ბრძნული აზრები
ბირსი: ზოგიერთი ღვთისმსახური ის ადამიანია, რომელიც ჩვენს სულიერ ცოდვებს თავის თავზე იღებს, რათა საკუთარი ამქვეყნიური ცხოვრება გაიუმჯობესოს.
ვილმორენი: იყო თანამედროვე, ნიშნავს, დროს იმდენად უსწრებდე, რომ ის წარმატებით გეწეოდეს.
ბერნი: თუ დიდხანს დაფიქრდები იმაზე, ვინ და რისთვის გიყვარს, აუცილებლად მიხვდები, რომ გძულს.
ვოლტერი: კარგი დედა გერს ნამცხვრის უფრო დიდ ნაჭერს აძლევს, ვიდრე საკუთარს, მაგრამ ამასაც სხვანაირად აკეთებს.
ჰესი: ნებისმიერის პირადი ცხოვრება, როგორ კარგადაც არ უნდა იყოს ის მოწყობილი, თუ სახლის ზღურბლს არ სცდება, ღარიბია.
ბაირონი: ქალები სიბერეში უჭკუოები მხოლოდ იმიტომ არიან, რომ ისინი ახალგაზრდობაში ძალიან ლამაზები იყვნენ.
კანტი: ძველად ადამიანები იმიტომ სწავლობდნენ, რომ სრულყოფილებისთვის მიეღწიათ. ახლა კი მხოლოდ იმიტომ, რომ სხვები გააოცონ.
დეკურსელი: ვისაც ათასობით ფანტაზია აქვს, იმას ერთი სურვილიც არ გააჩნია.
კლიუჩევსკი: ხუმრობით მტერს ვერ გადააქცევ მეგობრად, მაგრამ მეგობარი შეიძლება გადაიმტერო.
ტოლსტოი: სიბერეა, როცა აღარ გშურს და სინანულს იწყებ.
კანეტი: ყველაზე ძნელი იმ ღმერთის გაგებაა, რომელიც ჩვენთვის თვითონ გამოვიგონეთ.
კრუტიერი: ჯოჯოხეთი – ეს კაცობრიობის ისტორიული სამშობლოა. სამოთხე – ისტორიამდელი.
ზოლა: ექიმი ხედავს ადამიანს მთელი თავისი სისუსტეებით, იურისტი – მთელი თავისი სისაძაგლეებით, თეოლოგი – მთელი თავისი სისულელეებით.
ბალზაკი: იქ, სადაც სისულელე სამაგალითოა, ჭკუას სისულელედ მიიჩნევენ.
მოპასანი: ჭკვიან ქალებს უყვართ, როდესაც მათ გამო სისულელეებს აკეთებენ, განსაკუთრებით, ძვირფასს. თუმცა უფრო ხშირად ისინი კი არა სხვები უყვარდებათ.
არიოსტი: ფილოსოფოსები არაფრით აღემატებიან მჭედლებს, რომლებიც სახნისს ჭედავენ, რის შემდეგაც ძალიან ბევრი უნდა გაკეთდეს, რომ პური მივიღოთ.
ვოვენარტი: ღმერთს მასთან უყვარს საუბარი, ვინც ჩუმადაა.
გოეთე: ღმერთო, დამიფარე მეგობრებისგან, მტერს კი თავად გავუმკლავდები.
ფურიე: მდინარის სიღრმეს ორი ფეხით ნუ სინჯავ.
ჟვანეცკი: ჭკვიან ადამიანს არ ეშინია სასაცილოდ გამოიყურებოდეს. თუ ადამიანს შეუძლია თავის თავზე გაიცინოს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ის შინაგანად თავისუფალია.
ნიცშე: თუ გოგონა მამას უყვარს, მომავალში ის ბიჭს ეყვარება. თუ ბიჭი დედას უყვარს, ის ქალებს ეყვარებათ.