეზეც მიცნობდნენ. ერთხელ, მოსკოვის კინოფესტივალზე პოპულარული იტალიელი მსახიობები – სოფი ლორენი და მარჩელო მასტროიანი ჩამოვიდნენ. ორივე ლიტერატორთა სახლში დავპატიჟე ვახშამზე და იმავე ვახტიორ ქალს რომ ვუთხარი, რომ სტუმრები ცნობილი კინოვარსკვლავები იყვნენ, ორთავე დაუბრკოლებლად გაატარა... მერე კი, გარდერობში, მეგარდერობე ფეოდორს ჩემს პალტოს რომ ვაძლევდი შესანახად, ზურგს უკან მომესმა:
– ამხანაგო, თქვენ მწერალთა კავშირის წევრი ხართ?
– არ ვარ, – მივუგე მამაკაცს, რომელიც ლიტერატორთა სახლის ადმინისტრატორი აღმოჩნდა.
– ფეოდორ! პალტო არ ჩაიბარო, – მრისხანედ მიმართა მეგარდერობეს ადმინისტრატორმა, თან თვალები დამიბრიალა.
ამ დროს ადმინისტრატორს ჩემი ნაცნობი ქალი მიუახლოვდა და უჩურჩულა:
– ეს ამხანაგი რასულ გამზატოვის მძღოლიაო...
ადმინისტრატორს მრისხანე სახე გაებადრა და ქალს უთხრა:
– ადრე ვერ მითხარი? – შემდეგ მეგარდერობეს მიუბრუნდა და რიხიანად უბრძანა, –  ფეოდორ, პალტო ჩაიბარე! – შემდეგ თავაზიანად შემიპატიჟა დარბაზში და დააყოლა:
– მობრძანდით, ამხანაგო მძღოლო...
ასეთი კურიოზებიც ხდებოდა ხოლმე საბჭოთა კავშირში – ცნობილი პოეტის მძღოლს მეტი „ბლატი“ ჰქონდა, ვიდრე ცნობილ კინორეჟისორს.“

скачать dle 11.3